როცა მოვკვდები, როცა გავალ ჩემი თიხიდან, წამოვა წვიმა, ვერცხლისფერი ხორბლის მარცვლები, შემდეგ საფლავთან ცრემლიანი თავს დამიხრი და ყველაზე მეტად ცარიელი იმ დღეს დაწვები
საწოლში, სადაც (გაიხსენებ) როგორ გვეძინა და შიგადაშიგ გიკითხავდი ლექსებს, იგავებს და საოცარი სიყვარულიც იყო მეტწილად, რომელიც ერთ დღეს ცრემლებივით ვერ შევიკავეთ.
შენ იტირე და წამოწვიმა ჩემთან მაშინვე, ასე მინელდა წარსული და ძველი ეჭვები, მე კი (გახსოვდეს) ამ ბოლო დროს მე ის მაშინებს, საფლავთან ტირილს ერთ დღესაც რომ გადაეჩვევი.
ახალს ვერაფერს გეუბნები ეს ხომ ისედაც ასეა, ანდა რას ვიტყოდი უფრო უცხადესს, შუაღამეს კი აჩქარებულ გულს რომ მისერავს, უბრალოდ მორიგ უძილობას გამოვუცხადებ.
ნოემბრის მთვარე ბნელ ქუჩებში თავს იმძინარებს, მაგიდაზე კი უტყუარი დევს დაპირება, რომ წლების შემდეგ ამ სტრიქონებს ჩემი მდინარე, ჩამოატარებს გვამებივით შენს ნაპირებთან.
ყველაზე მეტად ცარიელი იმ დღეს დაწვები, რომ აღმოაჩენ ერთად ყოფნა რადაც გვიღირდა, წამოვა წვიმა ვერცხლისფერი ხორბლის მარცვლები, როცა მოვკვდები, როცა გავალ ჩემი თიხიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. უძლიერესი ლექსია, ღრმა და გულში ჩამწვდომი...
5+
მაგრამ "მესაფლავესთან" შედარება არ იქნებოდა სწორი, კრავაი...
წარმატებები როი.... იშვიათი სიღრმე განცდებისა, მხიბლავს... უძლიერესი ლექსია, ღრმა და გულში ჩამწვდომი...
5+
მაგრამ "მესაფლავესთან" შედარება არ იქნებოდა სწორი, კრავაი...
წარმატებები როი.... იშვიათი სიღრმე განცდებისა, მხიბლავს...
15. გენიალურია !!! გენიალურია !!!
13. ერთი სმართლიანი საყვედური ადმინისტრაციას: ამ თავფურცელზე ბატონი როინი სულ ხვდება და ერთხელ მეც მომახვედრეთ ხო შეიძლება, იქნებდა და ვკვდები კაცი ერთი სმართლიანი საყვედური ადმინისტრაციას: ამ თავფურცელზე ბატონი როინი სულ ხვდება და ერთხელ მეც მომახვედრეთ ხო შეიძლება, იქნებდა და ვკვდები კაცი
12. როის მოკითხვა... :) როის მოკითხვა... :)
11. ''შემდეგ საფლავთან ცრემლიანი თავს დამიხრი და ყველაზე მეტად ცარიელი იმ დღეს დაწვები'' +2
``შემდეგ საფლავთან ცრემლიანი თავს დამიხრი და ყველაზე მეტად ცარიელი იმ დღეს დაწვები`` +2
10. ლექსი ნამდვილად კარგია, :) მოლოდინები კი არა. :(
იასთაი როი ცხოვრება.
ლექსი ნამდვილად კარგია, :) მოლოდინები კი არა. :(
იასთაი როი ცხოვრება.
9. რაც კარგია, კარგია ) რაც კარგია, კარგია )
8. ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
7. ფაქიზი ლირიკაა, იმავდროულად მძაფრი შეგრძნებებით.
და რა ლამაზი მეტაფორაა-" წამოვა წვიმა ვერცხლისფერი ხორბლის მარცვლები "
ფაქიზი ლირიკაა, იმავდროულად მძაფრი შეგრძნებებით.
და რა ლამაზი მეტაფორაა-" წამოვა წვიმა ვერცხლისფერი ხორბლის მარცვლები "
5. როი , მართლა გენიოსოოო!
"მე კი (გახსოვდეს) ამ ბოლო დროს მე ის მაშინებს, საფლავთან ტირილს ერთ დღესაც რომ გადაეჩვევი."
ან,კიდევ
"რომ წლების შემდეგ ამ სტრიქონებს ჩემი მდინარე, ჩამოატარებს გვამებივით შენს ნაპირებთან."
გალაკტიონის "მესაფლავე",თუ როის "შიში"? --მე ჩემი პასუხი მაქვს.
როი , მართლა გენიოსოოო!
"მე კი (გახსოვდეს) ამ ბოლო დროს მე ის მაშინებს, საფლავთან ტირილს ერთ დღესაც რომ გადაეჩვევი."
ან,კიდევ
"რომ წლების შემდეგ ამ სტრიქონებს ჩემი მდინარე, ჩამოატარებს გვამებივით შენს ნაპირებთან."
გალაკტიონის "მესაფლავე",თუ როის "შიში"? --მე ჩემი პასუხი მაქვს.
4. "ახალს ვერაფერს გეუბნები ეს ხომ ისედაც ასეა, ანდა რას ვიტყოდი უფრო უცხადესს, შუაღამეს კი აჩქარებულ გულს რომ მისერავს, უბრალოდ მორიგ უძილობას გამოვუცხადებ."
თავიდან ბოლომდე,ძალიან კარგია! ++ "ახალს ვერაფერს გეუბნები ეს ხომ ისედაც ასეა, ანდა რას ვიტყოდი უფრო უცხადესს, შუაღამეს კი აჩქარებულ გულს რომ მისერავს, უბრალოდ მორიგ უძილობას გამოვუცხადებ."
თავიდან ბოლომდე,ძალიან კარგია! ++
3. მახსოვს ეს ნაწერი თავის ხასიათით. მახსოვს ეს ნაწერი თავის ხასიათით.
2. უუჰ... მაგარია უუჰ... მაგარია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|