დიდი,ძალიან დიდი ხნის წინათ ზღარბებს ზურგზე ეკლები კი არა, თმები ჰქონდათ. დიახ, დიახ თმები. მართალია, ჯაგარივით მაგარი, მაგრამ ...ყველა ზღარბი თმას მოკლედ იკრეჭდა და ამიტომაც გაფშეკილი,მოკლე თმა შორიდან კაცს ეკლები ეგონებოდა. ერთ პატარა, კოპწია ზღარბუნას არაფრით არ უნდოდა წამოზრდილი თმის შეკრეჭა. -ასე უფრო ლამაზია, ასე უფრო მიხდებაო- არწმუნებდა დედას. -ზღარბუნა, მაგ თმებით სადმე ბალახებში ან ეკლებში გაიბლანდები. მტერი დაგიჭერს და შეგახრამუნებს. -რამდენჯერმე გააფრთხილა დედამ, მაგრამ...რა კი ვერაფერი გააწყო,“გიჟი მიუშვი ნებასო,თვით შეეყრება სნებასო“,გაიფიქრა და დაანება თავი. კოპწიაობდა ზღარბუნა გრძელი თმებით. ხან უკან გადაიშლიდა, ხან მარჯვენა გვერდზე, ხან მარცხენაზე. ერთხელაც ზღარბები ტყეში წავიდნენ ჩამოცვენილი პანტა ვაშლის მოსაგროვებლად. ზღაბუნას თმები ხან ბალახის ღეროებს გამოედო, ხან ხის ამოშვერილ ფესვს. დაიღალა პატარა. დასვენება გადაწყვიტა. ზემოდან არწივმა შენიშნა,ისარივით დაეშვა და თმებში ჩაავლო ბრჭყალები, მაგრამ გრძელი თმები გაუსრიალდა ბრჭალებს შუა და ზღარბუნა ეკლებში ჩავარდა. იუკადრისა გაწბილება მტაცებელმა, შეჰყივლა და რონინით ძებნა დაუწყო. -მიშველეთ, დამმალეთ, გენაცვალებით-შეევედრა ზღარბუნა ეკლებს. -მოდი, მოდი, ჩაგვეხუტე. აი, ჩვენ ეკლებს აგასხამთ , რომ ვერვინ მოგეკაროს. ნუ, ნუ კრთი-მიუალერსა ეკალ-ბარდმა. ყველა ტოტმა თითო ეკალი ეკალი ჩააბნია თმაში ზღარბუნას. ხელმოცარული არწივი გაფრინდა. გულმოცემულმა ზღარბმა გამობობღება იწყო. თმები ეკლებში გაეხლართა და სულ დაეწიწკნა, მაგრამ სამაგიეროდ ეკლები შერჩა. -ახლა მართლა ვერავინ მომეკარება-უხაროდა პატარას. ახლობლებმა კინაღამ ვერ იცნეს იგი. მტერი მოდისო და საბრძოლველად გამოემართნენ. შეშინებულმა ზღარბუნამ ცხვირ-პირი და ფეხები ეკლებში შემალა და ეკლიან ბურთად იქცა. ყველას მოეწონა ზღარბუნას ახალი სამოსი. თვითონაც მოუნდათ ასეთი დაცულნი ყოფილიყვნენ. ტყეში ეკლის ბარდებს რა გამოლევს და ყველამ იშოვა ასეთი მოსართავი. იმის მერე ყველა ზღარბს ეკლები ასხია და საშიშროებისას ეკლიან ბურთად იქცევიან ხოლმე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მშვენიერი ზღაპარია, და გუშინ ჩემს ეზოში სულ პატარა ზღაბუნა ვნახე, ახლოს მივედი, არ განძრეულა, ოთახში შევირბინე ვაშლის ნაჭერი გამოვიტანე პირთან დავუდე და უკან დავიხიე, არ მოერიდოს ჭამა-თქო, ზედაც არ მიეკარა ისე გაცუნცულდა მეზობლის ეზოსკენ, ეს უკვე მეორე შემთხვევა ამ წელს. რავქნა დავიჭირო და სახლში შემოვიყვანო? მშვენიერი ზღაპარია, და გუშინ ჩემს ეზოში სულ პატარა ზღაბუნა ვნახე, ახლოს მივედი, არ განძრეულა, ოთახში შევირბინე ვაშლის ნაჭერი გამოვიტანე პირთან დავუდე და უკან დავიხიე, არ მოერიდოს ჭამა-თქო, ზედაც არ მიეკარა ისე გაცუნცულდა მეზობლის ეზოსკენ, ეს უკვე მეორე შემთხვევა ამ წელს. რავქნა დავიჭირო და სახლში შემოვიყვანო?
7. ცუდი არ არის, მაგრამ გირჩევთ "გადაათეთროთ": 1. საკმაოდ ხისტად გაქვთ სიტყვები და შესაბამისად წინადადების ქსოვილი შერჩეული და უკეთესი იქნება თუ "გაფილტრავთ", დახვეწთ. 2. დასაწყისშივე გაქვთ უხეში შეცდომა; როდესაც გულისხმობთ მომავალს, მაგალითად წინათგრძნობა, სწორი ფორმაა წინათ.ხოლო, როცა გულისხმობთ წარსულს, მაგალითად წინა დღით, სწორი ფორმაა წინად. ცუდი არ არის, მაგრამ გირჩევთ "გადაათეთროთ": 1. საკმაოდ ხისტად გაქვთ სიტყვები და შესაბამისად წინადადების ქსოვილი შერჩეული და უკეთესი იქნება თუ "გაფილტრავთ", დახვეწთ. 2. დასაწყისშივე გაქვთ უხეში შეცდომა; როდესაც გულისხმობთ მომავალს, მაგალითად წინათგრძნობა, სწორი ფორმაა წინათ.ხოლო, როცა გულისხმობთ წარსულს, მაგალითად წინა დღით, სწორი ფორმაა წინად.
6. მიყვარს ეს ზღაპარი :* მიყვარს ეს ზღაპარი :*
4. სულ მაინტერესებდა , რატომ აქვთ ზღარბებს ეკლები)))
დამაჯერებელი ამბავია . სულ მაინტერესებდა , რატომ აქვთ ზღარბებს ეკლები)))
დამაჯერებელი ამბავია .
3. საინტერესოა, ბავშვებს მოეწონება! საინტერესოა, ბავშვებს მოეწონება!
2. გმადლობ წაკითხვისა და შეფასებისთვის :) გმადლობ წაკითხვისა და შეფასებისთვის :)
1. სათაური რომ ვნახე, მართლა დამაინტერესა, რატომ ჰქონდათ და ასეთივე ინტერესით ჩავიკითხე ბოლომდე :)) გემრიელურია :)
+5 სათაური რომ ვნახე, მართლა დამაინტერესა, რატომ ჰქონდათ და ასეთივე ინტერესით ჩავიკითხე ბოლომდე :)) გემრიელურია :)
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|