ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2015


ნოემბერი

ღამე არ წვიმდა, გამთენიას აუბა მხარი
წვიმამ და სახლებს დაუტოვა რუხი ლაქები.
ჯერ პირველია და ეტყობა ნანოემბრალი.
ნესტში სუნთქავენ შენი წვრილი კაპილარები.

დღეს დასავლეთში გაგვითოვდა,  ვატყობ, ისეა
ჩვენსკენ,  ქალაქში ცა თოვლისფრად მშვიდი და სველი.
შენსკენ  ცხოვრება ემოციით - შანს ელისეა
მე კი უსიტყვოდ  შემეჩვია შენზე  ნაღველი.

ასე მგონია ამ წვიმიდან ერთხელ გამოხვალ
და ამ სველ ფარდას გამოარღვევ, როგორც შეგფერის,
მაგრამ მანამდე ათასობით წელი გაივლის
და ათასობით გაფრინდება სხვა ნოემბერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები