ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ჭ.
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ნოემბერი, 2015


შემოდგომა

შენი თვალები ვერსად ვერ ვიპოვნე...
ან შემხვედრია, შემიხედავს, მაგრამ დიდხანს ვერ მიყურებია, რადგან მიჭირს მისი სიღრმისეული ამოკითხვა.
თუმცა, შენ ადვილად ეთვისები ჩემს სულს, შენში გამეფებულ სიმშვიდეს მიმოაბნევ და მეც
ვზივარ გაყუჩული, ნეტარებისგან.
ისეთ მუსიკას ვისმენ, რომელიც სიჩუმეში შექმნილა.
მიყვარს, როცა შენს თავბრუდამხვევ სურნელებაში, არც ისე მარტოსული, მივაბიჯებ ცამოცვენილი ფოთლების ხმაში. შენ კი უფრო მეტად მიფერადებ ფეხქვეშ დაგებულ ხალიჩას.
თუნდაც მზეს ეზარებოდეს ყვითელი ყელსახვევის მოხვევა და უსიცოცხლოდ ანათებდეს, ან წვიმის წვეთები დანამულს ხდიდეს შენს მშვენიერებას, შენ მაინც ყველაზე თბილი ფერებით გაათბობ სამყაროს.
მეც..
რა უცნაურად გამიძღვები ფერთა ლაბირინთში, მე კი პატარა ბავშვივით მაინც ვიკარგები.
მერე დავიღლები და ხეებს შორის გავწვები, თმებს გავიშლი და მიწას შეერწყმება ჩემი თმის შემოდგომა, ფოთლების საბანს მოვიხვევ და ვიფიქრებ...
ვიფიქრებ თვალებგახელილი...
და ამ დროს, არ მინდა არცერთი მხატვრის, არცერთი დიდი ნამუშევრის ხილვა, რადგან მე ცოცხალ გალერეაში ვიფერადებ სამყაროს.
ხო, ვიცი რომ ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი აქვს, მაგრამ მე არ მინდა დასრულდეს.
მინდა, დიდხანს დარჩეს ჩემ გვერდით ოქროსკაბიანი შემოდგომა.
მ.ჭ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს