ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2015


წვეთი წვიმაში

მიმატებს წვიმა წვეთს
გული რიტმს მით ათ-მეტს
რომ გხატავ ესეთ დროს
და ლოყებს გიატმებ

გხატავ ჭრელ კაბაში
წვიმით მოცეკვავეს
ყოველ ფერს,ყოველ ფონს
ვუმატებ სიმწვავეს

გხატავ მოცეკვავეს
წელით და წვივებით
წვიმის სველ კაბაში
ღვთიურ მოტივებით

სველ ღრუბლებს წურავს ცა
ბოლო წვეთს მიმატებს
დაგხატავ წუთით წინ
წვიმას დაგიმატებ

და უსწრებს წვეთი წვეთს
წვივი წვივს,როგორ  წვიმს.
გული რიტმს მიაფთრებს
მიათფრებს რიტმი რითმს                                                                                                                                                                                                                                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები