 | ავტორი: მ.ჭ. ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 დეკემბერი, 2015 |
აბა ჩქარა, აბა სწრაფად ეს ქენი და ის ქენიო... და მერე მოსდევდა დიდი "თორემ", რომელსაც უცნაური კაცის სახელით თუ ნასახელარით ასრულდებდნენ. ეს კაცი რატომღაც ღამით ახსენდებოდათ ხოლმე, ალბათ დღე მნიშველოვან საქმეებს ეძღვნებოდა. "გუდიანი კაცი" მოვიდაო ბავშვებს აშინებდნენ ხოლმე. ბავშვებიც პატარა ფეხუკელებით დაფაცურდებოდნენ და ბანცალ-ბანცალით ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდაც იმ, ვიღაც, გუდიანს კარზე არ დაეკაკუნებინა. მერე იზრდებოდნენ ეს ბავშვები, გუდიანი კაცი კი წლებს არ იმატებდა. არც ახლა ბერდება. დადის ისევ თავის ტომარით და აზრზე არ არის რას აკეთებს. ჩვენ, ყველა კი აი, იმ ერთ დიდ გუდაში ვართ ჩაყრილები, იმ ტომარაში, რომელშიც ერთმანეთზე საიმედოდ აკრულები ვგორავთ... დავგორავთ. დავიბადებით, პირველად ავაფახულებთ წამწამებს და უკვე ამ დიდი ტომარის წევრები ვხდებით. ეს უცნაური კაცი კი მოავლებს ხელს თავის გუდას, დიდი თოკით გაკოჭავს, მოიკიდებს და მიდის... მიდის, სანამ კიდევ ვინმე არ დაიბადება. ჩვენ კი ვყრივართ შიგნით, ხან უჰაერობა გვაწუხებს, ხან შიმშილი, ხანაც გრძნობების უმართაობა. ის მიდის წინ და ერთი წამითაც არ მიგახედებს უკან. გული რომ გიკვდებოდეს, წარსულს არ ჩაგახუტებს, განვლილს არ შეგასწორებინებს. თავის ნებაზე დაგვატარებს, დავყავართ წინ და წინ... წინ და მხოლოდ წინ. მერე რა ხდება და არც არაფერი. სანამ ის დადის, ჩვენთან ტომარაში კვდებიან და იბადებიან. ღამით მოდისო, ღამით სჩვევია სიარულიო რომ ამბობენ, ტყუილია. ჩვენ გვძინავს და გვგონია ძილში მოგვეპარება, ჩაგვამწყვდევს მითვისებულ ზურგჩანთაში, არადა უკვე დიდი ხანია იქ ვზივართ. მისი სუნიც შევიგრძენით, დედის სუნივით ავიტაცეთ და მივეკემსეთ მას მთელი ცხოვრებით. შესაშურად სწრაფი ნაბიჯებით დადის ჩვენი გუდააკიდებული კაცი, ჩვენ კი არც თუ ისე შესაშურად სწრაფად ვბერდებით -ერთტომარელები. სადამდე მივა მხოლოდ წინ-სვლით ან როდის გაჩერდება ვინ უწყის, მაგრამ ჩვენ ასე ვიქნებით შეგუებულნი, სანამ არ მოვკვდებით ან სანამ არ დაიბადებიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა ვიცი, ერთხელ პროზაში რომ გამოვაქვეყნე ძალიან გამაკრიტიკეს და მას შემდეგ ყველაფერს აქ ვდებ )) რა ვიცი, ერთხელ პროზაში რომ გამოვაქვეყნე ძალიან გამაკრიტიკეს და მას შემდეგ ყველაფერს აქ ვდებ ))
1. რატომ სხვა-ში? რატომ სხვა-ში?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|