ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2016


მარეთის ხევით

ონაგირაზე ხელგაშლილი ვდგავარ ფიქრებით
გულს მოვიოხებ ყველა ოცნებას გავანდობ ზეცას,
მოსიყვარულე ჩემი კუთხის მანამ ვიქნები
სანამ ეს მთები ჩემს სურვილებს ათასფრად კეცავს.
საღამოობით მთებს ალმურად დავეფინები,
ღრუბელთა ხიდით გავალ მთვარეზე გავიშლი კარავს,
მზეს ზაფხულობით ვემალები კლდეთა ჩრდილებში
და ზამთრობით კი მთები თოვას გულ-მკერდში მაკრავს.
კვლავ ჩემი კუთხის მომავალი სუნთქვა ვიქნები
დაველოდები ხელგაწვდილი მგზნებარე ნიავს
ქარს სანუკვარი მზიან სხივებით, ღრუბელს წვიმებით
მარეთის ხევით სამშობლოში გრძნობები მიაქვს.
მე საქართველოს ტრფიალით არ დავიღლები
ვუმღერდე, ვუგალობდე მსურს ბულბულს ვგავდე, იადონს
ხვალ შეიძლება შეიცვალოს არწივმა მთები
მაგრამ სიყვარულს, პირველ ბუდის, დროს არ მიანდობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები