ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2015


ფიფქია

შენ გიცქერს ყველა ფერი
შენ ფიფქიას სახე ხარ
ვით ცა,მზით მინამქრალი
ზმანებად მისახიხარ

ნისლთა გადმონამქრებულ
მერნით მოგეახლები
თუ გადნები მუდამ სულ
სხვა ფიფქებად ახლდები

და მეც დავდევ ფანტელებს
დავდევ მაინც ვმარცხდები
თუ დაგიჭერ გაკოცებ
შენ კი დამიმორცხვდები

რო შეგეხო ფიფქიას
შეხებაც მეფიქრება
რომ ამ ცხელი შეხებით
ფიფქი დაიფუფქება :)...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები