ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2015


ბედნიერების მსგავსად...

ემჩნევა ჩემს გულს გადაბერება...
თითქოს დავნებდი და მოვითენთე.
თეთრ ღამეს, შავი ფიქრი ებმება
და როგორც მოხუცს თმებში სითეთრე,
ემჩნევა ჩემს გულს გადაბერება...

უადგილოა შენი აქ ყოფნა...
გხედავ ყოველი ქუჩის კუთხეში.
გიპოვა საზრდოდ სევდის ნაყოფმა
და როგორც ყალბი სიტყვა ნუგეშის,
უადგილოა შენი აქ ყოფნა...

თითქოს არც არის შორი შენამდე...
მცდარ გზაზე თითქოს მალე გადმოხვალ,
შენზე ფიქრს ლამის ცრემლად შევადნე.
შორი ხარ, მაგრამ ისე ახლოს ხარ,
თითქოს არც არის შორი შენამდე...

მოვდივარ, მაგრამ გზა მიგრძელდება...
მე კარგად ვიცი, როგორ მომელის
პირქუშ ღამეში დაღვრა ცრემლებად,
ბედნიერების მსგავსად, ყოველთვის
მოვდივარ, მაგრამ გზა მიგრძელდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები