ასე იციან გეფიცები, ასე იციან - ჩამოგკიდებენ იმედების მთელ ესტაკადებს, აგიშენებენ მოლიპული რიყის ქვებიდან თავბრუდასახვევ სილამაზის,ჭრელ-ჭრულ ფასადებს. (და შენც გეშლება სიყვარულის წინ ოაზისი) და შენ გეშლება გეფიცები , ამ დროს გეშლება ! არ დაუჯერო , ადამიანს. ათასგზის გეტყვის, თუმცა ნათქვამი დროსთან ერთად, დროში იცლება ! მეც ნუ მომისმენ მეგობარო , მეც ნუ მომისმენ ... მე უბრალო ვარ გეფიცები , არ ვარ კორიფე ყოველ დღე პირში,წყლის მაგივრად ცხელ კალას ვისხამ მაგრამ ამჯერად თევზის ნიღაბი აღარ მოვირგე. ჰოდა იციან გეფიცები, ასე იციან- ჩამოგკიდებენ იმედების მთელ ესტაკადებს აყვავილდები,აიშლები , თუმცა იცოდე,რომ: ცნობა უნდა იმისთანებს,ვინც დაგიფასებს !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ათასჯერ რომ წავიკითხო არ მბეზრდება :) ათასჯერ რომ წავიკითხო არ მბეზრდება :)
1. რა მწარე გამოცდილებითაა ნათქვამი :)
რა მწარე გამოცდილებითაა ნათქვამი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|