(თართული) დიოგენეს საძმოს!
სამი დღის ჟამის ცრა უკუნეთს მიამებს თართებო, ქარბუქის სველ ფრთებში ავმბოხდი... მგლის საძმო აუშვებს ნახუნდარ სიავეს ელდას ვჭამ, მოწვეულ სიკვდილის საოხად... ზვავია ცხოვრება: დაშვებაც გათელვაც დროც-მარადმარადი დღეების ჩარექი დავცალე... ცხრა ძმა თუ ლომური ცხრა ელვა ღმერთი თუ ღვთის გზაზე ჩვენ როცა დავდექით. ზღაპარი, ოცნება, ტყუილი, მითები, ხითხითი, დაცინვა, ზეობა სიცივის სიზიფეს ლოდივით ვეშვები, ვფითრდები: იცინის თურმე ის, ვინც სულ არ იცინის. სამშობლო, დროშები, კიდეგან ძახილი: მუშტები, ცა, მთვარე-ამაყთა საუფლო, ზეკაცურ ამბოხში საფეთქელდახლილი: ეს ლექსი მიწიერ ათასზე საუბრობს. მამულზე ვალალიც აქ სიძულვილია ჯერ კიდევ ცოცხალი, ვამბობ: სულერთია, დღეს თქვენ ხართ ბიჭებო ცოტნეც და ილიაც მიზეზიც, მიზანიც შედეგიც: ღმერთია.
მოგიკითხეთ:)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საოცარი ენა, საოცარი მიგნებები და მთელი ეპოქა ჩატეული თავისი არსით, ფარსით და რეალობით! ბრავოო!!! საოცარი ენა, საოცარი მიგნებები და მთელი ეპოქა ჩატეული თავისი არსით, ფარსით და რეალობით! ბრავოო!!!
3. ავტორი: დიოგენეს საძმო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: დიოგენეს საძმო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2. "იცინის თურმე ის, ვინც სულ არ იცინის."
მოგიკითხე(თ) ზეკაცურო მეამბოხე(ნ)ო :)
"იცინის თურმე ის, ვინც სულ არ იცინის."
მოგიკითხე(თ) ზეკაცურო მეამბოხე(ნ)ო :)
1. საინტერესოა ))) საინტერესოა )))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|