ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2015


adiós

მზე, უსუსური როგორც ადამი
და დილა-შუქი უიმედობის,
ქარმა გაახმო ყლორტი ატამის,
სევდამ დანისლა მწვანე ფერდობი.
მატარებლები, შუკები რკინის...
ელექტრო ხაზი ტრამვაის ათრევს,
ეზოს სიღრმიდან ვიღაც იცინის
და ჩემს სარკმელთან კვდება სინათლე.
როგორც მედუქნე მიღებულ ზარალს,
ვითვლი საათებს ,მიფეთქავს ვენა,
ფოთლების ფორთხვა მთვლემარეს მზარავს,
უფსკრულის პირას ვით ქვების ცვენა.
ქოფაკი დილა მაყენებს, მაცმევს,
ქალაქის მტვერში გავყავარ კუდით,
შორს მეგობრები იგებენ ნაძლევს
და მერე მაგრად თვრებიან ლუდით.
მივრბივარ, დნება ფოლადის სახე,
ჯანდაბას, ერთიც ბოლომდე მსდიოს
და დილის შუქი ადგება სახლებს...
adiós!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები