 | ავტორი: ელენა ჟანრი: პოეზია 8 ნოემბერი, 2015 |
ყოველი არნათქვამი სიტყვა, ყოველი დაბნეული სალამი, ან ვადებულებითი, ყოველი თვალების დახრა, ყოველი დაშვებული მხრები, ყოველი ვერაჩქარებული გულისცემა, ყოველი ამოგლეჯილი სიცილი, ყოველი კუნთების დამწყვეტი ძლივსგაღიმება, ყოველი სიცარიელე, ყოველი დავიწყება, ყოველი გადასწრება, ვერდაწევა, ყოველი უკან გადადგმული ნაბიჯი, ყოველი შექცეული ზურგი, ყოველი თვალის გაპარება, ყოველი გაფიქრება, ყოველი ღალატი, ყოველი გულისრევა, ყოველი სირცხვილი, ყოველი ვერსაპატიებელის პატიება, გულში სიძულვილად ჩაქვავებული, ყოველი უმისამართო ვნება, ყოველი ჩემთვისულერთია თანხმობა, ყოველი ვერცკიგაგებული ამბავი, ყოველი ვერნაპასუხები ტალღა, ყოველი ტირილი, ტკივილი, დაღლა, კივილი, გაქცევა, მსხვრევა, ყოველი ვერმოსმენა .. მაპატიე. მაპატიე. მაპატიე თუ შეგიძლია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჟანრი "სხვა" ში უნდა იყოს ჩემი აზრით ...წარმატებები ჟანრი "სხვა" ში უნდა იყოს ჩემი აზრით ...წარმატებები
5. ზოგადად ანანეს ვეთანხმები, ეს სათაურიც გაუგებარია! ზოგადად ანანეს ვეთანხმები, ეს სათაურიც გაუგებარია!
4. პოეზია? შესაძლაოა ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი "ყოველი", თუმცა მე როგორც მკითხველს მეტი პოეზიის მოლოდინი მაქვს. დღიურის ჩანაწერს უფრო ჰგავს, ვიდრე პოეზიას. წარმატებები. პოეზია? შესაძლაოა ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი "ყოველი", თუმცა მე როგორც მკითხველს მეტი პოეზიის მოლოდინი მაქვს. დღიურის ჩანაწერს უფრო ჰგავს, ვიდრე პოეზიას. წარმატებები.
3. იმედია გაპატიებს. პოეზია არ არის აქ. იმედია გაპატიებს. პოეზია არ არის აქ.
2. ეგ სიტყვა ბევრს ნიშნავს და გამოხატავს..ზედმეტად ბევრნაირს. ეგ სიტყვა ბევრს ნიშნავს და გამოხატავს..ზედმეტად ბევრნაირს.
1. ყველაფერი გეპატიება! ღალატს?- ო, არა არა! ყველაფერი გეპატიება! ღალატს?- ო, არა არა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|