ყასაბი სურენას ბიჭიც ყასაბი იყო, ისევე, როგორც მისი მამა. აბა მეწაღე ხომ არ იქნებოდა? არა, მეწაღეობას კი არ " წუნობდა" ან თაკილობდა სურენა, უბრალოდ ავლაბარს მის გარეშეც ბევრი ჰყავდა ეს ხელგვირისტიანი ხალხი ; გურგენა, რაფო და ცალთვალა სეროჟაც კი. აი, ყასბობა კი სულ სხვა იყო. ხორცს ისე აქნიდა, იტყოდი, ახლადშედღვებილ კარაქსა სჭრისო. მისი გაკეთებული სისხლიანი კუპატები ხომ მთელს ქალაქში იყო ცნობილი. სახლიც კარგი ედგა მშრომელ კაცს და ოჯახიც მუდამ ჩაცმულ-დახურული და მაძღარი ჰყავდა. შვილების სწავლაზეც ბევრს ფიქრობდა ყასაბი. - ხორცის ჭრა ყოველთვის ისწავლონ, მთავარია ცხოვრების გზის გაჭრა ასწავლო მეო, ამას ქართულის ცოდნა სჭირდება. მოდი, აწონე, წაიღე -არაა საკმარი ცავატანემ, ღრამატიკა უნდა იცოდენო. მართალი იყო სურენა და მართლაც მიაბარა უფროსი ვაჟი არამა, ქართულის მასწავლებელს, ბატონ გიორგი სხირტლაძეს. ერთდროულად შეხსნა, სურენას ეშხიანმა ბიჭმა, გიორგი მასწავლებლის სახლისა და მისი ქალიშვილი ირინეს გულის კარი. ისეთივე წარმატებით დაფარფატებდნენ ქართულის ფრთახატულა ასოები, არამას ფიქრებს გარეთ, როგორც სიყვარულის ანი-ბანი მის გულში. ვერა და ვერ აუღო ბიჭმა ალღო რიცხვითსა და არსებით სახელს. მისთვის ერთადერთი ზედსართავი, ირინეს ცისფერი თვალები იყო. ზმნის უღლების ნაცვლად კი არსებითად განახორციელა ირინესთან შეუღლება. სპიტაკის მიწისძვრას არაფრით ჩამოუვარდებოდა ის ზანზარი, სხირტლაძეებმა რომ შეაზანზარეს სურენას ოჯახი და მთელი ავლაბარი. მაგრამ ვერაფრით მიაგნეს გაპარული ახალგაზრდების კვალს. თითქოს მტრებად იქცნენ ერთ დროს კარგი ნაცნობები. აღაც გამარჯობა იყო და აღარც ბარევ! მამები გულზე მჯიღს იცემდნენ და დედებს თავპირი ჩამოსტიროდათ. ეროვნებათა შეერთებას, კეთილგანწყობის ფარდა გაერღვია. სადღაც გამქრალიყო მოძმე ერების ცნება. მაგრამ დრომ თავისი ქნა და ვერც ერთმა ოჯახმა მოიძულა სამუდამოდ შვილი. სურენამ ავლაბარს დაანახა რა შეძლება ჰქონდა და ოქროთი აავსო პატარძალი. არც გიორგი ჩამორჩა მძახალს და მანქანა აჩუქა სიძეს. ჩაწყნარდა ღელვა და დროებით მშვიდ კალაპოტს ჩაუდგა ცხოვრებაც. პირველი შვილიშვილის დაბადებაც ცალ-ცალკე აღნიშნეს კალოიანებმა და სხირტლაძეებმა. თუ ერთგან გეორქას ლოცავდნენ, როგორც სურენას მამის მოსახელეს, მეორეგან გიორგის ადღეგრძელებდნენ, პაპის სეხნიას. ეღიმებოდა ამაზე ირინეს, ეღიმებოდა არამასაც . ითმენდა ირინე ჩუმად, ითმენდა არამაც. ბავშვს კი გეგა ერქვა, უბრალოდ გეგა. უჩიჩინებდა ირინეს დედა:- სხირტლაძედ დავწეროთ შვილო ბავშვი, არ დაიჩაგროს. მამაშენს არ გაუჭირდება, მოაგვარებსო. -ღმერთი არ გაგიწყრეს ქალო, ბავშვი გვარი არ შეცვალო! შენი ოქროსავით მამამთილი ახლა მაგაზე არ გაანაწყენო, სჯობია გეგა მოაშორო და გეორქა დაარქვა!-აგონებდა ხშირ-ხშირად დედამთილი. ხშირ-ხშირად დაიწყეს სამინისტროში სიარული ირინემ და არამამაც.. კმაყოფილი იყო სურენა, კმაყოფილი იყო გიორგიც. ექვსი გაზაფხული გავიდა და ექვსი წელი შეუსრულდა გეგა-გეორქ-გიორგის. ექვსი ფეხი კალოიანების გაჰყვა სკოლის კარამდე და ექვსი ფეხი სხირტლაძეების. ამდენივე წყვილი ყური მოუთმენლად ელოდა, როდის ამოიკითხავდნენ სიაში და -კალოიანი გიორგიო რომ თქვეს, ექვსჯერ გადაურათ ფერმა კალოიან ბაბო-ძედასაც და სხირტლაძე ბებია-ბაბუასაც. მხოლოდ ირინესა და არამას უღიმოდათ სახე და სიყვარულით შესცქეროდნენ მომავალ მოსწავლეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. მოგესალმებით! რა-ღა დაგიმალოთ და სათაურმა წამაკითხა ეს მცირე, ძალიან სასიამოვნო და უდავოდ კარგად შესრულებული მოთხრობა. მომეწონა საბოლოო კომპრომისი და ძალიან გამახალისა. კომენტარი კი ნამდვილად სამაგალითოდ კარგმა შესრულებამ დამაწერინა. დიდი მადლობა ავტორს! +5 მოგესალმებით! რა-ღა დაგიმალოთ და სათაურმა წამაკითხა ეს მცირე, ძალიან სასიამოვნო და უდავოდ კარგად შესრულებული მოთხრობა. მომეწონა საბოლოო კომპრომისი და ძალიან გამახალისა. კომენტარი კი ნამდვილად სამაგალითოდ კარგმა შესრულებამ დამაწერინა. დიდი მადლობა ავტორს! +5
21. კარგად წერ უდავოდ კარგად წერ უდავოდ
20. მადლობა არ მინდა, ველოდები ახალ ამბებს, მიხარია როცა ზღაპრადმოსული დაწერს აქანე ზღაპრებს. მადლობა არ მინდა, ველოდები ახალ ამბებს, მიხარია როცა ზღაპრადმოსული დაწერს აქანე ზღაპრებს.
19. მუხა :* მადლობა რომ გახსოვარ, მიხარია. მუხა :* მადლობა რომ გახსოვარ, მიხარია.
18. ზღაპრადმოსული!, სადა ხარ გელოდები, სადაა ნაწარმოებები, შემოვდივარ-გავდივარ და ცარიელია გურცელი, ვერ ვიტან სიცარიელეს. ზღაპრადმოსული!, სადა ხარ გელოდები, სადაა ნაწარმოებები, შემოვდივარ-გავდივარ და ცარიელია გურცელი, ვერ ვიტან სიცარიელეს.
17. საინტერესო იყო ^^ :3 საინტერესო იყო ^^ :3
16. სახალისო და საინტერესოა/წარმატება ავტორო. სახალისო და საინტერესოა/წარმატება ავტორო.
15. გამიხარდა რომ კალოიანად დატოვეს... გამიხარდა რომ კალოიანად დატოვეს...
14. კარგად წერ, ზღაპრად მოსულო! კარგად წერ, ზღაპრად მოსულო!
13. მუხა :-* გამიხარდა ძალიან. მუხა :-* გამიხარდა ძალიან.
12. კარგია, მომენატრა შენი ზღაპრები, ზღაპრადმოსულო ფერიავ! კარგია, მომენატრა შენი ზღაპრები, ზღაპრადმოსულო ფერიავ!
10. არ მეგონა, კითხვებს თუ გაგიჩენდათ ბატონო ნიკი. დიდი მადლობა ყველას. არ მეგონა, კითხვებს თუ გაგიჩენდათ ბატონო ნიკი. დიდი მადლობა ყველას.
9. გადმოცემის კარგი მანერაა, თუმცა გაუგებარი დარჩა ტექსტიდან ჩემთვის, თუ ა) რატომ დაიწყეს სამინისტროში სიარული ბ) რომელ სამინისტროში დაიწყეს სიარული გ) რა საჭირო იყო სახელის გადარქმევა (ასე გამოდის ნაწერიდან ) თუ გეგა დაარქვეს, ყოფილიყო გეგა
უფრო ჟღერს: - გეგა კალოიან :)
მთლიანობაში ოთხს ვწერ,თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ კარგად გადმოსცემს ავტორი გადმოცემის კარგი მანერაა, თუმცა გაუგებარი დარჩა ტექსტიდან ჩემთვის, თუ ა) რატომ დაიწყეს სამინისტროში სიარული ბ) რომელ სამინისტროში დაიწყეს სიარული გ) რა საჭირო იყო სახელის გადარქმევა (ასე გამოდის ნაწერიდან ) თუ გეგა დაარქვეს, ყოფილიყო გეგა
უფრო ჟღერს: - გეგა კალოიან :)
მთლიანობაში ოთხს ვწერ,თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ კარგად გადმოსცემს ავტორი
7. კარგად დაწერილი ისტორიაა, ოსტატობა ერტობა. მაგრამ ერიდეთ უკვე გამოყენებული სათაურების დარქმევას. ამ სახელწოდების პოემა ხომ ვაჟა-ფშაველას აქვს. კარგად დაწერილი ისტორიაა, ოსტატობა ერტობა. მაგრამ ერიდეთ უკვე გამოყენებული სათაურების დარქმევას. ამ სახელწოდების პოემა ხომ ვაჟა-ფშაველას აქვს.
6. ლამაზად ყვები :) ლამაზად ყვები :)
5. კარგია, მომეწონა ... ++ კარგია, მომეწონა ... ++
4. ჯონათან :-* მელზ :-* მაგდალენა :-* მიხარიხართ.:) ჯონათან :-* მელზ :-* მაგდალენა :-* მიხარიხართ.:)
3. ამ ყველაფერს როგორ უხდება ირინესა და არამას ღიმილი!
"ერთადერთი ზედსართავი" რა კარგი იყო. ამ ყველაფერს როგორ უხდება ირინესა და არამას ღიმილი!
"ერთადერთი ზედსართავი" რა კარგი იყო.
2. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ შუაღამეს მაინც და მაინც "ახალშედღვებილი კარაქი" რატომ ჩამრჩა?!:) სუნი და გემოც კი გამახსენდა, არადა მახსოვს მხოლოდ ბებოს ხათრით "მიყვარდა" და იმის ხათრით, რომ მეც შემადღვებინებდა. (ისე ვერ ვიტანდი):))
ჰოდა კარაქი რა შუაშია, როცა ბროწეული მინდა?!:)
შენთან თუ ვილაპარაკებდი ამდენს.
(ჰოდა.. დაგიწერა მე შენ ხუთიანი და წავიდა):)) ♡ ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ შუაღამეს მაინც და მაინც "ახალშედღვებილი კარაქი" რატომ ჩამრჩა?!:) სუნი და გემოც კი გამახსენდა, არადა მახსოვს მხოლოდ ბებოს ხათრით "მიყვარდა" და იმის ხათრით, რომ მეც შემადღვებინებდა. (ისე ვერ ვიტანდი):))
ჰოდა კარაქი რა შუაშია, როცა ბროწეული მინდა?!:)
შენთან თუ ვილაპარაკებდი ამდენს.
(ჰოდა.. დაგიწერა მე შენ ხუთიანი და წავიდა):)) ♡
1. სხარტად და მოზომილად მოყოლილი ერთობ სერიოზული ჰამბავი :)
სხარტად და მოზომილად მოყოლილი ერთობ სერიოზული ჰამბავი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|