 | ავტორი: კო პა ლა ჟანრი: პოეზია 24 ოქტომბერი, 2015 |
ვიწრო დარაბებს გაზაფხული ასკდება მგონი, იღვიძებ გვიან,დაშრამული ფიქრები გებრძვის, ადგები,ფანტავ ჩამოწოლილ ოთახში სევდას, თითქოს და ამით გადარჩები,თითქოს და გშველის, უყურებ ოთახს,არეული ნაფრონტალს გიგავს, გეხამუშება,დაერევი დამტვერილ ფარდებს, გაზრდილი ვნებით დააბიჯებ ოთახში ლანდად, ლანდი კი ისევ აღმოჩნდება წამიც და აჰაა... ქუჩაში ისევ გაზაფხული ღეჭავს სიცივეს, ფერფლი და ხვდები,გუშინ ისევ თითი დაგწვია, ამინდი გშველის,წვიმის წვეთი გეთანაღრება, მერე კი ხვდები სიყვარული ისევ გეწვია. აცეცებ თვალებს,დამტვრეული ქართულით ამბობ, თუ როგორ გიყვარს,როგორ გტკივა და როგორ ლამობ, რომ გალეშილი,ალკოჰოლით ნაჯერი ბგერა, არ დაემსგავსოს მეხის ცვენას,აჩეხილ ბანქოს... წაართმევ თითებს,უყურებ და შენია იცი, გადაეხვევი და ხელის გულს გაავსებ კეფით, გული კი ისვე უცაბედად ბაგაბუგს გაზრდის და გატვრინული ლოყის კიდე შენს ტუჩებს ითრევს, დაეწაფები დამშეული ლომივით საზრდოს, გაიხედავ და გაყურსული სივრცე გიპყრია, თბები და თმები,ისევ თმები,რა ლამაზია, როცა იცი,რომ გათოშილი მხრებზე აყრია, აყრია წრფელი გულისცემა,ალერსი,სითბო, სიზმრის სცენარი ვითარდება ას გგონია, დგახარ და უცქერ მისი ქუჩის მაღალ არიებს იმედს იტოვებ დაემალე ბნელ აგონიას. დაისი ახლა წყვდიადს იცვამს,როგორც მანტიას, წვიიმს და ისევ აჩეხილი ზეცაც სლუკუნებს, ქუჩაში ქარი ჭადრის ფოთოლს ეღადავება, გული კი ისევ,როგორც უწინ,ისევ გრუხუნებს. ვიწრო დარაბებს გაზაპხული ასკდება მგონი, დაწვები გვიან,დაშრამული ფიქრები გებრძვის, ლოცულობ მაინც,სანუგეშოდ იმედი გრჩება, თითქოს და ამით გადარჩები,თითქოს და გშველის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა ყველას შეფასებისთვის... მადლობა ყველას შეფასებისთვის...
9. ძალიან ბევრი სტილისტური ხარვეზია ლექსში. ესეც არ იყოს, ნუ გადატვირთავთ ლექსს მყვირალა მეტაფორებით, მხატვრული გამოსახვის ხერხი ერთგვარი საკმაზია პოეზიაში - ზედოზირება გადამლაშების ტოლფასია. თავისუფლად წერეთ, მარტივად.
წარმატებები! ძალიან ბევრი სტილისტური ხარვეზია ლექსში. ესეც არ იყოს, ნუ გადატვირთავთ ლექსს მყვირალა მეტაფორებით, მხატვრული გამოსახვის ხერხი ერთგვარი საკმაზია პოეზიაში - ზედოზირება გადამლაშების ტოლფასია. თავისუფლად წერეთ, მარტივად.
წარმატებები!
8. კარგია,ცოტა სევდიანი, წარმატებები... +2 კარგია,ცოტა სევდიანი, წარმატებები... +2
7. ქუჩაში ისევ გაზაფხული ღეჭავს სიცივეს, ფერფლი და ხვდები,გუშინ ისევ თითი დაგწვია, ამინდი გშველის,წვიმის წვეთი გეთანაღრება, მერე კი ხვდები სიყვარული ისევ გეწვია...
ქუჩაში ისევ გაზაფხული ღეჭავს სიცივეს, ფერფლი და ხვდები,გუშინ ისევ თითი დაგწვია, ამინდი გშველის,წვიმის წვეთი გეთანაღრება, მერე კი ხვდები სიყვარული ისევ გეწვია...
5. ილოცე, ლოცვა ყველაფერს შველის. ილოცე, ლოცვა ყველაფერს შველის.
4. ლამაზია,წარმატებები... ლამაზია,წარმატებები...
3. წაართმევ თითებს,უყურებ და შენია იცი, გადაეხვევი და ხელის გულს გაავსებ კეფით, გული კი ისვე უცაბედად ბაგაბუგს გაზრდის და გატვრინული ლოყის კიდე შენს ტუჩებს ითრევს...
წაართმევ თითებს,უყურებ და შენია იცი, გადაეხვევი და ხელის გულს გაავსებ კეფით, გული კი ისვე უცაბედად ბაგაბუგს გაზრდის და გატვრინული ლოყის კიდე შენს ტუჩებს ითრევს...
1. ბევრი ლამაზი სტრიქონი შემხვდა აქ. ბევრი ლამაზი სტრიქონი შემხვდა აქ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|