ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2015


შენ დაბერდები! (რაღაც ლექსის მსგავსი)

შენ დაბერდები წლებ გარეშე,და არც ვერცხლისფრად
შეგიღებავს მაგ თმას დღეები.
შენ დაბერდები ტკივილით და ცრემლთა დინებით,
რადგან ყვავილი ვერასოდეს ვეღარ იქნები,
რომელსაც მუდამ წყალს დაუსხამს ბავშვი,მოხუცი,
რომელსაც სიცხე შეაწუხებს,სიცხე სიცივის...
შენ მაგ თვალებში ჩაგიდგება სევდა,ნაღველი
მე კი ჩამქრალი მომიტევე ვეღარ გიშველი.
შენ დაბერდები ახალგაზრდა ძალზედ ლამაზი,
რადგან დაადე გულს კლიტე და შემდეგ,
ისროლე გასაღები სადღაც იქითკენ,
სადაც მიწაზე დამხობილიც ვეღარ ვიპოვნი.
შენ დაბერდები ახალგაზრდა ძალზედ ლამაზი,
მე კი მოხუციც სიყვარულით ვიცი ვიქნები
ისეთივე როგორიც ახლა,ანდა მერე ნდაც რავიცი,
შენ დაბერდები,,,დაბერდები.ახლა ვიტყოდი
ყველაფერს რასაც განვიცდი და გულში მოცურავს
როგორც გემი ჩაძირული მგზავრთა კივილით,
ჩემი იმედი არასდროს აღარ მოსულა
იმისი,რომ შენ სამუდამოდ ჩემი იქნები.
შენ დაბერდები ტკივილით და ცრემლთა დინებით,
რადგან საგულე წააგავს დღეს საფლავს რომელსაც,
არავინ არ ჰყავს რომ უბრალოდ ჩუმად მივიდეს,
და იქ დარგული ყვავილები ცრემლით მოურწყას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები