 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 2 ოქტომბერი, 2015 |
როგორი ცოცხლები ვიყავით მაშინ, როგორი ღიმილით და მიმნდობები, როგორი მოლოდინით, როგორი ყვავილებით. როგორი ცოცხლები ვიყავით მაშინ, როგორი ლანდები და ფინჯანში მწვანე ჩაი, როგორი ფინჯანში ჩამშრალი ზაფხულები.
როგორი ცოცხლები ვიყავით მაშინ, როგორი სხეულები ყელამდე მობეზრებით. როგორი მიწიდან აფრენილ ღამეებით, როგორი მუხლებამდე გაზრდილი ბალახებით. და როცა ვიცოდით, რომ ფოთლები შრიალებენ და როცა ვფიქრობდით, რომ წვიმებით ნაყრდებიან.
ისეთი შვილები ვიყავით მაშინ, მზისფერი ბავშვები და მზესავით დაქალება. ერთგული დედები და უნიჭო საყვარლები, დრო-და-დრო სასაცილოდ მზრუნველი გამოხედვით. ისეთი ამაზრზენი და მოტკბო ტკივილებით,- თითქოს და, დახუჭული თვალებით დანახული ხეები, ამოზრდილი მოხრილი ზურგებიდან.
და როგორ გვეგონა, რომ როცა ჩვენ არ ვიქნებით. და როგორ გვეგონა, რომ როცა ჩვენ დავივიწყებთ.
***
რომ იყო მდინარე და ამოგიღონ საკუთარი კალაპოტიდან. ნაპირზე დაგდონ. გითხრან: იცხოვრე. შენი ცხოვრება ახლა მხოლოდ შეგრძნებებია- როცა მხოლოდ მზერით ეხები და მხოლოდ გახსოვს. მკლავზე,როგორც სუსტ ტალღაზე, ჩამოაყრდნე საკუთარი ამღვრეულობა და უყურე ბალახებზე წამოწოლილმა, შენი სხეულის ჩვეულ სამყოფელს. ტანს აყოლილი სველი ქვიშა თუ გაგახსენებს უცნაური წვით, რომ რა ხანია, უსისტემოდ მიედინები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. რამდენ დაგუბებას ითვლი, რამდენ ამდორებას... თევზებიც როგორ ყუჩდებიან, ეს გარითმული ჩუმი თევზები... თითქოს მილაკებით შეყვანილი წყალი იყო აკვარიუმში, საშენოდ ჩანიშნული ჩანახატების ანთოლოგია... რამდენ დაგუბებას ითვლი, რამდენ ამდორებას... თევზებიც როგორ ყუჩდებიან, ეს გარითმული ჩუმი თევზები... თითქოს მილაკებით შეყვანილი წყალი იყო აკვარიუმში, საშენოდ ჩანიშნული ჩანახატების ანთოლოგია...
10. მადლობა თქვენ დიდი. მადლობა თქვენ დიდი.
9. +2 ქულა ჩემგან , მეტს არ მაჩვენებს და 5 -ს როგორ უწერთ მაგასაც დავწერდი , მომეწონა მაგრად. +2 ქულა ჩემგან , მეტს არ მაჩვენებს და 5 -ს როგორ უწერთ მაგასაც დავწერდი , მომეწონა მაგრად.
8. მშვენიერია ჩემო jaden 5++++ მშვენიერია ჩემო jaden 5++++
7. ძალიან ლამაზი, სულში ჩაღვრილი ლექსია! ძალიან ლამაზი, სულში ჩაღვრილი ლექსია!
6. დიდი მადლობა,დავით :)
გულითადი მოკითხვა ჩემგანაც. დიდი მადლობა,დავით :)
გულითადი მოკითხვა ჩემგანაც.
5. "როგორი ფინჯანში ჩამშრალი ზაფხულები. " ამას შენ თუ მოიფიქრებ :)) ძალიან მაგარია.
მოგიკითხე ჟადენ. "როგორი ფინჯანში ჩამშრალი ზაფხულები. " ამას შენ თუ მოიფიქრებ :)) ძალიან მაგარია.
მოგიკითხე ჟადენ.
4. ნიკი, ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ:) ზოგადად ცხოვრება რომ გასათრევი ბარგია,მაგ ფაქტს ვერ ცვლის ჩემი კარგი განწყობა.ეგაა და ეგ. მადლობა,მოგიკითხე მეც.:) ჯონათან, მაგდალენა, მადლობა დიდი! <3 ნიკი, ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ:) ზოგადად ცხოვრება რომ გასათრევი ბარგია,მაგ ფაქტს ვერ ცვლის ჩემი კარგი განწყობა.ეგაა და ეგ. მადლობა,მოგიკითხე მეც.:) ჯონათან, მაგდალენა, მადლობა დიდი! <3
3. "ფინჯანში ჩამშრალი ზაფხულები"... და "საკუთარი ამღვრეულობა მკლავზე, როგორც სუსტ ტალღაზე", __ "უცნაური წვით" იცი წერა.მოგონებაც. "ფინჯანში ჩამშრალი ზაფხულები"... და "საკუთარი ამღვრეულობა მკლავზე, როგორც სუსტ ტალღაზე", __ "უცნაური წვით" იცი წერა.მოგონებაც.
2. მოგიკითხე ნანა
უკვე კარგა ხანია ასეთი არც თუ კარგი განწყობები გაქვს არ მომწონს ეს მე :)
გამოიდარე მოგიკითხე ნანა
უკვე კარგა ხანია ასეთი არც თუ კარგი განწყობები გაქვს არ მომწონს ეს მე :)
გამოიდარე
1. "და როცა ვფიქრობდით, რომ წვიმებით ნაყრდებიან.
ისეთი შვილები ვიყავით მაშინ, მზისფერი ბავშვები და მზესავით დაქალება. "
მართლა, როგორ გვეგონა...ან როგორ გვგონია :)
კალაპოტიდან ამოღებული მდინარე , თითქოს უნდა ბობოქრობდეს, აქ კი ისეთი მშვიდია, სახიფათოდ მშვიდი.
"და როცა ვფიქრობდით, რომ წვიმებით ნაყრდებიან.
ისეთი შვილები ვიყავით მაშინ, მზისფერი ბავშვები და მზესავით დაქალება. "
მართლა, როგორ გვეგონა...ან როგორ გვგონია :)
კალაპოტიდან ამოღებული მდინარე , თითქოს უნდა ბობოქრობდეს, აქ კი ისეთი მშვიდია, სახიფათოდ მშვიდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|