ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 ნოემბერი, 2015


"უტყუარი" თეორია. (ჩვენ)

      თეორიის ზუსტი იდეა მოძღვრებაა, თუმცა მე როგორც რიგითი უბრალო ადამიანი, ამ განსაზღვრებით არ ვაპირებ თხრობას. თანაც დროა ისეთი რომ დამრიგებლურ რჩევებს არც არავინ მიაყურადებს. სხვა კუთხით თეორია ხომ ჰიპოთეზაა და ის ასე ვთქვათ  კანონები რომლებიც კარგავენ სახეს, პირვანდელ სახეს და მეც ზუსტად მანდ ვარ.
ტრადიციები...  ახლა სწორედ ეს მახსენდება. საინტერესოა სიღრმისეულად რომელია ნამდვილი ქართული ტრადიციები, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ და ავღნიშნავთ იმ გარკვეულ დღესასწაულებს ჩვენი ტრადიციებისამებრ. თუმცაღა ეს აღნიშვნაც კი კარგავს თავის პირვანდელ სახეს ნელ-ნელა და ახლა ყოველი ასეთი დღე უბრალოდ ღრეობას ემსგავსება. აქედან გამომდინარე სწორედაც რომ  სხვა არის თუ რომელია ნამდვილი ქართული ტრადიცია და ტრადიციები და რომლებს ვუწოდებთ თუ ვარქმევთ ჩვენ ტრადიციას. შესაძლოცაა რომ ეგრეთ წოდებული ქართული სინამდვილის დამახინჯების მიზეზი, სხვა და სხვა დროიდან გადმონაშთი სხვადასხვა შეხედულებებია, ამა თუ იმ დღეზე ან თუნდაც რაიმე საკითხზე. რომელიც დაილექა ჩვენს მენტალიტეტში, მოახდინა სრული ქაოსი და გარკვეულ სიტუაციებში ასეთი სახით რჩება. ვფიქრობ, არის ბევრი რამ ჩვენი მეტალიტეტიდან გამომიდინრე, რაც განგვასხვავებს ბევრ საკითხში სხვა ერებისგან. ასე ცალსახადაც არ ვემიჯნები ნამდვილად ყველაფერს, რადგან არის ჩვენში და ჩვენს ფესვებში ბევრი რამ რაც ნამდვილად უნდა განგვასხვავებდეს კიდეც სხვებისგან და ბევრი ისეთი რამ რაც მუდამ საამყო იქნება და არის ჩვენთვის.
    ახლა კი უბრალოდ, ადამიანების გარკვეული კატეგორია.
-დღეს დავლიე რადგან, ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა და ბედნიერი ვარ (ვარიანტი პირველი)
-დღეს დავლიე რადგან, ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდია და გამოსავლის ძიებაში ვიკარგები (ვარიანტი მეორე)
-დღეს დავლიე რადგან , კარგი განწყობით დამემუხტა ჩემი თავი. ალკოჰოლი კი ამაში მეხმარება  (ვარიანტი მესამე)
დასკვნა: ნებისმიერი მიზეზი ყოფილა  ადამიანისთვის საჭირო და ნებისმიერ სიტუაციას ერგება ის რომ დალიო და გამოდის რომ შენ სულ სვამ. ვცდილობ რომ ეს ყველაფერი არც ისე უხეშად და ამაზრზენად ჩანდეს თუმცა რაც ხდება ეს სწორედ ასე ხდება...
      თუმცა არსებობს ისეთი დეტალებიც რომლებიც იმ საშიშროების წინაშე დგანან, რასაც დავიწყება ეწოდება.  ჩემი აზრით ერთი ასეთი ქართული მწერლობაა (ჩავთვალოთ თუნდაც რომ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა) არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ქმნიან იმ ახალ ქართულ მწერლობას და პოეზიას რომელიც შთამბეჭდავია ჩემთვის და მასში ნათლად ჩანს ის ძირძველი ქართული სული. ეს ყველაფერი მაბედნიერებს და მავსებს თუმცა, ვხედავ იმ თითქოსდა წვრილმან პრობლემებს რომლებიც არ აძლევს საშუალებას ამ ახალ "სიტყვას" მიეცეს უფრო მეტი მაშტაბები და მეტი პოპულარიზაციაც. ჩვენი ხელოვნების ეს მიმდინარეობა კი ნამდვილად სულს შეუძრავს როგორც ჩვენსას, ის უცხოსაც. ამ "დავიწყების" ალბათობა კი ბევრი სხვადასხვა მიზეზიც შეიძლება დასახელდეს. ერთ-ერთი კი ეს "სოციალური" ბუმია რომელმაც მოიცვა ადამიანების უმეტესი ნაწილი და სრულიად მოწყვიტა გარე რეალობას, არამც თუ ხელოვნებას.
სიყვარული... რა არის სიყვარული?! ეს ხომ ერთმანეთის პატივისცემაა. გრძნობა რომელიც მოიცავს ნებისმიერ საზღვრებს და გადის მის იქითაც. გრძნობა რომელიც აერთიანებს ხელოვნების ნებისმიერ დარგს და მათ მხოლოდ ერთ გრძნობით ასულდგმულებს. ის ყველაფერია და ყველაფრის საწყისი?!
ის პირდაპირ უკუპროპორციულია ძალადობასთან. ეს უბრალოდ, დავაფიქსირე.
  ფინალი კი მაინც სხვაგვარი მსურს, ჟანრისგან განსხვავებული. მე მიყვარხართ თქვენ, ყველა ნაკლით თუ ნაკლის გარეშე. იმიტომ რომ მე ხომ თქვენ ვარ. და თუ ამ ყველაფერში სიყვარულის მცირედი მარცვალი მაინც შენიშნეთ და თუ რაღაც დეტალები მართლაც უტყუარია, მაშინ ჩემი ეს პირველი მცდელობა თუ თეორია ამ ჟანრში, ჩავთვლი რომ შემდგარია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები