 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 ნოემბერი, 2015 |
მე სხვა ვარ... მე ჩამოველ რათა მიცნოთ. ყველაფერი მათხოვრობიდან დაიწყო. არაფერი მებადა მიწის ზურგზედ, არც წიაღში ვლამობდი ძიებას და ჩიჩქვნას ქანებისას. მხოლოდ წარმართდა და მორწმუნეთა იმედზე ვიყავი. მათ ავლა-ჩამოვლას ჩემ ცხვირ წინ არაფერი აფერხებდა. არც კენჭი იყო სადმე და არც ლოდი აღმართიდან დაგორებული. მუდამ სრული სიჩუმე ისადგურებდა ჩემ ირგვლივ. ქალაქის ხმაური არასეოდეს მაწუხებდა. არც ყრუ ვიყავ ოდესმე, მაგრამ მუდამ ორი სიტყვა მესმოდა: საწყალი და აფერისტი. არ მიკვირდა. ვიცოდი რაც მელოდა. მე ხომ წინასწარმეტყველების შედეგი ვარ! მიწის ცვარით დანამულ ხელისგულს გავშლიდი და ველოდი შემწეობას. ნიღაბი ჩემი ნიღაბი მეორე ხელისგული იყო. ავიფარებდი-ხოლმე და ასე უსახოდ ზოგჯევ ვიჯექი, ზოგჯერ ვიდექი. არასოდეს დავწოლილვარ აფერისტივით. ჩემი ნიღაბი ის წვერ-ულვაში იყო, რომელსაც დღიდან ჩემი გამოჩენისა საზოგადოებაში, თან დავატარებდი. გრძელი, მაგრამ მუდამ სუფთა თმა ზუგრზე დაწვენილი დამქონდა. არასოდეს ვიკრავდი, როგორც მღვდლები. წამაწამები ხშირსა და გაუვალ ტყეს მოგაგონებდათ. წარბები კი ტბის ზედაპირზე დაფენილ ხავსს მიგავდა. მხოლოდ თვალები აქვეყნებდნენ ჩემ წარსულს. ხურდას შორიდანვე მესროდნენ. ტანთ მეცვა არაერთი „ძაღლის“ მიერ დაფლეთილი ტილოს მოსასხამი. *** მახსოვს წვიმიანი დღე იყო. ვფიქრობდი ხიდის ქვეშ გადაწვიმებას, მაგრამ ამაოდ. არავინ მიმიღო. ყველა მათხოვარმა ხელი მკრა. მითხრეს: „ხელს გვიშლიო“. მხოლოდ მსურდა გადამეწვიმა, მე ხომ არასოდეს ვცივდებოდი. კვლავ ქუჩა გადავკვეთე და გზის მეორე მხარეს ჩემ ადგილს დავუბრუნდი. დედა-შვილმა ჩაიარა. ორივეს ცალ-ცალკე ქოლგის ქვეშ შეეფარათ თავი. პატარა ხელჩაკიდებული მიჰყვებოდა დედას. შემამჩნია რა მე, დედას ხელზე მოქაჩა და ჩემსკენ შემოახედა. დედამ რაღაც უთხრა, მაგრამ წვიმდა და ვერაფერი გავიგე. ბავშვი ხელიდან დაუსყლდა, ჩემთან მოირბინა. ერთხანს გარინდებით მიცქერდა ქოლგიანი პატარა გოგონა, შემდეგ ქოლგა გამომიწოდა და მითხრა: „გამომართვითო ძია!“ მე გამოვართვი მას ქოლგა. დედაც მოვიდა, გოგონა ხელში აიყვანა და ერთი ქოლგის ქვეშ გააგრძელეს გზა. დედა გამახსენდა ჩემთან, რომ მოირბინა შეშინებულმა. მაშინ პირველად წავიქეცი. მათხოვრობის უკანასკნელ დღეებს ვითვლიდი. კეთილ საქმეთა ქმნა თითებში ჩავითვალე. ბოროტ საქმეთა ქმნას კი თვალები უცქერდნენ, არასოდეს ვიმახსოვრებდი. ხელმწიფე ოცდაათი წლის ასაკში ნიღაბი შევიცვალე. არსად იყო ჩემი წვერ-ულვაში. ხელისგულები სუფთა მქონდა ოდეს მათხოვრობის ჟამიდან. გრძელი, მაგრამ მუდამ სუფთა თმა უკვე მხრებზე დაწვენილი დამქონდა. არასოდეს ვიკრავდი. წამწამები ახალ მოთიბულ ველსა ჰგავდა, ხოლო წარბები პატარა ნაკადულს, რომელიც მორკალურ ტალღებად სდიოდა კალაპოტს. მხოლოდ თვალები აქვეყნებდნენ ჩემ წარსულს. ტანთ ფითქინა მუქი ლურჯი ფერის კოსტიუმი მეცვა, შარვალიც ლურჯი - ნაჭრისა, შგნით თეთრი პერანგით. საყელოს გოწიალა ჰალსტუხი ამშვენებდა. პერანგის მანჟეტებს ოქროს საკინძეები ამშვენებდნენ. გულმკერდს კი ჩემი სახელმწიფო დროშის გულსაბნევი. მე ხელმწიფე გავხდი! გავხდი დაპირებებით, რომლებიც უკლებლივ აღვასრულე სამი წლის მანძილზე. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ხეც კი ჩემით მადლიერი იყო... და ყველა ყველაფერს მუდამ ითხოვდა. და ყველა ხელმწიფის ნიღბის შეცნობას ლამობდა. და მე მათ ვუთხარი: „მე სხვა ვარ...“ მათ ავლა-ჩამოვლას ჩემ ცხვირ წინ არაფერი აფერხებდა. არც კენჭი იყო სადმე და არც ლოდი აღმართიდან დაგორებული. მუდამ სრული სიჩუმე ისადგურებდა ჩემ ირგვლივ. ქალაქის ხმაური არასოდეს მაწუხებდა. არც ყრუ ვიყავ ოდესმე. მაგრამ ისინი ჯიუტად იმოერებდნენ მხოლოდ ორ სიტყვას: ერთნი საწყალს, მეორენი აფერისტს. ფარისეველი და მორწმუნე. როდესაც ოცდაცამეტი წლის გავხდი დღის წესრიგში დადგა ჩემი ჩამოგდების საკითხი. მე ხალხს მივენდე. კაბინეტში მდივანი შემოვიდა. გავუღიმე და ვთხოვე ხუთი წუთით ჩემთან ესაუბრა. დამთანხმდა. - იცით მე, წარსულში მათხოვარი ვიყავი. - მივუგე. - ამბობენ, მაგრამ არ მჯერა. - დაიჯერეთ. მართალს ამბობენ. ზოგჯერ ყურის გჯერა ადამიანს და ზოგჯერ ენის. - ასეა, ხელმწიფევ! - მე კი თვალების. ერთი გოგონას თვალები მახსოვს. მახსოვს დავლოცე და წარმატებული მომავალი ვუსურვე. - რით დაიმსახურა თქვენი ყურადღება? - არა, ცდებით. მე დავიმსახურე მისი ყურადღება როდესაც ქუჩაში მათხოვრად ვიდექი. მან თავისი ქოლგა მომცა. აი ეს ქოლგა - სამუშაო მაგიდის უჯრა გამოვაღე, პატარა ვარდისფერი ქოლგა ამოვიღე და ვაჩვენე მას. შევამჩნიე ცრემლი მის მარჯვენა. - ტირით? - მაპატიეთ, ამაღელვებელი იყო. ვერ ვიფიქრებდი, რომ ქოლგას შეინახავდით. - რატომ? - არ ვიცი?! ეს ჩემი ქოლგაა. არაფერი მითქვამს. წამოდგა და ჩემ მუხლებთან დაიჩოქა. ცრემლები სცვიოდა მის თვალებს, როგორც ცას წვიმა, როგორც მზეს სხივები და როგორც ქარში ხეს ფოთლები. - რა ჰქვიათ? - მარიამი. - მარიამ დედა როგორ არის? - დედა გარდაიცვალა. ჩვენი შეხვედრის დღეს გაცივდა. შემდეგ... - ხელმწიფის ბოლო სიტყვები იყო: „ჯობს მაღლიდან გიცქიროთ!“ იმ დღეს საშინლად იწვიმა. ისევ მოვა წვიმა! გიგო რიონელი 9 ნოემბერი 2015 წელი (თბილისი)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სიბრძნე იფრქვევა ამ ავტორის ნაწარმოებებიდან, მაგრამ მკითხველი ცოტა ჩანს, აი, ბილწსიტყაობა და ჟარგონები რომ იყოს, მოწონების კომენტარებით აივსებოდა .... სიბრძნე იფრქვევა ამ ავტორის ნაწარმოებებიდან, მაგრამ მკითხველი ცოტა ჩანს, აი, ბილწსიტყაობა და ჟარგონები რომ იყოს, მოწონების კომენტარებით აივსებოდა ....
1.
იგავია, საინტერესო ალეგორიებით.
იგავია, საინტერესო ალეგორიებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|