| ავტორი: ელადა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 ნოემბერი, 2015 |
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა დეტექტივების კითხვა და წესით ამას დიდი გავლენა უნდა მოეხდინა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში. ჯერ კიდევ მეოთხე კლასსში ვიყავი, რომ თავისუფალ თემაში ვწერდი მე მინდა გავხდე პროკურორი, მოსამართლე ან გამომძიებელი მაგრამ ,,კაცი ბჭობდა.... მეათე კლასში ვიყავი, დოლით როგორც ყველა ბეჯითი მოსწავლე, მეც ადრე მივედი, დერეფნიდან ყვირილის, გინების ხმა მოდიოდა, ახლოს რომ ჩავიარე დავინახე მათემატიკის მასწავლებელი ბიოლოგიის მასწავლებელს ეჩხუბებოდა, საათებზე ეგენი არ იჩხუბებდნენ, ეტყობა დამრიგებლობას ვერ იყოფდნენ, ჩემდა გასაკვირვად დირექტორი მათ არ აშველებდათ. ყველაფერი იმით დამთავრდა ბიოლოგიის მასწავლებელმა უჩივლა მათემატიკისას. დირექტორმა მთავარ მოწმედ მე დამასახელა ჩემდა გასაკვირვად. ჩემი წვალება იქიდან დაიწყო როცა სკოლაში გამომძიებელი მოვიდა და ჩვენების დაწერა მთხოვა, დირექტორი დაჟინებით მიმეორებდა დამეწერა რომ გინება გავიგონე, მე კიდევ იმის შიში მქონდა, მათემატიკის მასწავლებელი გადამეკიდებოდა თუ არ დაიჭერდნენ, ბოლოს გამომძიებელმა დაწერა და მე ხელი მომაწერინეს. კიდევ უფრო დიდი უხერხულობა სასამართლოზე მელოდა თურმე.ადვოკატი დაჟინებით მთხოვდა ჩემი ჩვენების გამეორებას, მე კი თვალცრემლიანი ჯიუტად ვდუმდი. აირია სასამართლო, მერე ,,დაზარალებულის,, ადვოკატმა ჩემი ,,ჩვენება,, წაიკითხა და მე სისწორე ლუღლუღით დავუმოწმე და თავქუდმოგლეჯით გამოვიქეცი სასამართლოს დარბაზიდან. იმ დღეს დასამარდა ჩემი ოცნება იურიდიულ სპეციალობაზე. მტკიცედ გადავწყვიტე გავმხდარვიყავი მათემათიკის მასწავლებელი, ჩემს მიზანს ამყარებდა უამრავლი სიგელები მათემათიკის და ფიზიკის ტურებში გამარჯვების და ჩემი დიდი სიყვარული ამ საგნებისადმი. როგორც ყველა სიყვარულმა აქაც დავზარალდი. ქართულის მასწავლებელი ,,გადამეკიდა,, მათემატიკის სატანჯველად არ მემეტებიო, შენგან კარგი ფილოლოგი დადგებაო, თან ,,ნორჩი ლენინელის,, კონკურსში გამარჯვება შემახსენა, ,,ორ ცეცხლს შუა,, ავღმოვჩნდი. სასამართლომ მათემატიკის მასწავლებელს ოთხი წელი მიუსაჯა , ასე ,,იზეიმა,, მართსაჯულებამ. დაიწყო გაცდენები, ახალი მასწავლებელი არ ჩანდა, სოფელში მუშაობაზე ყველა თავს იკავებდა, ასე გავიდა სექტემბერი და აი ოქტომბრის ბოლოს დირექტორმა წარმოგვიდგინა ახალგაზრდა მამაკაცი და დასძინა ეს იქნება თქვენი მათემატიკის მასწავლებელი ამხანაგი იმედო ჯახუა, კარგი სპეციალისტი და ჩინებული პიროვნება. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ეს ერგალიები მცირე ჩამონათვალი იყო ბატონი იმედოს დასახასიათებლად. ბატონმა იმედომ სია ამოიკითხა და სათითაოდ გაგვეცნო და გამოგვკითხა სად ვაბარებდით, წარმატებები გვისურვა, მე როგორც მომავალ მათემატიკოს, გაკვეთილების მერე მტოვებდა და დამატებით მამეცადინებდა რომ ჩამორჩენა დამეძლია. მაშინ მასწავლებელი პასუხს აგებდა მის მიერ დაწერილ,,ფრიადზე,, თუ მისაღებ გამოცდაზე ჩაიჭრებოდა აბიტურიენტი. წინა წელს სკოლის ფრიადოსანი ჩაიჭრა მათემატიკაში და ბატონი იმედოც გაუფრთხილებია, ნუ დაუწერ ხუთებს, ,,უპატრონო ბავშვია,, შარშანდელივით თუ მოხდა ორივეს მოგვხსნიანო. დადგა ნანატრი გამოსაშვები გამოცდები. ქართულის მასწავლებელმა როგორც დარიგებული იყო დირექტორისგან ,,კარგი,, დამიწერა, თუმცა შეცდომა კომისიამ ვერ იპოვა. ჯერი მათემატიკაზე მიდგა, საშუალოზე მაღალი სირთულის ამოცანები მოვიდა, თუმცა მე გამიმართლა, წინა დღეს მსგავსი გავარჩიე ანტონოვის კრებულიდან, მე ნახევარ საათში ამოვხსენი და პირველი გამოვედი. ბატონ იმედოს გაუსწორებია და ,,ფრიადი,, მიუწერია. ჩემი ნიშანი იმ დღეს დირექტორს არ გადაუტანია ნიშნის ფურცელში, მეორე დღეს გეომეტრიის გამოცდაზე დირექტორიც დაგვესწრო, (ისტორიკოსი ბრძანდებოდა), ისევ ფრიადი მივიღე, გავარდა დირექტორი და იმედოს დაუბარა გამოცდების შემდეგ ჩემთან შემოდიო, დირექტორს უთქვამს არ გეწყინოს ,,ფრიადებს,, არ გავუფორმებო, მაშინ ბატ. იმედოს უთქვამს. მე ახლავე ვწერ განცხადებას ამ სკოლიდან წასვლაზეო, ისიც დაყაბულებულა. ჩემს მისაღებ გამოცდებზე მგონი დირექტორს არც უძინია, სამაგიეროდ ბატ. იმედო იყო მშვიდად და მეც გავუმართლე იმედები.ი სკოლის ბანკეტზე თამადა ბრძანებულა, მე ვერ მივედი, ჩემი სადღეგრძელო ,,განსხვავებულით,, დაულევია. წლების მერე როცა ვხვდებოდით როგორც მეგობრები და კოლეგები, ხშირად ვიხსენებდით ამ ყველაფერს...ის იყო ჩემი დარიგებელი და გულშემატკივარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კი, ეგაა, მარტვილიდან იყო. მეც იქაური ვარ ოღონდ სხვა სოფლიდან.! კი, ეგაა, მარტვილიდან იყო. მეც იქაური ვარ ოღონდ სხვა სოფლიდან.!
2. არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენილხართ. დირეწქტორის მოქცევა არაკორექტურია, იძულების მეთოდების გამოყენება არასრულწლოვანის მიმართ კანონშეუსაბამოა. აცხონოს უფალმა ბ-ნი ი. ჯახუა. არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენილხართ. დირეწქტორის მოქცევა არაკორექტურია, იძულების მეთოდების გამოყენება არასრულწლოვანის მიმართ კანონშეუსაბამოა. აცხონოს უფალმა ბ-ნი ი. ჯახუა.
1. ბატონი იმედო ჯახუა, "ურაკპარაკის" წევრი რომ იყო იმას ეძღვნება? გარდაცვალების წინა დღეს, თითქოს გამოსათხოვარი ლექსი იდო, მერე თეა თაბაგარმა მიძღვნა არაერთხელ დაწერა, ფოტოებიც იდო. . ყველას გული დაგვწყვიტა ბატონი იმედოს გარდაცვალებამ. .ნათელი დაადგეს მის წმინდა სულს. ბატონი იმედო ჯახუა, "ურაკპარაკის" წევრი რომ იყო იმას ეძღვნება? გარდაცვალების წინა დღეს, თითქოს გამოსათხოვარი ლექსი იდო, მერე თეა თაბაგარმა მიძღვნა არაერთხელ დაწერა, ფოტოებიც იდო. . ყველას გული დაგვწყვიტა ბატონი იმედოს გარდაცვალებამ. .ნათელი დაადგეს მის წმინდა სულს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|