| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 15 ოქტომბერი, 2015 |
„არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს“. გრანელი უკვე ჩამთავრდა რამდენი წელი, წელმა რამდენმა გადაირბინა და მე კალამი, ვით საჭრეთელი განუშორებლად ხელში მიჭირავს. და სულს ფურცელზე ვკვეთ ჩუქურთმებად, დაუღალავად ვქმნი სულის ქანდაკს, მსურს დაუშრეტად, ათასფერ ხმებად ვაქუხო მარად გრძნობა და განცდა. ვუფაქიზებდე, ვულამაზებდე სამყაროს მრავალს, მრავალს ვათბობდე, დელგმა ლოგოსის ძალით მავსებდეს, ღვარი მომსკდარი ნუღარ დაოკდეს. სიტყვის მადანი არ შეცოტავდეს, ეს მღელვარება აღარ მინელდეს, ზღვა ემოცია ლექსით მომაქვს მე და ასე ვსუნთქავ ლექსებით დღემდე. უკვე ჩამთავრდა რამდენი წელი, წელმა რამდენმა გადაირბინა და მე კალამი, ვით საჭრეთელი განუშორებლად ხელში მიჭირავს. 14.10.2015
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ბრავო!!!!!!!!!!!!!! ბრავო!!!!!!!!!!!!!!
3. შემართებას+ შემართებას+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|