ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2015


უსათაუროდ

მზის მეშინოდა,
მზის სხივები ძალიან მძულდნენ,
მუშათა კლასი ავტობუსის გაჩერებასთან მშიერი იდგა
და ნაგვის სუნი ასდიოდა თბილისის ქუჩებს.

ვფიქრობ ღმერთებზე, ეშმაკებზე
და თოლიებზეც - ჭუჭყიანი მტკვრის ზედაპირზე ჩუმად სხდებიან,
მე - ჩაკეტილი ერთ ოთახში არაფერს ველი,
ასე ვაგრძელებ ჩემს ცხოვრებას წყნარს და სევდიანს.

ახლა ღამეა ისეთი შავი ფარდას ვაფარებ,
რომ ოთახი არ დამიბნელდეს,
ნოსტალგიები კვლავ შიფრავენ უხილავ გრძნობებს,
მთხოვენ, რომ მოვკვდე,
მე კი ცოცხალი შენზე ვფიქრობ,
მგონი მიყვარხარ.

მე ღმერთს ვთხოვ შველას,
მე დღეს შენამდე გზა მაქვს სულ ბნელი,
არ შემიძლია ბნელში ვიარო,
მე მხოლოდ ყვირილს ვაჩუქებ ღმერთს
და გავჩუმდები.
შენ, ჩემო ღმერთო,
შენ პირველი ხარ, ვინც აწყობს გეგმებს
და მჩუქნის ფიქრებს,
რომ დღეს მოვკვდები,
დეპრესიაა ჩემი ფიქრების საბადო,
მე ვტირი ღამით და ზოგჯერ ვანძევ,
რა სიგიჟეა.

მე მხოლოდ ყვირილს ვაჩუქებ ღმერთებს
და გავჩუმდები,
ამბოხის სურვილი ჩემს ტვინს აცდუნებს,
ვზივარ და ვტირი.
ყოველდღე ვუსმენ მე შენს მუსიკას
და ღამის თოვლში ვეძებ ეშმაკებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები