კაფეში , სადაც ერთმანეთს შევხვდით, მხოლოდ ორი ადამიანი იჯდა და ყავას სვამდა. მე საჭმელი მოვითხოვე და მისთვის რამდენიმე კატლეტი ავიღე. __ამდენ კატლეტს მარტო ვერ შევჭამ, რამე შენც შეჭამე_მიღიმის __შენი ხათრით ამ ბლინს შევჭამ მეთქი_ცივ ბლინზე შევაჩერე მზერა __ლუდი?ცოტა მოვდუნდებით__თვალს მიკრავს. __არა მე ლუდს არ დავლევ, ცოტა მოგვიანებით ყავას შევუკვეთავ მეთქი ფული გადავიხადე და ის იყო დავსხედით, გიორგი შემოვარდა, ყოფილი მოსწავლე. ჩამკოცნა და აქ საიდანო? _გაიცანი, ჩემი მეგობარია, ავტორი და კოლეგა, აზერბაიჯანიდან მეთქი_შემრცხვა , მაგრამ მაინც გავაცანი. ერთი სიტყვაც არ იცის ქართული, არაფერი ესმის მეთქი_საუბარში სულ ტყუილად ჩავურთე. სახიბი უხერხულად იღიმოდა. უხერხულობისგან მეც გავწითლდი გიორგი მალე გავიდა. ჩვენ საუბრის დაწყება გაგვიჭირდა. ნელა ჭამდა...თან ლუდს აყოლებდა მეც გავღეჭე ბლინი ...უგემური იყო და ჭამა მივატოვე თვალით ვანიშნე, კატლეტი გემრიელია მეთქი? ისე რაო_ თავი გადააქნია
მეორე ლუდიც რომ შეუკვეთა, თვალები აუთამაშდა.მეც დრო ვიხელთე და წინაღამით ჩადენილი მისი სისულელე გავახსენე. _წუხელ ყველაფერი რატომ აურდაურიე ? გაიკრიჭა __ღმერთო, რა სულელი ვარ_გავიფიქრე, თუმცა ეს პირველად იმ დღეს არ გამიფიქრებია ჩემს თავზე.
ორი თვით ადრე რაც დაიწყო...
__თუ შეგიძლია, რამდენიმე სიტყვა რუსულიდან ქართულად გადამითარგმნეო ტექსტი საკმაოდ პროფესიული იყო
დავინტერესდი
კოლეჯში მათემატიკას ვასწავლიო
კოლეგები ვყოფილვართ მეთქი
ლამაზი მათემატიკოსები ჰყოლიათ ქართველებსო ღიმილაკი გავუგზავნე
ყოველდღე სიყვარულით ავსებული წერილები და მესიჯები მხვდებოდა მიხაროდა...
მერე დავმეგობრდით
პირველად მან დამირეკა ჩემი რუსულის საშინლად შემრცხვა, მაგრამ თვითონვე წამახალისა მერე მეც ხშირად ვურეკავდი და ისიც. ორი თვე გავიდა . ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს. გვიანამდე სკაიპში ვიჯექით და საათობით ვსაუბრობდით. მე ჩემი რუსული დავხვეწე და გულში მადლობას ვუხდიდი ჩემი რუსულის მასწავლებელს, "კაროვა" გეგეჭკორს, ოთხისათვისაც და სასაუბრო რუსულის სწავლებისათვისაც. ორი დღე რომ არ გამოვჩნდებოდი, სასტიკად ნერვიულობდა აზერბაიჯანში ინტერნეტის გათიშვა ჩემი ნომერ პირველი პრობლემა გახდა....ისე შევეჩვიე, მის გარეშე საღამოს დაძინება მიჭირდა. მიზერული ხელფასი რომ არ ყოფნიდა, კი ვიცოდი, ამიტომ როცა მთხოვა, ევროპებეთზე ფული ჩამირიცხე და იქნებ მოვიგოო. უარი არ მითქვამს. მეორე დღეს მართლაც მოიგო 40 ლარი.... __ინტერნეტის ფული ჩარიცხე მეთქი , ვუთხარი, __შვილი ავადაა და წამლების ფულიც არ მაქვსო შემეცოდა და კიდევ ჩავურიცხე... კიდევ მოიგო. ჩემი უბადრუკი ხელფასი მისთვის ბევრი აღმოჩნდა. დოლარები სულ ლარებში გადაჰყავდა, მერე ლარები აზერბაიჯანულ მანათებში და ადარებდა, სად უფრო ძვირია ცხოვრება და სად იაფი, (მათემატიკოსებს სიყვარულის ახსნაც ასეთი გვჩვევია...)
თანდათან აზარტში შევედით მე ხუთ ლარს ვურიცხავდი, ის კი ორმოც ანდა ორმოცდაათ ლარს იგებდა. მისი ევროპებეთის პროფილი ჩემი ყველაზე საუკეთესო დასათვალიერებელი საქმიანობა იყო. ბალანსზე ჩაწიკწიკებული ლარები და თეთრები გულს მიხარებდა. ვიცოდი, რომ ბუთხუზა შვილი მშიერი არ იქნებოდა...
ერთ საღამოსაც გაბედა და _მარი, როდემდე ვიყოთ ასე, ნუთუ ერთმანეთს არ უნდა შევხდეთო? პირველად უარზე დავდექი. ერთი კვირის დაჟინებული თხოვნით შეხვედრაზე დამითანხმა.
შეხვედრაზე დამითანხმა თუ არა, შევატყე, დაიძაბა და ეჭვიანობა დაიწყო. ერთ საღამოს კი სასტიკად მთვრალმა დამირეკა და მითხრა: ახლავე, შენი სკაიპის, ფეისბუქის და ოდნოს პაროლები მომწერე და ერთი წამითაც არ დაფიქრდეო. გულში მესიამოვნა, რომ ეჭვიანობდა. რა თქმა უნდა მივეცი. როცა სახლში მივედი, ვნახე, რომ ყველაფერი გადაუქექია და რამდენიმე მეგობრისადმი მიწერილ სმაილებზე გამიჭედა... __არა, სახიბ, საქართველოში ასეა მიღებული მეთქი... __როგორ , გათხოვილი ქალი ნაცნობ მამაკაცებს სმაილებს უგზავნისო?_გაუკვირდა. __ნუ გააჩნია, როგორი მეგობარია მეთქი. არ დაუჯერებია, მაგრამ ცოტა დაშოშმინდა.
ნომერ პირველი პრობლემა , ისევ და ისევ ფული იყო. ახლა უკვე გზის ფულიც... ორი დღე ისე გავიდა, ვერაფერი მოიგო როგორ ვატყობდი, ხასიათზე არ იყო. აშკარად, ფულს მე ვერ მთხოვდა. ისევ მე გადავდგი ნაბიჯი და გზის ფული ჩავურიცხე...მხოლოდ თბილისამდე სამყოფი. __უკან დასაბრუნებელ ფულს თბილისში მოგცემ , საჩუქრები მზად მაქვს და ხვალ დილით მოვდივარ თბილისში. __მე რა ჩამოგიტანო აზერბაიჯანიდან? __არაფერი მინდა, შენი თავი ჩამომიყვანე მეთქი_ხუმრობით ვუთხარი.
თმა შევიღებე, მოვწესრიგდი და დასაწოლად მოვემზადე. დილით ადრე უნდა გავიდე სახლიდან, რომ თერთმეტ საათზე დანიშნულ ადგილზე ვიყო. დამძინებია...ზარი მაღვიძებს. დავხედე, სახიბი რეკავს. __რა მოხდა?_მივწერე __მარი, ფული წავაგე, ვიფიქრე გავაორმაგებდი, საჩუქარს ჩამოგიტანდი...ახლა ჩამოსასვლელი ფული აღარ მაქვსო_მესიჯს ეგრევე ეტყობოდა, რომ მთვრალი იყო. __რა ფულს მთხოვ, კაკ ტებე ნე სტიდნა, თავი დამანებე, აღარსად არ მოვდივარ!_მივწერე კტეგორიულად. __წამოვიდე თუ არაო__ასჯერ მაინც მოუწერია. დილამდე ზარები , მესიჯები უგზავნია, მე არცერთზე აღარ მიპასუხია. ავდექი და დილით თბილისში მაინც წავედი, შვილების მოსანახულებლად.
თერთმეტ საათზე მესიჯი მოვიდა: _მარი, მილი, საზღვარი უკვე გადმოვლახე, მალე კავშირი გაწყდება, ჯდუ ტებე , ბუდუ ჩერეზ პოლჩასა... _ეს სახიბ, სახიბ...გამეცინა გულში.
ახლა ჩემს ბლოკნოტში მისი ჩანაწერი , როგორ უნდა რომ წარმატებული ვიყო და საფულეში აზერბაიჯანული ათ კაპიკიანია, როგორც თილისმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. :3 ეეჰ სახიბ, სახიბ :3 ეეჰ სახიბ, სახიბ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|