| ავტორი: აზგო ჟანრი: პროზა 13 იანვარი, 2016 |
ახალი წლის წინ დავამთავრე შემდეგი რომანი. დაახლ. 450 გვერდია. ვიწყებ მის რედაქტირებას და ზაფხულში გამოვცემ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩანაფიქრი. ესეც საწყისი ნაწყვეტი:
განვითარების სივრცე დასაწყისი გონების კუნთი ჯერ ბოლომდეც არ ჰქონდა იასე ბილიკაძეს დაძაბული, როცა უკვე გაარკვია რომ თურმე მოწყენილობის მიზეზი ცხოვრების ერთფეროვნებაა. აბა რა ჰქვია ამას: დილა-საღამოს ზღვა, შუაში ხან ექსკურსიით, ხანაც რითი გამორიდება სიცხეს, საღამოს რესტორანი და დისკოთეკები ახალ ნაცნობებთან ერთად ყოველ დღე, მთელი ერთი კვირა? თუმცა ამ სიას რომ გადახედა გუნებაში, გაკვირვებულიც კი დარჩა -ამდენი საქმის პატრონს მოწყენილობა საიდან სად, ანდა კურორტზე მეტი რა მევალებაო? ამ, მორიგი ხვატიანი დღის გაგანიაში იგი პლასტმასის სარეცელზე იწვა აუზის პირას და იქვე, გვერდით მდგარი დიდი ქოლგის იმედით უძალიანდებოდა შანთივით მწველ მზის სხივებს. ისეც არ იყო რომ პაპანაქებისგან მიმალვის ეს ხერხი მარტოს აღმოეჩინოს. სასტუმროს თითქმის ყველა ბინადარი მასზე არანაკლებ მოსაზრებული გამოდგა და მარმარილოს ნაპირებიან, ცივი წყლით სავსე გუბურასთან შექუჩულიყო. ცხადია, ამის გამო იასე დიდის და პატარას განაჩაღებ, ყურისწამღები გნიასის შუაში მოექცა და მისი ხელობის კაცს ეს სულ არ ეფონებოდა გულზე მაგრამ რა ექნა? ნომერში შემალვას და კონდიციონერის საზოგადოებაში ყოფნას ისევ ეს ამჯობინა. „ეჰ! დავრჩენილიყავი სახლში, რა მინდოდა ამ დასაკრგავში? - ნაგვიანევად ინანა მან, - ვითომ სიცხეში ლოთაობას ავერიდე?... ლოთაობას არა წუწაობას!“ სინამდვილეში ხომ მშობლიურ კერასთან გაჩერება მხოლოდ იმიტომ არ ქნა რომ მელიტონმა და ტასომ ცხოვრება წაამწარეს - „ცოლი მოიყვანე, ბიჯო და ცოლი მოიყვანეოს“ ღინჭილით. ნამდვილი წამებაა. თან ხომ, რაც ყველაზე მეტად აცინებდა იასეს, თუმცა კი სიმწრით, ყველა რამდენიმე თვეში ოჯახს შემოსამატებელი მდედრი თავიდან ირჩევოდა ხოლმე. აი ისე, კაცი რომ აბაზანის რემონტს ვერა და ვერ იწყებს - ხან ერთი მეტლახი მოსწონს და ხან მეორე. მოულოდნელად იასეს სუნთქვა შეეკრა - ყინულოვანი სითხის ნაკადი ჩამოასკდა გახურებულ მუცელზე! „ესღა მაკლდა!“ - კაცმა რომ თქვას, სულ სხვა მიზეზით გამოწვეული უხასიათობის ამოფრქვევა განიზრახა მან მყისვე. რაც შეიძლება ცივად, უდარდელი ატმოსფეროს არად ჩაგდებით მოვისმენ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ზრდილობიან ბოდიშსო. იასემ თავი ასწია და გაბრაზებული მზერა „თავდამსხმელს“ მიაბჯინა, რომელიც ცისფერ საცურაოში გამოწყობილი, მოკლედ შეკრეჭილი წაბლისფერი თმისა და ზურმუხტივით მწვანე თვალება ასული აღმოჩნდა. ცალ ხელში მას ამ დროისთვის უკვე ცარიელი ჭიქა ეკავა. - ოჰ, მაპატიეთ, რა უყურადღებო ვარ, თქვენს ფოსტალს როგორ წამოვედე, ძალიან ვწუხვარ, - ღიმილით აბოდიშდა ქალიშვილი. ამ ღიმილის დამნახველ მამაკაცს ხელადვე ეჭვი მოეძალა - არ გამოიყურება ამ მანდილოსნის მონანიება გულწრფელობის ნიმუშადო. თუმცა კი ეს უნდობლობა იასეს ძალიან თავისებურად დააჩნდა პარისახზე. მისი შემხედვარე ვერავინ იფიქრებდა რომ ეს კაცი სულ ახლახანს ძლივს ერეოდა უხასიათობას ან საერთოდ ცხოვრებაში ოდესმე ჰქონია ცუდი განწყობაო. ახლგაზრდა კაცის ბაგეები იმსიფართეზე გაიწელნენ, რამხელა თვით ბუნებასაც არ დაუწესებია მათთვის და იგი, იმის მაგიერ რომ განზრახვის თანახმად აბუზღუნებულიყო, თავად ალაპარაკდა ბოდიშებით: - მე ვარ დამნაშავე, გავიშხლართე აქ და გასასვლელი მთლიანად გადავღობე. ჰოდა ისა... ჰეჰ, ამ სიცხეში ცივის წყლის გადავლებასაც ძნელია უბედური შემთხვევა ეწოდოს. - ჰო-ო, - არ შეედავა უცნობი ქალბატონი, - თქვენი აღნაგობის მამაკაცისთვის მართლაც არაა ძნელი რაიმეს გადაღობვა. - გამოძიებამ საქმე ბოლომდე გაარკვია, - მყისვე, გადაჭრით დააჯამა იასემ და ფეხზე წამოდგა, - სასამართლოს განაჩენიც გარდაუვალია: ახლავე აგინაზღაურებთ ზარალს, თქვენ კი მანამდე აქ ჩამოჯექით, დამელოდეთ. - რას ბრძანებთ, არ ღირს შეწუხებად ... - დაიწყო უცნობმა ასულმა, მაგრამ იასემ ორივე ხელისგული მიაშვირა შეჩერების მანიშნებლად, თავად კი აუზის მოპირდაპირე მხარეს მოწყობილი სავაჭროსკენ გაემართა. კაცმა გონებით ჯერ ვერ მოასწრო ამის გააზრება მაგრამ გრძნობებმა მიახვედრეს რომ ახლა წამის დაკარგვაც არ შეიძლება. სავსე ჭიქებით დაბრუნებულმა იასემ პირველად ის განაცხადა, ხომ უნდა ვიცოდე ვის ვაწვდი ამ სასმისსო? და სანამ იგი შეზლონგზე ჩამოჯდა, ქალიც ზრდილობიანად გაეცნო - ვეანა ფიდელტოგი ჰქვიებია ნორვეგიიდან. იასემც წარადგინა თავი და რადგან საქართველოს ხსენებაზე ვეანას დაბნეულობა შეატყო, კოლხეთიდან ვარო ასე სცადა განმარტება. ამ სიტყვამ მართალია მეტი ნათელი მოჰფინა მანდილოსნის გონებას, მაგრამ ჩანდა რომ შუქი უფრო მითიურ ამბებიდან მოდის ვიდრე რეალური გეოგრაფიის დამსახურებაა. მოკლე პასუხით შემოფარგვლის დრო არ იყო და იასე უფრო განვრცობილად ალაპარაკდა, მათ შორის თავისი საქმიანობაც ახსენა. - ოჰ, როგორი იშვიათი პროფესია გქონიათ! - გაოცდა ვეანა, - შეიძლება ითქვას, რჩეულთა რიცხვს მიეკუთვნებით! რამდენადაც ვიცი, თქვენნაირი სულ რაღაც ოცდაათ კაცამდეა მსოფლიოში. - მაგდენი ერთბაშადაა თორემ იმ თითქმის ათი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც აპარატის შექმნა მიმდინარეობს, ეს ხელობა გაცილებით მეტმა აითვისა. იასემ თავის ქნევითაც დაემოწმა თავის სიტყვებს, წვენიც მოსვა და განაგრძნო: - ამიტომ არც ისე იშვიათი ვარ. ახლა კი თქვენი ჯერია, იქნებ თქვენ მართლა განსაკუთრებული საქმიანობის წარმომადგენელი ხართ? - იქნება კი არა დანამდვილებით ვიცი რომ უიშვიათეს პროფესიას ვფლობ. იურისტი ვარ. ჩემი კოლეგების რაოდენობა ამქვეყნად ჰა-ჰა, ერთი მილიარდი თუ მოიძებნა, - ჩაიკისკისა ვეანამ. - პოპულარული პროფესია სულაც არაა უარესი, - მორიდებული ღიმილით გაეპასუხა მამაკაცი. - ყოველთვის აქ ისვენებთ, დიდხანს გრძელდება თქვენი შვებულება? - იკითხა ვეანამ და ჭიქა მიიდო ბაგეებზე. - არა, პირველად ვარ. ხანგრძლივობას რაც შეეხება, მედიცინა ამბობს, რომ მიწაზე იმდენივე ხანს უნდა ვიყო რამდენსაც იქ, ანუ ორი თვე. იმ უქმეებს სახლში ვატარებ ხოლმე, მაგრამ ამ ჯერზე ვერ აღმოვჩნდი მშობლების... მ-მ, წნეხისთვის მზად, - მოულოდნელად, როგორც ხელადვე გუნებაში თავისი სიტყვები დაახასიათა, დააბრახუნა მან. ქალმა გაკვირვებული მზერა მიაპყრო. - ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ „ცოლი მოიყვანეო“, ამ ორი სიტყვის გარდა დანარჩენთა წარმოთქმა ფიცით აუკრძალეს თავს, - კვლავინდებურად უცხო ადამიანთან მიუღებელი გულახდილობით უპასუხა მის უტყვ კითხვას იასემ, - ვითომ ოცდათორმეტის კი არა სამოცდათორმეტის ვიყო და უკვე წყალს მივქონდე, - ჩაიცინა მან და თავის მხრივ დაინტერესდა, - ხოლო თქვენ, ყოფილხართ აქ ადრე? ქალმა ჯერ მოსმენილის გააზრება სცადა მაგრამ ასე უცებ რომ ვერ მოიფიქრა როგორი სიტყვებით მოპყრობოდა ამ უცნაურ ალალ-მართლობას, ვითომ ისეთი არაფერი გამიგონიაო, უბრალოდ კითხვას უპასუხა. - არა. არ მქონდა საშუალება. დომინიკის რესპუბლიკა ძალიან შორსაა ჩემი სახლიდან, - გაიღიმა მან, - ცოტა ხანია რაც ერთი სპორტული კლუბის იურისტად ვმუშაობ, გუშინ ჩამოვედი, ერთი კვირით. ხოლო რადგან ზუსტი, რიცხვებიანი ინფორმაცია მოვისმინე თქვენგან, მეც მოგბაძავთ და ვიტყვი რომ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და ოცდაოთხის ვარ, - გაიღიმა ვეანამ. მერე ბოლო წამს გახსენებულიც დაამატა: - მყავს უფროსი და, იგი ადრე გათხოვდა და თავის ოჯახში ცხოვრობს. - მშობლებთან ცხოვრებაში კოლეგები ვყოფილვართ, - ღიმილით წარმოთქვა იასემ. ვეანამც ღიმილი შეაგება ამ სიტყვებს, თუმცა კი სუსტი. მაგრამ მერე, ეტყობა იასეს მოულოდნელი და უცნაური გულახდილობით შეგულიანებულმა, მოსინჯა და ბარემ მეტის გაგებას შეეცადა ამ ახალი და, კაცმა რომ თქვას, საინტერესო ნაცნობისგან. - აი, თქვენ, იასე, ისე სხვათაშორის თქვით, ჩემნაირი პროფესიის ხალხი ბევრიაო, ვითომ სინამდვილეში მასე იყოს, - დაიწყო სახეზე ეშმაკურღიმილ მორგებულმა ქალმა, - ჰმ, მეუხერხულება ამის თქმა მაგრამ მგონი მთლად სერიოზულად არ აღმიქვამთ და ამიტომაც მითხარით ასეთი, ე-ე, უზუსტობა. - რას გულისხმობთ? - გაუკვირდა იასეს, - განა ჩემნაირნი მართლა ცოტანი გგონივართ? - ცოტანი არ მგონიხართ მაგრამ აი, ყველაზე ნაკლებნი კი ნამდვილად, - წარბშეუხრელად უპასუხა ახალგაზრდა ქალმა. - ვითომ? - ისევ დაეჭვდა კაცი. - თავად განსაჯეთ, - დარწმუნებით ალაპარაკდა ვეანა, - განა შეიძლება კოსმონავტს შეხვდე ქუჩაში? მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც ისინი ფიზიკურად არ არსებონენ? მაშინ როცა სხვა, ადამიანს რომ ცნობილად აქცევს ისეთი პროფესიის ხალხი: მსახიობი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი, მწერალი... ესენი ხომ ყველა ერს ჰყავს თავისი და რიცხობრივად, ანუ მთელი დედამიწა რომ აიღო, თქვენი საქმიანობის ხალხთან შედარებით ხომ მართლაც უამრავნი არიან. - ჰმ, - გულწრფელი გაკვირვებით ამოისუნთქა იასემ, - მართალი გითხრათ, ვეანა, არც დავფიქრებულვარ მაგაზე ოდესმე. საერთოდაც არ მომსვლია აზრად, დავუშვათ, ჩოგბურთელისთვის ან მომღერლისთვის შემედარებინა თავი... არ ვიცი, - ჩაიცინა მან, - გამოდის მართლა არც ისე ბევრნი ვყოფილვართ... მაგრამ მერე რა, რა გამომდინარეობს მაქედან? რისი თქმა გინდათ? - რისი თქმა მინდა?... - დაფიქრდა ლამაზმანი, - ალბათ იმისი რომ მე წარმოდგენაც არ მქონდა ვინ ბრძანდებით, სხვამც არავინ იცის აქ, ყურადღებასაც არ გაქცევენ სხვაზე მეტს და განა ეს სწორია? - ჰო, მართალი ხართ, ნამდვილად არავინ მაშტერდება აღფრთოვანებით, - ონავარი მწუხარებით დაეთანხმა მას იასე, - მაგრამ მე რა ვქნა, ჰკითხეთ აგერ ამ აურება ხალხს, რატომ არ დამდევენ კუდში, ავტოგრაფს არ მთხოვენ ან მათთან სურათის გადაღებას? ჰეჰ! მათ მაგიერ აბა მე რა გიპასუხოთ? იასემ ოდნავი პაუზა აიღო, მერე ჭიქა თითქმის ნახევრამდე დაცალა ერთი მოსმით და განაგრძნო: - სამაგიეროდ წარმოიდგინეთ, ახლა რომ აქ ცნობილი ფეხბურთელი ან როკ-ვარსკვლავი იყოს, განა შესძლებდა იგი ჩემსავით თავისუფლად შეზლონგზე ჯდომას და მშვენიერ ქალბატონთან საუბარს? ეს არ ჯობია სახელგანთქმულობას? - მადლობთ თუ მასე ფიქრობთ, - ქათინაურს გამოეპასუხა ნასიამოვნები ვეანა, - მაგრამ ალბათ უფრო სხვა რამის გაგება მაინტერესებდა, - ეს თქვა თუ არა, ქალი ჩაფიქრდა. სანამ ის დუმდა, იასე მისი კანის ხავერდოვანი სითეთრით, ოდნავ ამოწეული ღაწვებით, ქათქათა ლოყებითა და ვარდისფერი ბაგეების ყურებით ტკბებოდა. არც საცურაოს ზედაში ჩასმული ლამაზი მკერდი, ან უფრო ქვემოთ, ვიწრო წელი და თლილი, გრძელი ფეხები დაუტოვებია უყურადღებოდ მაგრამ მაინც ცდილობდა ამ მიმზიდველი ადგილებისთვის თვალი მოერიდებინა, უნახავ ტყიურივით დაჟინებული ჩაშტერება არ გამომივიდესო. ქალს კი ამნაირი „სურათის გადასაღებად“ სულაც არ დასჭირვებია სიჩუმე ან საუბარში გაჩენილი შუალედი. მან პირველი წამიდანვე მოიწონა ამ მამაკაცის მოგრძო, ნებისყოფიანი სახე, ოდნავ კეხიანი ცხვირი, სახის რელიეფური, თითქოს გრანიტისგან გამოკვეთილი მაგრამ არა უხეში ნაკვთები, ერთმანეთს დაშორებული ჩამუქებული თვალები. ვარცხნილობამც თავისებურად მოხიბლა. შავი თმა იასეს მხოლოდ თხემზე დაეტოვებინა და ისიც მოკლედ შეკრეჭილი. ხოლო კეფასა და საფეთქლებზე სამი დღის გაუპარსავ წვერს მიუგავდა. ამასობაში ქალი როგორც იქნა ალაპარაკდა: - ფანტასტიკურ ფილმებში კოსმონავტები რომანტიკულად და გმირულად გამოიყურებიან მაგრამ ეს უფრო ბავშვებისთვის და მოზრდებისთვის, ხოლო მერე? ახლა იასეს დაუდგა ჯერი, გაუგებრობის შემცველი გამოხედვა მიეპყრო თანამოსაუბრისთვის. - მე, მაგალითად, იმ ასტრონავტის სახელიც კი არ ვიცი, ვინაც ბოლომ გაიარა მთვარის ზედაპირზე ამ საუკუნენახევრის წინ. - ახსნა თავისი კითხვა ვეანამ, - არადა იმ კაცს ხომ მუდამ სიკვდილი დასდევდა თან და ამ დროს იგი მთელი კაცობრიობის სახელით იმყოფებოდა იმ ციურ სხეულზე. - ასოცდაცამეტი წლის წინ, - მექანიკურად, თითქმის დაუფიქრებლად ჩაერია მის ლაპარაკს იასე, - რა თქვით? - თავიდან ვერ გაიგო ქალმა თუმცა უმალვე მოვიდა აზრზე, - აი ხედავთ, არც ეგ მცოდნია, არადა რამოდენა ადამიანია სინამდვილეში, ანუ ასეთ, გაჭრი;ლად რომ ვთქვათ გმირული საქმიანობას მისდევთ და ამავე დროს შესაბამისი დაფასება, ყოველ შემთხვევაში სახელი, ნამდვილად არ გაქვთ. ვენამ შეჩერდა და ცოტა დაძაბული მოლოდინით მიაჩერდა მამაკაცს, ძალიან ხომ არ შევტოპეო? - ეს აღებეჭდა სახეზე. იასემ თავის დაქნევით გაამხნევა იგი და ქალმაც განაგრძნო: - ის მაინტერესებს ძალიან, რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი პროფესიის არჩევა, როგორ ადგებიან მაგ გზას? რადგან საშუალება მომეცა, ხომ უნდა ვისარგებლო შემთხვევით და გავიგო, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ამისი სურვილი და ჩემი კითხვები არ გაწუხებთ, - მოკრძალებით დაასრულა სათქმელი მანდილოსანმა. პასუხად იასემ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თავი გააქნია უარის ნიშნად, რისი შეწუხებაო? მერე კითხვას დაუფიქრდა, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ერთ წერტილს გაუსწორა მზერა. მოინდომა რაც შეიძლება გულწრფელი პასუხი გაეცა. მიზეზი კი ის იყო რომ უცნაური შეგრძნება გაუჩნდა ტანში. რაღაც ძალიან იოლად და სხვანაირად იგრძნო ამ ქალთან თავი. უცებ შეიძინა ამ გოგომ დიდი წონა მის თვალში. სურდა რომ ეს, ჯერ სრულიად უცნობი ქალიშვილი მისით დაინტერესებულიყო, ეკითხა ამბავი, ჩასწვდენოდა სულში, გაეზიარებინა ოცნება... მოწყენილობა და ცუდი განწყობილება იასეს სრულიად შეუმჩნევლად გაუქრნენ და ერთფეროვნებაც კუდში მიჰყვა მათ. კაცს თავადაც მოუნდა რაც შეიძლება მალე შეეცნო ეს ქალი. ამიტომაც იგი, მართალია უდარდელი იერით, თუმცა კი გულში მთელი სერიოზულობით ალაპარაკდა: - მაგას ალბათ ყველა ნატრულობს. მხედველობაში მაქვს, ნებისმიერი ადამიანი იქნებოდა ბედნიერი დაბადებისთანავე მიეღო იმის ცნობა, რომელი საქმიანობით მიაღწევს იგი ცხოვრებაში წარმატებას, რომელი აუხდენს ოცნებებს, - ღიმილით შეხედა მან ქალს, - ასე არაა? პასუხად ვეანამ ზედა ტუჩი მოიქცია კბილებში და თვალმოჭუტულმა გამოხედა გაგრძელების მოლოდინში. - მაგ მხრივ ზოგს იღბალი ადგება იმ, - აქ იასემ ორივე ხელის თითებით ბრჭყალები განასახიერა, - ცნობად, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნამდვილად მასე იყო. - ანუ როგორ? - ვეანას გულწრფელი ინტერესი იასეს სასიამოვნოდ ელამუნებოდა გულზე. - როგორ და, - კაცი ისევ ჩაფიქრდა, ოდნავ შეიჭმუხნა კიდეც და გამომცდელად ჩააკვირდა ქალიშვილს მომხიბვლელ სახეში, თითქოს რაღაცას იკვლევს, შემოწმება-გასინჯვა უნდაო. პასუხად ვეანამ აქაური ოკეანეს ტალღებივით მწვანე თვალები ფართოდ გაუხილა და ყურადღებიანი მზერით შემოანათა. იასემაც მიუშვა წარბები თავის ადგილას, თავი დაიქნია და ისე, თითქოს ირგვლივ მყოფ მყვირალა ხალხს უცებ გამოურთეს ხმა და ისინი მარტოდ დარჩნენ სრულ სიჩუმეშიო, ალაპარაკდა: - როგორ და, - გამეორა მან, - რაღაცნაირად ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯერ გაუაზრებლად, ინსტინქტურად, შემდეგ კი, ასე ვთქვათ, განათლების საფუძველზე... ანუ იმის მერე რაც გონება გამინათეს. ქალმა წვენი მოსვა და ვერც კი შეამჩნია რომ ფორთოხლის ნაწური გაუმჭვირვალე ნარინჯისფერი სითხე საკმაოდ შემთბარიყო. იასეს კი ბავშვობა გაახსენდა, ხანა როცა მის, ჯერ კიდევ ბუნდოვან ფიქრებში, კოსმოსისა და ვარსკვლავების შესახებ ოცნებამ იწყო ჩამოყალიბება. მაშინ იგი მეშვიდე კლასში სწავლობდა და გაკვეთილებ მონამზდებზე უკვე ფეხბურთის სათამაშოდ აპირებდა ქუჩაში გასვლას, როცა ამ დროს ტელევიზორში უცნაური განცხადება ნახა. იგი არა სასმელებს ან წამლებს აქებდა ჩვეულებისამებრ, არამედ ხალხს კოსმოდრომის თუ ვარსკვლავმფრენის ასაშენებლად ეპატიჟებოდა. იასეს მხოლოდ ამ დაწესებულების სიმბოლო დაამახსოვრდა: გალაქტიკის ფონზე სამი მწვანე ლათინური ასონიშანი “SAE”. მოგვიანებით, ზაფხულში, იასე სამთიეში, ბებია-ბაბუას სოფელში გაუშვეს არდადეგებზე. იქ კი ისეთ ლაპარაკს დაესწრო, რომელმაც იმ უცნაური რეკლამის ნამდვილი შინაარსი გააგებინა. მათ შორის ისიც, რომ თურმე ეს „საე“ ლათინური სიტყვების - Spatium Ad Evolutionis შემოკლებაა და ქართულად „განვითარების სივრცე“ - ს ნიშნავს. საერთოდაც, იმ საუბარმა, როგორც მომავალში გამოირკვა, გადამწყვეტად იმოქმედა მაშინ ჯერ კიდევ მოზარდის შემდგომ ცხოვრებაზე. ის მიეხმარა იასეს იმის გაგებაში, თუ რატომ უნელდება გულისცემა, როცა იგი ვარსკვლავებიანი ცის კაბადონს შეჰყურებს. ამის მიზეზი ვარსკვლავთა შორის ჩაკარგული შავი უფსკრული ყოფილა. როცა ღამეული ცისკენ თავაშვერილი აკვირდებოდა იმ უკუნეთს, იასე მასთან შერწყმის სურვილს თურმე იმიტომ გრძნობდა რომ თუმცა კი ბუნდოვნად, მაგრამ მაინც იაზრებდა - სხვანაირად ვერ ჩასწვდება სასწაულებს, რომლებიც იმ უკიდეგანო ხრამში იმალებიან. ხოლო სასწაულები რომ იქ ნამდვილად არიან, მოზარდ იასეს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. მაგალითად, უსასრულობა. როგორ გამოიყურება იგი? რა საჭიროა სამყარო? ვინ მოჩანს მისი კიდიდან? ამ კითხვების პასუხი ხომ სადღაც იქ, კოსმოსის მიღმაა? ესე იგი მასაც იქეთ ჰქონია გზა. ასე გაიკვალა ბილიკი, რომელმაც იგი მიზნამდე მიიყვანა, თუმცა კი არცთუ მთლად იქ, სადაც მისვლას ბავშვობაში ოცნებობდა. რა უცებ გაიარა ამ ხანმაო, გაკვირვებით გაიაზრა იასემ, თითქოს დღემდე, ამ შეხვედრამდე, არც ოდესმე შეეგრძნოს დროის დინება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. აუცილებლად. აუცილებლად.
39. და წაგვაკითხებთ , სადმე მაინც? :)
და წაგვაკითხებთ , სადმე მაინც? :)
38. მოვითავე ამ წიგნის პირველი ნაწილი,150 გვერდამდე. თანაც, ვგონებ უფრო ძნელი, იმიტომ რომ იგი სამასწლიან შუალედს მოიცავს. მეორე, დაახლოებით 250 გვერდიანი, უფრო ჩქარა უნდა წავიდეს - მასში ხუთი დღის ამბებია აღწერილი. მოვითავე ამ წიგნის პირველი ნაწილი,150 გვერდამდე. თანაც, ვგონებ უფრო ძნელი, იმიტომ რომ იგი სამასწლიან შუალედს მოიცავს. მეორე, დაახლოებით 250 გვერდიანი, უფრო ჩქარა უნდა წავიდეს - მასში ხუთი დღის ამბებია აღწერილი.
37. მადლობა, გიგო. გაიხარე აგრეთვე! მადლობა, გიგო. გაიხარე აგრეთვე!
36. კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!!
35. სერგეი, არფერი მაქვს შენი კომენტის საწინააღმდეგო, მაგრამ უნდა გამოვტყდე რომ ვერ მივხვდი რა გაქვს მხედველობაში? სერგეი, არფერი მაქვს შენი კომენტის საწინააღმდეგო, მაგრამ უნდა გამოვტყდე რომ ვერ მივხვდი რა გაქვს მხედველობაში?
34. ფანტასტიკაა ალბათ, ქართული , ძირძველი ფანტასტიკა ფანტასტიკაა ალბათ, ქართული , ძირძველი ფანტასტიკა
33. ხუედიოსი, ვწუხვარ რომ არ დაგაინტერესა მაგრამ რაცაა ესაა. საერთოდ, ნებისმიერი ფანტასტიკა ხომ ადამიანებზეა და არა "ეშმაკის მანქანებზე". ამიტომ, როცა თავად ისინი ამბობენ მომავალში ვართო, მაგას რა უჭირს, ყველაფერს ავტორი ხომ ვერ იტყვის? რაც შეეხება ცოლის დაძალებას, ეგ მარტო ქართველებს ნამდვილად არ ეხება. მაგას მგონი ორასი ათასი წლის წინ რომ თანამედროვე ადამიანი ( ჰომო საპიენს საპიენს) ჩამოყალიბდა, იმის მერე აძალებენ და მომავალი რას შეცვლის? ხუედიოსი, ვწუხვარ რომ არ დაგაინტერესა მაგრამ რაცაა ესაა. საერთოდ, ნებისმიერი ფანტასტიკა ხომ ადამიანებზეა და არა "ეშმაკის მანქანებზე". ამიტომ, როცა თავად ისინი ამბობენ მომავალში ვართო, მაგას რა უჭირს, ყველაფერს ავტორი ხომ ვერ იტყვის? რაც შეეხება ცოლის დაძალებას, ეგ მარტო ქართველებს ნამდვილად არ ეხება. მაგას მგონი ორასი ათასი წლის წინ რომ თანამედროვე ადამიანი ( ჰომო საპიენს საპიენს) ჩამოყალიბდა, იმის მერე აძალებენ და მომავალი რას შეცვლის?
32. პირველრიგში კარგია რომ ამ ჟანრში წერთ. საქართველოში ბევრი ცოტა აგდებულად უყურებს ფანტასტიკას, რაც უსამართლობაა :) მაგრამ თქვენი რომანის ამ ნაწილმა საერთოდ არ დამაინტერესა. მოქმედება მომავალში ვითარდება და ამას მხოლოდ პერსონაჟთა საუბრიდან ვიგებთ. გარემოს არცერთი დეტალი არ მიგვანიშნებს მომავალზე. მთავარ პერსონაჟსაც არ ეტყობა, რომ მომავლიდანაა. მითუმეტეს არ ეტყობათ მომავალი მელიტონს და ტასოს. ვიდეო რომ იყო "მეიყვანე შვილო ცოლი" ეგ გამახსენდა :) 133 წლის შემდეგაც ასტრონავტ კაცს ცოლის მოყვანას ვაძალებთ?;დ მოკლედ არ ვიცვლებით ეს ქართველები :) იქნებ რამე სხვა, უფრო საინტერესო ნაწილი დადოთ. პირველრიგში კარგია რომ ამ ჟანრში წერთ. საქართველოში ბევრი ცოტა აგდებულად უყურებს ფანტასტიკას, რაც უსამართლობაა :) მაგრამ თქვენი რომანის ამ ნაწილმა საერთოდ არ დამაინტერესა. მოქმედება მომავალში ვითარდება და ამას მხოლოდ პერსონაჟთა საუბრიდან ვიგებთ. გარემოს არცერთი დეტალი არ მიგვანიშნებს მომავალზე. მთავარ პერსონაჟსაც არ ეტყობა, რომ მომავლიდანაა. მითუმეტეს არ ეტყობათ მომავალი მელიტონს და ტასოს. ვიდეო რომ იყო "მეიყვანე შვილო ცოლი" ეგ გამახსენდა :) 133 წლის შემდეგაც ასტრონავტ კაცს ცოლის მოყვანას ვაძალებთ?;დ მოკლედ არ ვიცვლებით ეს ქართველები :) იქნებ რამე სხვა, უფრო საინტერესო ნაწილი დადოთ.
31. მეუდაბნოვე, მაგისთანა "ბრალდებები" ჰარირამამც "წამომიყენა" და ნეფერტარიც ხშირად მისწორებს წინადადებებს. მე მგონი ეს უფრო ჩვეულების ამბავია და არა იმის რომ რაღაცას არასწორად ვწერ. კი, მართალი ხარ, შეიძლებოდა ნაჩვევი ხერხით დამეწერა. მაგალითად ასე: "თითქოს ამ ქალიშვილთან შეხვედრამდე არასოდეს შეეგრძნოს დროის დინება". მაგრამ ამისთანა რამეს რომ შევხედე, რა ვიფიქრე იცი: გაათრიე აქედან-მეთქი! ამ სახით ესაა ჩვეულებრივი, გამომშრალი და მოსაწყენი ფრაზა. ახლობლებს განა ასეთი წინადადებებით უყვებიან ისტორიებს? აკადემიური სტილით ლაპარაკობენ ნაცნობ-მეგობრებში? მეც მასე მინდა, ანუ მკითხველთან ნორმალური ენით ლაპარაკი და არა გრამატიკისა ან ლიტერატურის სახელმძღვანელოსავით. იმნაირად, როცა სიტყვებს ზოგჯერ "თავისუფალი" წყობა აქვთ ხოლო აზრი უფრო კონტექსტიდანაა გასაგები და არაა ბოლომდე დაღეჭილი. გასაგებია რომ, როცა ადამიანი აკადემიური ფრაზებით დაწერილი წიგნების კითხვასაა მიჩვეული, მისთვის სხვანაირი მიდგომა უჩვეულოა. მეც მივბაძავდი მაგ აკადემიურ ენას რამე შედეგი რომ ჰქონდეს. მაგრამ რომ ვუყურებ რა "მოწონება" აქვთ თანამედროვე ცნობილი ავტორების მაგნაირად დაწერილ ტექსტებს, აღარ ვჩქარობ. ხოლო თუ შენ დინამიურობა მოგეწონა, ეს ფრიად სასიამოვნოა ჩემთვის. მთავარია მკითხველს შენი დაწერილის ბოლომდე წაკითხვა უნდოდეს. დანარჩენს მოევლება. სხვათაშორის, გამოთქმა "არც ოდესმე" გურულიდან "თარგმანია". ორიგინალია: "არცა როის"(არც როდის).
მეუდაბნოვე, მაგისთანა "ბრალდებები" ჰარირამამც "წამომიყენა" და ნეფერტარიც ხშირად მისწორებს წინადადებებს. მე მგონი ეს უფრო ჩვეულების ამბავია და არა იმის რომ რაღაცას არასწორად ვწერ. კი, მართალი ხარ, შეიძლებოდა ნაჩვევი ხერხით დამეწერა. მაგალითად ასე: "თითქოს ამ ქალიშვილთან შეხვედრამდე არასოდეს შეეგრძნოს დროის დინება". მაგრამ ამისთანა რამეს რომ შევხედე, რა ვიფიქრე იცი: გაათრიე აქედან-მეთქი! ამ სახით ესაა ჩვეულებრივი, გამომშრალი და მოსაწყენი ფრაზა. ახლობლებს განა ასეთი წინადადებებით უყვებიან ისტორიებს? აკადემიური სტილით ლაპარაკობენ ნაცნობ-მეგობრებში? მეც მასე მინდა, ანუ მკითხველთან ნორმალური ენით ლაპარაკი და არა გრამატიკისა ან ლიტერატურის სახელმძღვანელოსავით. იმნაირად, როცა სიტყვებს ზოგჯერ "თავისუფალი" წყობა აქვთ ხოლო აზრი უფრო კონტექსტიდანაა გასაგები და არაა ბოლომდე დაღეჭილი. გასაგებია რომ, როცა ადამიანი აკადემიური ფრაზებით დაწერილი წიგნების კითხვასაა მიჩვეული, მისთვის სხვანაირი მიდგომა უჩვეულოა. მეც მივბაძავდი მაგ აკადემიურ ენას რამე შედეგი რომ ჰქონდეს. მაგრამ რომ ვუყურებ რა "მოწონება" აქვთ თანამედროვე ცნობილი ავტორების მაგნაირად დაწერილ ტექსტებს, აღარ ვჩქარობ. ხოლო თუ შენ დინამიურობა მოგეწონა, ეს ფრიად სასიამოვნოა ჩემთვის. მთავარია მკითხველს შენი დაწერილის ბოლომდე წაკითხვა უნდოდეს. დანარჩენს მოევლება. სხვათაშორის, გამოთქმა "არც ოდესმე" გურულიდან "თარგმანია". ორიგინალია: "არცა როის"(არც როდის).
30. აზგო, გამარჯობა. თქვენი თხრობის სტილში რაც მომწონს, ე ს არის დინამიურობა და წინადადებებს შორის აზრობრივი ბმა. მაგრამ არ მომწონს თვითონ წინადადება. ქართულისთვის არაბუნებრივი მისი სტრუქტურა, რაც აზრს ძნელად აღსაქმელს ან გაუგებარს ხდის. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მოდი დანარჩენს თავი დავანებოთ და ერთად განვიხილოთ ბოლო წინადადება: ~რა უცებ გაიარა ამ ხანმაო, გაკვირვებით გაიაზრა იასემ, თითქოს დღემდე, ამ შეხვედრამდე, არც ოდესმე შეეგრძნოს დროის დინება.~ ~რა უცებ გაიარა ამ ხანმაო, გაკვირვებით გაიაზრა იასემ~ _ ეს გასაგებია, მაგრამ შემდეგ - ~თითქოს დღემდე, ამ შეხვედრამდე, არც ოდესმე შეეგრძნოს დროის დინება.~ _ გაუგებარია. ეს წინადადება შერწყმულია და შეიძლება ასე დავშალოთ: 1.თითქოს დღემდე შეეგრძნოს დროის დინება. 2. ამ შეხვედრამდე შეეგრძნოს დროის დინება. 3. არც ოდესმე შეეგრძნოს დროის დინება. 1 და მე-2 გასაგებია, მაგრამ მესამე ამ პირველ-მეორის აზრს გამორიცხავს და მთელ წინადადებას გაუგებარს ხდის. თვითონ სიტყვათა წყობაც ~არც ოდესმე~ გაუგებარი ფორმაა, არაქართულია, ალბათ ~არასოდეს~ უნდა ყოფილიყო ან არ ვიცი...
წარმატებები და თქვენ იცით...
აზგო, გამარჯობა. თქვენი თხრობის სტილში რაც მომწონს, ე ს არის დინამიურობა და წინადადებებს შორის აზრობრივი ბმა. მაგრამ არ მომწონს თვითონ წინადადება. ქართულისთვის არაბუნებრივი მისი სტრუქტურა, რაც აზრს ძნელად აღსაქმელს ან გაუგებარს ხდის. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მოდი დანარჩენს თავი დავანებოთ და ერთად განვიხილოთ ბოლო წინადადება: ~რა უცებ გაიარა ამ ხანმაო, გაკვირვებით გაიაზრა იასემ, თითქოს დღემდე, ამ შეხვედრამდე, არც ოდესმე შეეგრძნოს დროის დინება.~ ~რა უცებ გაიარა ამ ხანმაო, გაკვირვებით გაიაზრა იასემ~ _ ეს გასაგებია, მაგრამ შემდეგ - ~თითქოს დღემდე, ამ შეხვედრამდე, არც ოდესმე შეეგრძნოს დროის დინება.~ _ გაუგებარია. ეს წინადადება შერწყმულია და შეიძლება ასე დავშალოთ: 1.თითქოს დღემდე შეეგრძნოს დროის დინება. 2. ამ შეხვედრამდე შეეგრძნოს დროის დინება. 3. არც ოდესმე შეეგრძნოს დროის დინება. 1 და მე-2 გასაგებია, მაგრამ მესამე ამ პირველ-მეორის აზრს გამორიცხავს და მთელ წინადადებას გაუგებარს ხდის. თვითონ სიტყვათა წყობაც ~არც ოდესმე~ გაუგებარი ფორმაა, არაქართულია, ალბათ ~არასოდეს~ უნდა ყოფილიყო ან არ ვიცი...
წარმატებები და თქვენ იცით...
29. ჯერალდ ნიუმანი. იმედია გაამართლებს მოლოდინს.
ვანო.გლ. მგონი შენს მიერ მოყვანილმა ფრაგმენტმა დაასრულა ეს დავა, დოჩანაშვილს ნამდვილად ეკუთვნის ერთი სიტყვა ლიტერატურაში.
ნექტარი. მადლობელი ვარ კეთილი სურვილებისთვის, აგრეთვე გილოცავ დღესასწაულებს. რაც შეეხება "სრულყოფილს" და საინტერესოს"... რაღა დავიმორცხვო და არც მე ვარ წინააღმდეგი.
ნ-ი-კ-ი, შეცდომებს იმედია მოვუყრი თავს და გავასწორებ. საინტერესო ფრაგმეტი რა ვიცი, სუბიექტური ამბავია და რადგანაც წიგნი თავიდან იწყება მეც პირველი ნაწყვეტი დავდე. ვიმედოვნებ, შენს მიერ ბოლოში ნახსენებ წესს არ დავარღვევ, თუმცა... მადლობელი ვარ წარმატებისკენ შეგულიანებისთვის. ჯერალდ ნიუმანი. იმედია გაამართლებს მოლოდინს.
ვანო.გლ. მგონი შენს მიერ მოყვანილმა ფრაგმენტმა დაასრულა ეს დავა, დოჩანაშვილს ნამდვილად ეკუთვნის ერთი სიტყვა ლიტერატურაში.
ნექტარი. მადლობელი ვარ კეთილი სურვილებისთვის, აგრეთვე გილოცავ დღესასწაულებს. რაც შეეხება "სრულყოფილს" და საინტერესოს"... რაღა დავიმორცხვო და არც მე ვარ წინააღმდეგი.
ნ-ი-კ-ი, შეცდომებს იმედია მოვუყრი თავს და გავასწორებ. საინტერესო ფრაგმეტი რა ვიცი, სუბიექტური ამბავია და რადგანაც წიგნი თავიდან იწყება მეც პირველი ნაწყვეტი დავდე. ვიმედოვნებ, შენს მიერ ბოლოში ნახსენებ წესს არ დავარღვევ, თუმცა... მადლობელი ვარ წარმატებისკენ შეგულიანებისთვის.
28. წავიკითხე
შეცდომები საკმაოზე ბევრია, თუმცა ავტორს აქ შედომების გასასწორებლად არ დაუდია რამდენადაც ვხვდები უფრო ალბათ იმის გასაგებად, რამდენად საინტერესო იქნება მკითხვეალისთვის ეს რომანი.
მე მეჩვენება რომ შეიძლება უკეთესი ნაწილის მოძებნაც იყოს შესაძლებელი, რომლითაც უფრო მეტად დაინტერესდებოდა ადამიანი ან იქნებ 2-3 თავი კიდევ დადოს ავტორმა საკვანძო მომენტებიანი.
თუმცა შეიძლება ამითაც დაინტერესდეს ადამიანი
ყველა ვარიანტში წარმატებას ვუსურვებ ავტორს იმედია ეს რომანი ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე "სივიწროვე" წინას ყოველთვის ჯობია ჯობდეს მომდევნო :)
წარმატებები აზგოს წავიკითხე

წარმატებები აზგოს
27. წავიკითხე გულდასმით იყო ინტერესტა ობიექტები და მალეც გაიხსნა ავტორის მიერ. რაც ნიშნავს რომ კარგად არის ყველა კატეგორიის მკითხველის ემოცია, თმენის უნარი გათვალისწინებული.
მთავარი იქნება ნაწარმოების ღერძის სიმყარე, როგორ გაიტოტება და გაიშლება, დასასრული რადგან გაქვთ ესეც სრულყოფილი და საინტერესო უნდა იყოს ჩემის სუბიექტური გადმოსახედიდან.
შრომის ღირსეულ დაფასებას გისურვებთ.
მე დაველოდები გაგრძელებას.
გილოცავთ იანვრის დღესასწაულებს სრულად საუკეთესო სურვილებით.
ნ ე ქ ტ ა რ ი. წავიკითხე გულდასმით იყო ინტერესტა ობიექტები და მალეც გაიხსნა ავტორის მიერ. რაც ნიშნავს რომ კარგად არის ყველა კატეგორიის მკითხველის ემოცია, თმენის უნარი გათვალისწინებული.
მთავარი იქნება ნაწარმოების ღერძის სიმყარე, როგორ გაიტოტება და გაიშლება, დასასრული რადგან გაქვთ ესეც სრულყოფილი და საინტერესო უნდა იყოს ჩემის სუბიექტური გადმოსახედიდან.
შრომის ღირსეულ დაფასებას გისურვებთ.
მე დაველოდები გაგრძელებას.
გილოცავთ იანვრის დღესასწაულებს სრულად საუკეთესო სურვილებით.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
26. რატომ წაიშალა ჩემი კომენტარი?
ის ეხებოდა 20 კომენტარში გამოთქმულ მოსაზრებას:
'' - რა ხელობის კაცი ხარ? - ღვთისმეტყველი გახლავართ... - ეს იდიოტურად ჟღერს.''
მაშინ რუსთაველიც იდიოტია, როცა მბობს ''მე რუსთველიხელობითა'' და გურამ დოჩანაშვილიც: "ეს ერთადერთია ქვეყნად არსებულ ხელობათაგან, როდესაც ყველაფერი კარგია, რაც შეგემთხვევა, გამოუსწორებელი უბედურების გარდა უსაშველოდ გრძელ, აზუზუნებულ რიგში დგომა, დაღლა, შიმშილი, ყოველივე ეს ძალიან კარგია; კიდევ უფრო კარგია გატეხილი ძილი და ღამის მიუგნებელი ხმების ყურისგდება, ბნელ, უკაცრიელ ადგილას თავსდატეხილი შიში, ყინულოვან ხელებს უცებ ნეკნებში რომ გტაცებს; მომაბეზრებელი ლოდინიც მშვენიერებაა და წონასწორობადაკარგული, გაცოფებული, სადღაც გულის კუნჭულში მაინც გრძნობ, რომ მშვენივრად გამოგადგება ყოველივე ეს; და მარტო ის რად ღირს, თუ უცნობები თავისთვის წყნარად საუბრობენ და თუ შენ, კუთხეში მიმდგარს, თავშებრუნებულს, აღელვებულს, ყველაფერი გესმის და არასწორ, მაგრამ ბუნებრივ გამოთქმებს ხარბად იმახსოვრებ ეგება რომელიმე გამოგადგეს სადღაც, ხოლო თუ მძიმე, ერთხანს უიმედო ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდები, ოო, პირდაპირ ღვთის წყალობაა. ლუკას მშვენიერი ხელობა ჰქონდა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ მიხვდა, რა საქმეს შეება - პროზა დიდი საქმეა." რატომ წაიშალა ჩემი კომენტარი?
ის ეხებოდა 20 კომენტარში გამოთქმულ მოსაზრებას:
`` - რა ხელობის კაცი ხარ? - ღვთისმეტყველი გახლავართ... - ეს იდიოტურად ჟღერს.``
მაშინ რუსთაველიც იდიოტია, როცა მბობს ``მე რუსთველიხელობითა`` და გურამ დოჩანაშვილიც: "ეს ერთადერთია ქვეყნად არსებულ ხელობათაგან, როდესაც ყველაფერი კარგია, რაც შეგემთხვევა, გამოუსწორებელი უბედურების გარდა უსაშველოდ გრძელ, აზუზუნებულ რიგში დგომა, დაღლა, შიმშილი, ყოველივე ეს ძალიან კარგია; კიდევ უფრო კარგია გატეხილი ძილი და ღამის მიუგნებელი ხმების ყურისგდება, ბნელ, უკაცრიელ ადგილას თავსდატეხილი შიში, ყინულოვან ხელებს უცებ ნეკნებში რომ გტაცებს; მომაბეზრებელი ლოდინიც მშვენიერებაა და წონასწორობადაკარგული, გაცოფებული, სადღაც გულის კუნჭულში მაინც გრძნობ, რომ მშვენივრად გამოგადგება ყოველივე ეს; და მარტო ის რად ღირს, თუ უცნობები თავისთვის წყნარად საუბრობენ და თუ შენ, კუთხეში მიმდგარს, თავშებრუნებულს, აღელვებულს, ყველაფერი გესმის და არასწორ, მაგრამ ბუნებრივ გამოთქმებს ხარბად იმახსოვრებ ეგება რომელიმე გამოგადგეს სადღაც, ხოლო თუ მძიმე, ერთხანს უიმედო ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდები, ოო, პირდაპირ ღვთის წყალობაა. ლუკას მშვენიერი ხელობა ჰქონდა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ მიხვდა, რა საქმეს შეება - პროზა დიდი საქმეა."
25. კარგია! ველოდებით წიგნს :) კარგია! ველოდებით წიგნს :)
24. დიდი მადლობა, მუხა. ასევე გილოცავ ყველა, სულ ახლახანს ჩავლილ დღესასწულს, დაესწარი მრავალს! მადლობელი ვარ რომ ჩემი ნაწერებს ასე კარგად აფასებ. რაც შეეხება გაუმართავ წინადადებებს ჯერ მართლაც ქვეყნისაა და სიტყვა "მცნებასაც" დაუფიქრებლად ვწერდი არასწორად, ძალიან კარგია რომ მიმითითე. კიდევ მადლობა წარმატების სურვილისთვის.
პ.ს. ეს რა ხდება, ტექნიკური მიზეზების გამო აორთქლდნენ ბოლო კომენტები თუ რამე "ისეთი" ეწერა მათში? რაც მე ვიცი იმ ბოლო ორში (ჩემი და ქურუმისა) ვითომ არაფერი იყო კრმინალური... დიდი მადლობა, მუხა. ასევე გილოცავ ყველა, სულ ახლახანს ჩავლილ დღესასწულს, დაესწარი მრავალს! მადლობელი ვარ რომ ჩემი ნაწერებს ასე კარგად აფასებ. რაც შეეხება გაუმართავ წინადადებებს ჯერ მართლაც ქვეყნისაა და სიტყვა "მცნებასაც" დაუფიქრებლად ვწერდი არასწორად, ძალიან კარგია რომ მიმითითე. კიდევ მადლობა წარმატების სურვილისთვის.
პ.ს. ეს რა ხდება, ტექნიკური მიზეზების გამო აორთქლდნენ ბოლო კომენტები თუ რამე "ისეთი" ეწერა მათში? რაც მე ვიცი იმ ბოლო ორში (ჩემი და ქურუმისა) ვითომ არაფერი იყო კრმინალური...
23. აზგო, დაგვიანებით გილოცავ ახალ წელს, რომანიც დაგიმთავრებია და წიგნის გამოცემისთვის ემზადები, ამასაც გილოცავ . საერთოდ ვიცნობ შენს შემოქმედებას, ერუდირებული ხარ და საოცრად მდიდარი წარმოსახვის უნარი გაგაჩნია, მე არანაირი შენიშვნები არ მაქვს, უბრალოდ როგორც რიგითი მკითხველი , მხოლოდ საკუთარი გემოვნების ხედვის ჩარჩოდან ნაწარმოებს ვაფასებ. რაც შეეხება რომანს ფანტასტიკური შინაარსით , სათაურიდან გამომდინარე უსათუოდ საინტერესო იქნება , გპირდები წინგს აუცილებლად შევიძენ. თუმცა გუწრფელად გეტყვი დასაწყისის შესავალის ორი მოკლე აბზაცი ნაკლებად მომეწონა"გონების კუნთიდან დაწყებული, ასევე პლასტმასის სარეცელი, გუბურა რომელიც უკვე აღნიშნეს,ცოტას თუ შეასწორებ რამეებს, მხატვრული შესრულების თვალსაზრისით შესანიშნავი გამოვა. წარმატებები მისურვებია.
აზგო, დაგვიანებით გილოცავ ახალ წელს, რომანიც დაგიმთავრებია და წიგნის გამოცემისთვის ემზადები, ამასაც გილოცავ . საერთოდ ვიცნობ შენს შემოქმედებას, ერუდირებული ხარ და საოცრად მდიდარი წარმოსახვის უნარი გაგაჩნია, მე არანაირი შენიშვნები არ მაქვს, უბრალოდ როგორც რიგითი მკითხველი , მხოლოდ საკუთარი გემოვნების ხედვის ჩარჩოდან ნაწარმოებს ვაფასებ. რაც შეეხება რომანს ფანტასტიკური შინაარსით , სათაურიდან გამომდინარე უსათუოდ საინტერესო იქნება , გპირდები წინგს აუცილებლად შევიძენ. თუმცა გუწრფელად გეტყვი დასაწყისის შესავალის ორი მოკლე აბზაცი ნაკლებად მომეწონა"გონების კუნთიდან დაწყებული, ასევე პლასტმასის სარეცელი, გუბურა რომელიც უკვე აღნიშნეს,ცოტას თუ შეასწორებ რამეებს, მხატვრული შესრულების თვალსაზრისით შესანიშნავი გამოვა. წარმატებები მისურვებია.
22. ნეფერტარი, რა დღეში ხარ, მართლა ვისკი ხომ არ მოქმედებს? რას ჰქვია კომენტარს არ გაღირსებდნენ უჩემოდო? შენ გგონია ამ ხალხმა, ვისიც მე შენი ჩათვლით მადლიერი ვარ, უშენოდ მართლა არ იცის სად რა გამოთქვას ან არ გამოთქვას? მეორეც, წინა წიგნს რომ ვწერდი მაშინ, რამდენადაც მახსოვს თითქმის არ იყო კომენტარები მაგრამ მერე რა? განა ამან ხელი შემიშალა ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანაში? არა. სხვა საქმეა როგორი გამოვიდა საბოლოო შედეგი? მაგის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. არის აქ ერთი-ორი ადამიანი ვინაც იგი წაიკითხა და თუ სურვილი აქვთ მოგახსენებენ შთაბეჭდილებებს ან აქ და ან ცალკე. თუმცა შთაბეჭდილებებს რა, თუ შემდეგი ჩემი წიგნის წაკითხვა მოინდომეს, მაშინ ესე იგი არაუშავს დამიწერია, ხოლო თუ თქვეს ამის ნაწერს აღარასოდეს წავიკითხავთო, მაშინ უვარგისი ყოფილა და მორჩა, მეტი გამოძიება ამ "შემთხვევას" აღარ უნდა. ან რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად ცხოვრობს და კაცმა რომ თქვას საიდან სად ეხება ეს ლიტერატურას? ვინც საქართველოშია და მაქ წერს, გვარს არ დავასახელებ, ისინი რომ სულ ბესტსელერებს ბეჭდავდნენ კიდევ ჰო, მაგრამ რისი ბესტსელერები არა ის კიდევ... ანდა ეს რას ნიშნავს: 15 კაცს ვეტყვი არ წაიკითხოსო. მაშინ რა, მე 30 ვუთხრა შენი არ წაიკითხოს, სხვა კიდევ 50 ეტყვის და ვიყოთ ასე, ვანსახიეროთ საბავშვო ბაღის უმცროსი ჯგუფი? თუ ვითანამშრომლოთ და მივეხმაროთ ერთმანეთს? მე მგონი ეს უკანასკნელი ჯობია და დარწმუნებული ვარ, ნაბახუსევზე რომ გამოხვალ შენც დამეთანხმები რომ საქმის მიხედვა უკეთესია..
და რადგან როგორც იქნა საქმეზე ლაპარაკამდე მივიდა, მგონი ამ "ხელობასა" და "პროფესიას" შორის დავა ნამტანი გაიწელა. მე ხომ წინა კომენტარში გითხარი, ნეფერტარი, რომ გარკვეული გაგებით სინონიმებია მეთქი. ბოლოს და ბოლოს ხომ არ შეიძლება სულ ერთიდაიგივე სიტყვა იხმარო ერთი მცნების აღსანიშნავად. ინტონაციები ხომ უნდა იყოს. თორემ მასე მთლად პედანტურად დაწერილი ტექსტი ხომ ნაკლებად იქნება მხატვრული ლიტერატურა. როგორი იქნება იცი, აი მელოდიას რომ ზუსტად ნოტების მიხედვით უკრავენ. ვითომ ყველაფერი სწორია მაგარმ სინამდვილეში იმ ბგერებს ხომ მუსიკასთან არაფერი აქვთ საერთო? ცხადია ეს ყველაფერი საღი აზრის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, მაგრამ ეს ჩვენი მაგალითი, რომლის გამოც ამდენი, კაცმა რომ თქვას, ფუჭი დავაა, იგივე ხომ არაა რომ მე, მაგალითად, "სამართალის" ნაცვლად "სამართებელი" დამეწერა?
ამ გახსენებაზე, შენი საქმე როგორაა? რანდენად ახლოს ხარ საბოლოო ტექსტთან? როდის რას გეგმავ ვადების მიხედვით? თორემ ხომ იცი, ვადების გარეშე გეგმა - ოცნებაა.
მიშა, ერთი მხრივ გასაგებია შენი პასუხი - შევიწუხო უნდა თავი, მეორე მხრივ, გამოდის როგორცაა ისეც რომ დავტოვო ვერავინ შემომედავება მთლად ლათინურის სპეციალისტი თუ არ გადაეყარა ჩემს წიგნს. უნდა დავფიქრდე.
პ.ს. რა "ციგანი" ვინმეა ეს ნეფერტარი, რამდენი მაწერინა, მოვკვდი კაცი!
ნეფერტარი, რა დღეში ხარ, მართლა ვისკი ხომ არ მოქმედებს? რას ჰქვია კომენტარს არ გაღირსებდნენ უჩემოდო? შენ გგონია ამ ხალხმა, ვისიც მე შენი ჩათვლით მადლიერი ვარ, უშენოდ მართლა არ იცის სად რა გამოთქვას ან არ გამოთქვას? მეორეც, წინა წიგნს რომ ვწერდი მაშინ, რამდენადაც მახსოვს თითქმის არ იყო კომენტარები მაგრამ მერე რა? განა ამან ხელი შემიშალა ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანაში? არა. სხვა საქმეა როგორი გამოვიდა საბოლოო შედეგი? მაგის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. არის აქ ერთი-ორი ადამიანი ვინაც იგი წაიკითხა და თუ სურვილი აქვთ მოგახსენებენ შთაბეჭდილებებს ან აქ და ან ცალკე. თუმცა შთაბეჭდილებებს რა, თუ შემდეგი ჩემი წიგნის წაკითხვა მოინდომეს, მაშინ ესე იგი არაუშავს დამიწერია, ხოლო თუ თქვეს ამის ნაწერს აღარასოდეს წავიკითხავთო, მაშინ უვარგისი ყოფილა და მორჩა, მეტი გამოძიება ამ "შემთხვევას" აღარ უნდა. ან რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად ცხოვრობს და კაცმა რომ თქვას საიდან სად ეხება ეს ლიტერატურას? ვინც საქართველოშია და მაქ წერს, გვარს არ დავასახელებ, ისინი რომ სულ ბესტსელერებს ბეჭდავდნენ კიდევ ჰო, მაგრამ რისი ბესტსელერები არა ის კიდევ... ანდა ეს რას ნიშნავს: 15 კაცს ვეტყვი არ წაიკითხოსო. მაშინ რა, მე 30 ვუთხრა შენი არ წაიკითხოს, სხვა კიდევ 50 ეტყვის და ვიყოთ ასე, ვანსახიეროთ საბავშვო ბაღის უმცროსი ჯგუფი? თუ ვითანამშრომლოთ და მივეხმაროთ ერთმანეთს? მე მგონი ეს უკანასკნელი ჯობია და დარწმუნებული ვარ, ნაბახუსევზე რომ გამოხვალ შენც დამეთანხმები რომ საქმის მიხედვა უკეთესია..
და რადგან როგორც იქნა საქმეზე ლაპარაკამდე მივიდა, მგონი ამ "ხელობასა" და "პროფესიას" შორის დავა ნამტანი გაიწელა. მე ხომ წინა კომენტარში გითხარი, ნეფერტარი, რომ გარკვეული გაგებით სინონიმებია მეთქი. ბოლოს და ბოლოს ხომ არ შეიძლება სულ ერთიდაიგივე სიტყვა იხმარო ერთი მცნების აღსანიშნავად. ინტონაციები ხომ უნდა იყოს. თორემ მასე მთლად პედანტურად დაწერილი ტექსტი ხომ ნაკლებად იქნება მხატვრული ლიტერატურა. როგორი იქნება იცი, აი მელოდიას რომ ზუსტად ნოტების მიხედვით უკრავენ. ვითომ ყველაფერი სწორია მაგარმ სინამდვილეში იმ ბგერებს ხომ მუსიკასთან არაფერი აქვთ საერთო? ცხადია ეს ყველაფერი საღი აზრის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, მაგრამ ეს ჩვენი მაგალითი, რომლის გამოც ამდენი, კაცმა რომ თქვას, ფუჭი დავაა, იგივე ხომ არაა რომ მე, მაგალითად, "სამართალის" ნაცვლად "სამართებელი" დამეწერა?
ამ გახსენებაზე, შენი საქმე როგორაა? რანდენად ახლოს ხარ საბოლოო ტექსტთან? როდის რას გეგმავ ვადების მიხედვით? თორემ ხომ იცი, ვადების გარეშე გეგმა - ოცნებაა.
მიშა, ერთი მხრივ გასაგებია შენი პასუხი - შევიწუხო უნდა თავი, მეორე მხრივ, გამოდის როგორცაა ისეც რომ დავტოვო ვერავინ შემომედავება მთლად ლათინურის სპეციალისტი თუ არ გადაეყარა ჩემს წიგნს. უნდა დავფიქრდე.
პ.ს. რა "ციგანი" ვინმეა ეს ნეფერტარი, რამდენი მაწერინა, მოვკვდი კაცი!
21. ვციტირებ
მიშა რატიანი: "ამ ნაწერს მინდა ჰქონდეს მაღალი ხარისხი" - (ვერ მოიშალა დედოფალმა აღამატებული ტონი... პირდაპირ მოდის საპასუხო ფრაზა, - მოხარშული წაბლიც ხომ არ გინდა?) - და თქვენ იქნებით ხარისხის განმსაზღვრელი? ”
პასუხი: - დიახ, მე როგორც მკითხველი ვიქნები ხარისხის განმსაზღვრელი, მე რა მინდა და რა არა? რა უნდა მკითხველს კარგი წიგნის გარდა? თუ არ მომეწონება გადავაგდებ ნაგავში ასეთ წიგნს და არანაკლებ 15 კაცს მაინც ვეტყვი რომ არ ვარგა. მე როგორც მკითხველი ვარ ყველა ავტორის საბოლოო წერტილი და განაჩენი : ვარგა ან არ ვარგა.
ამ წუთში ვზივარ ბუხრის წინ, გიზგიზებს წიფლის შეშა. მივირთმევ ბუხარში შებრაწულ წაბლს (ქუთასიდან გამომიგზავნეს ). ყავის ფინჯნიდან ”ჯეკ დენიელსი” მიცინის და მის სიმაგრეს მშვენივრად აბალანსებს კეციდან აყრილი შებრაწული წაბლის არომატი. ჩემი მეგობარი შენს კომენტარზე იღიმება და ამბობს: აკი კომუნისტებმა თავი დაგვანებეს და ეგ იქიდანაც არ გვეშვებაო... მეც ვიცინი...რას დაგვანებებს ეგეთი ხელობის კაცია-თქო... გარეთ ყინავს, ბუხარი წითლად გიზგიზებს, ნაკვერჩხლებით იღიმება და გულში ისე იხუტებს წაბლით სავსე კეცს, თითქოს წართმევა არ შეგვეძლოს. ხვალ კვირა დღეა და არსად გვეჩქარება. მივირთმევთ წაბლს, ვისკის ვაყოლებთ და დარწმუნებული ვართ რომ ცხოვრება მაშინაც კი მშვენიერია, როცა თქვენნაირები არსებობენ.
ვციტირებ

20. ძალიან მშვიდად ვარ მე მიშა რატიანი,
აზგოსი არ იყოს, თქვენც კაი ხნის, ორი ათეული წელია მაინც საქართველოში აღარ ხართ და თქვენი მოძველებული შეხედულებები ჩემთვის გასაგებია. რად მინდა განმარტებით ლექსიკონში ჩახედვა? ფიზიკოსია აგერ ნიკი - და უთხარი აბა ხელოსანი ხარო... :) ხელობა -დღევანდელი აღქმით, როცა უამრავი სხვადასხვა სახის პროფესია შემოვიდა, - ხელოსნობას უკავშირდება. დრო გადის, იცვლება ცნებები შინაარსი და აღქმა, ვითარდება ენა და სიტყვა. მე კი არ ვახდენ ტერმინებისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, საერთო პოზიციას გამოვხატავ, რადგან საქართველოში არცერთი ინსტიტუტი არ მუშაობს ტერმინებზე, მათ დეფინიციებზე და განმარტებებზე. მაგის დასტურიც თქვენი კომენტარია. ამიტომაა თქვენ ხელობას რომ ეძახით მიკრობიოლოგიას და ფიზიკურ ქიმიას, კოსმოლოგიას და ალბათ ღვთისმეტყველებასაც. მღვდლობასაც, ბერ-მონაზვნობასაც. ეგენიც ხომ მაგით ჭამენ პურს. თქვენც ყურადღებით უნდა წაგეკითხათ მე რა დავწერე, ხელობა არის პროფესიის სახე (რომელიმე). - რა ხელობის კაცი ხარ? - ღვთისმეტყველი გახლავართ... - ეს იდიოტურად ჟღერს. იმ დროში ხართ ჩარჩენილი მარტო ხელობა/ხელოსნობა რომ არსებობდა? რის შემოპარებას ვცდილობ თუ რეალური ფაქტი მოვიყვანე? პროფტექნიკუმს და უნივერსიტეტს ერთი და იგივე დატვირთვა აქვს? რას კიჟინებთ , რა დღეში ხართ, ენათმეცნიერი ბრძანდებით? და საერთოდ, რა ხელობის კაცი ხართ ?
ძალიან მშვიდად ვარ მე მიშა რატიანი,

19. აზგო, Spatium pro Evolutionis ალბათ უფრო ახლოსაა სასურველ ქართულ ვარიანტთან და ვფიქრობ, სპეციალისტთან გადამოწმება არ აწყენდა, რამდენადაც რომანის სათაურია...
თუმცა, ლათინურს ერთი კარგი თვისება აქვს, რომელიც შენს სასარგებლოდ მუშაობს: სხვა ენიდან თარგმნა ლათინურად ბევრად იოლია, რამდენადაც უამრავ აზრობრივ ვერსიას შეიძლება ერთი ლათინური ფორმა ჰქონდეს. შესაბამისად, ურთულესია ლათინურიდან ზუსტი თარგმნა (ზუსტად რას გულისხმობს პირველწყარო, დიდი თავის ტკივილია)...
ანუ, შენი ქართული სათაური, თუნდაც მხოლოდ შენი სურვილით, შეიძლება ჟღერდეს, როგორც - Spatium pro Evolutionis. ზუსტად ასევე შეიძლება ჟღერდეს სხვა, ოდნავ განსხვავებული აზრობრივი ვერსიები, მაგრამ ეს შენ არ გეხება იმიტომ, რომ ასეთია ლათინურის ხასიათი... აზგო, Spatium pro Evolutionis ალბათ უფრო ახლოსაა სასურველ ქართულ ვარიანტთან და ვფიქრობ, სპეციალისტთან გადამოწმება არ აწყენდა, რამდენადაც რომანის სათაურია...
თუმცა, ლათინურს ერთი კარგი თვისება აქვს, რომელიც შენს სასარგებლოდ მუშაობს: სხვა ენიდან თარგმნა ლათინურად ბევრად იოლია, რამდენადაც უამრავ აზრობრივ ვერსიას შეიძლება ერთი ლათინური ფორმა ჰქონდეს. შესაბამისად, ურთულესია ლათინურიდან ზუსტი თარგმნა (ზუსტად რას გულისხმობს პირველწყარო, დიდი თავის ტკივილია)...
ანუ, შენი ქართული სათაური, თუნდაც მხოლოდ შენი სურვილით, შეიძლება ჟღერდეს, როგორც - Spatium pro Evolutionis. ზუსტად ასევე შეიძლება ჟღერდეს სხვა, ოდნავ განსხვავებული აზრობრივი ვერსიები, მაგრამ ეს შენ არ გეხება იმიტომ, რომ ასეთია ლათინურის ხასიათი...
18. ნეფერტარს შეუძლია სრულიად მშვიდად იყოს, რამდენადაც მის კომენტარს არ შემოვყოლილვარ... შემოვედი მაშინ, როცა აზგომ ახსენა ჩემი სახელი.
პირველ რიგში, რაც შეეხება ხელობას:
ნეფერტარ, როცა განმარტებით ლექსიკონში ნახეთ ხელობის მნიშვნელობა (ხელის გაწაფვას რომ მოითხოვს), უნდა მიგექციათ ყურადღება, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია მნიშვნელობისა.
სამაგიეროდ, იგივე ლექსიკონში აუცილებლად იქნება უცხო სიტყვის, "პროფესიის" განმარტება და თუ არ დაიზარებთ, ჩახედეთ. იქ დაგხვდებათ თქვენთვის ძალიან უცნაური განმარტება, რომ თურმე, პროფესია "მუდმივი ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს" ყოფილა... და უფრო გაოცდებით, თუკი ბოლომდე ჩაყვებით განმარტებას და ნახავთ, რომ პროფესია ყოფილა ზეინკალიც, დურგალიც და მღებავიც...
იმას, რის შემოპარებასაც თქვენ ცდილობთ (ძველი თბილისის მაგალითზე), ხელოსნობა ჰქვია.
ქართული სიტყვათწარმოებისადმი თქვენი პრიმიტიული მიდგომა უკვე მწვერვალებს იპყრობს. ასე თუ გააგრძელებთ და საქმიანობათა სახელდებას ადამიანის სხეულის ორგანოთა მონაწილეობის მიხედვით მოახდენთ, მაშინ მეძავობა (რომელსაც არც ინტელექტი სჭირდება და არც ხელი) სათქმელად ერთობ პიკანტურ კატეგორიაში მოექცევა...
"ხელ" წინსართით ნაწარმოები სიტყვები ქართულში გულისხმობს გონებისა და სხეულის, აზრისა და ფიზიკური ქმედების (ინტელექტისა და ხელის) ჰარმონიულ თანამშრომლობას - ხელობა, ხელოსნობა, ხელმწიფობა, ხელმძღვანელობა, ხელმრუდობა, ხელოვნება...
"პროფესია" ლათუნურიდან ითარგმნება, როგორც "ვაცხადებ ჩემს საქმედ" და არანაირად არ ემიჯნება შედარებით დაბალი ხარისხის ინტელექტუალურ შრომას... ანუ პროფესიაა ფიზიკოსიც და მაღაროელიც... ზუსტად ისევე, როგორც ქართული ხელობა. ხელობა - არის ქართული სიტყვა! პროფესია - არის ქართულ ენაში დამკვიდრებული, ლათინური წარმოშობის, საერთაშორისო სიტყვა!
და ორივე კატეგორიულად ერთ მნიშვნელობას ატარებს.
"აქ ვიტყოდი რომ ქართველები ტერმინების ”აგდებით” ვუყურებთ" - თქვენი სიტყვებია და გეთანხმებით... თავად ახდენთ ამ აგდებული დამოკიდებულების დემოსტრირებას.
"ამ ნაწერს მინდა ჰქონდეს მაღალი ხარისხი" - (ვერ მოიშალა დედოფალმა აღამატებული ტონი... პირდაპირ მოდის საპასუხო ფრაზა, - მოხარშული წაბლიც ხომ არ გინდა?) - და თქვენ იქნებით ხარისხის განმსაზღვრელი? ნეფერტარს შეუძლია სრულიად მშვიდად იყოს, რამდენადაც მის კომენტარს არ შემოვყოლილვარ... შემოვედი მაშინ, როცა აზგომ ახსენა ჩემი სახელი.
პირველ რიგში, რაც შეეხება ხელობას:
ნეფერტარ, როცა განმარტებით ლექსიკონში ნახეთ ხელობის მნიშვნელობა (ხელის გაწაფვას რომ მოითხოვს), უნდა მიგექციათ ყურადღება, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია მნიშვნელობისა.
სამაგიეროდ, იგივე ლექსიკონში აუცილებლად იქნება უცხო სიტყვის, "პროფესიის" განმარტება და თუ არ დაიზარებთ, ჩახედეთ. იქ დაგხვდებათ თქვენთვის ძალიან უცნაური განმარტება, რომ თურმე, პროფესია "მუდმივი ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს" ყოფილა... და უფრო გაოცდებით, თუკი ბოლომდე ჩაყვებით განმარტებას და ნახავთ, რომ პროფესია ყოფილა ზეინკალიც, დურგალიც და მღებავიც...
იმას, რის შემოპარებასაც თქვენ ცდილობთ (ძველი თბილისის მაგალითზე), ხელოსნობა ჰქვია.
ქართული სიტყვათწარმოებისადმი თქვენი პრიმიტიული მიდგომა უკვე მწვერვალებს იპყრობს. ასე თუ გააგრძელებთ და საქმიანობათა სახელდებას ადამიანის სხეულის ორგანოთა მონაწილეობის მიხედვით მოახდენთ, მაშინ მეძავობა (რომელსაც არც ინტელექტი სჭირდება და არც ხელი) სათქმელად ერთობ პიკანტურ კატეგორიაში მოექცევა...
"ხელ" წინსართით ნაწარმოები სიტყვები ქართულში გულისხმობს გონებისა და სხეულის, აზრისა და ფიზიკური ქმედების (ინტელექტისა და ხელის) ჰარმონიულ თანამშრომლობას - ხელობა, ხელოსნობა, ხელმწიფობა, ხელმძღვანელობა, ხელმრუდობა, ხელოვნება...
"პროფესია" ლათუნურიდან ითარგმნება, როგორც "ვაცხადებ ჩემს საქმედ" და არანაირად არ ემიჯნება შედარებით დაბალი ხარისხის ინტელექტუალურ შრომას... ანუ პროფესიაა ფიზიკოსიც და მაღაროელიც... ზუსტად ისევე, როგორც ქართული ხელობა. ხელობა - არის ქართული სიტყვა! პროფესია - არის ქართულ ენაში დამკვიდრებული, ლათინური წარმოშობის, საერთაშორისო სიტყვა!
და ორივე კატეგორიულად ერთ მნიშვნელობას ატარებს.
"აქ ვიტყოდი რომ ქართველები ტერმინების ”აგდებით” ვუყურებთ" - თქვენი სიტყვებია და გეთანხმებით... თავად ახდენთ ამ აგდებული დამოკიდებულების დემოსტრირებას.
"ამ ნაწერს მინდა ჰქონდეს მაღალი ხარისხი" - (ვერ მოიშალა დედოფალმა აღამატებული ტონი... პირდაპირ მოდის საპასუხო ფრაზა, - მოხარშული წაბლიც ხომ არ გინდა?) - და თქვენ იქნებით ხარისხის განმსაზღვრელი?
17. აზგო რაღა გიჭირს, მე რომ არ შემოვსულიყავი აქ, ამათ კომენტარს ვინ ”გაღირსებდა.” ხელობა არის პროფესიის სახე, რომელიც ხელის გაწაფვას მოითხოვს და მაღალი ინტელექტი არ ესაჭიროება. ამას ემსახურებიან პროფტექნიკური სასწავლებლები და არა უნივერსიტეტები. ძალიან პრიმიტიულად რომ ვთქვათ ძველ თბილისში, რომ რაიმე ხელობის სასწავლებლად მიაბარებდნენ ხოლმე ახალაზრდებს. მეწაღებას, მეთუნეობას, მკალავობას, ჩარჩობას ასწავლიდნენ. მოურავობაც ხელობად ითვლებოდა. მაგრამ ასტროფიზიკოსობას ,ისტორიკოსობას, ქიმიკოსობას, ფილოლოგობას და მათემატიკოსობას - ხელობა ნამდვილად არ ჰქვია, რადგან აქ გონების გაწაფულობის ხარისხი გაცილებით მაღალია და მაღალ ინტელექტსაც მოითხოვს. ასტრონავტობაც მოითხოვს მათემატიკის და ასტროფიზიკის ცოდნას და მხოლოდ ხომალდის სამართავი პულტის ღილაკებზე ხელისდაჭერაში არ გამოიხატება. თუ ვინმეს ჰგონია რომ ფილოლოგობა და ლინგვისტიკა ხელობაა, დაე მაგ დონეზე დარჩეს მისი ცნობიერება. ამ ნაწერს მინდა ჰქონდეს მაღალი ხარისხი. თუ გზადგზა ასეთი ტერმინები შემხვდება, დიდი შანსია მაშინვე შევწყვიტო კითხვა. გალაკტიკა/გალაქტიკას რაც შეეხება, აქ ვიტყოდი რომ ქართველები ტერმინების ”აგდებით” ვუყურებთ, ამ დროს რუსეთში მთელი ინსტიტუტების მუშაობენ ტერმინოლოგიაზე. ჩვენთან ბევრი ტერმინი არასწორად მკვიდრდება. მეტიც თუ სადისერტაციო ნაშრომს წერ, წინასაწრ გეკითხებიან ახალ ტერმინს ხომ არ ამკვიდრებო და მთელი სადისერტაციო საბჭო ”კანკალებს” მაგის გამო. მაშინვე დაგეშავენ ხელმძღვანელოს რომ ახალ ტერმინზე ცნებაზე ან განმარტებაზე ხელი აგაღებინონ.
აზგო რაღა გიჭირს, მე რომ არ შემოვსულიყავი აქ, ამათ კომენტარს ვინ ”გაღირსებდა.” ხელობა არის პროფესიის სახე, რომელიც ხელის გაწაფვას მოითხოვს და მაღალი ინტელექტი არ ესაჭიროება. ამას ემსახურებიან პროფტექნიკური სასწავლებლები და არა უნივერსიტეტები. ძალიან პრიმიტიულად რომ ვთქვათ ძველ თბილისში, რომ რაიმე ხელობის სასწავლებლად მიაბარებდნენ ხოლმე ახალაზრდებს. მეწაღებას, მეთუნეობას, მკალავობას, ჩარჩობას ასწავლიდნენ. მოურავობაც ხელობად ითვლებოდა. მაგრამ ასტროფიზიკოსობას ,ისტორიკოსობას, ქიმიკოსობას, ფილოლოგობას და მათემატიკოსობას - ხელობა ნამდვილად არ ჰქვია, რადგან აქ გონების გაწაფულობის ხარისხი გაცილებით მაღალია და მაღალ ინტელექტსაც მოითხოვს. ასტრონავტობაც მოითხოვს მათემატიკის და ასტროფიზიკის ცოდნას და მხოლოდ ხომალდის სამართავი პულტის ღილაკებზე ხელისდაჭერაში არ გამოიხატება. თუ ვინმეს ჰგონია რომ ფილოლოგობა და ლინგვისტიკა ხელობაა, დაე მაგ დონეზე დარჩეს მისი ცნობიერება. ამ ნაწერს მინდა ჰქონდეს მაღალი ხარისხი. თუ გზადგზა ასეთი ტერმინები შემხვდება, დიდი შანსია მაშინვე შევწყვიტო კითხვა. გალაკტიკა/გალაქტიკას რაც შეეხება, აქ ვიტყოდი რომ ქართველები ტერმინების ”აგდებით” ვუყურებთ, ამ დროს რუსეთში მთელი ინსტიტუტების მუშაობენ ტერმინოლოგიაზე. ჩვენთან ბევრი ტერმინი არასწორად მკვიდრდება. მეტიც თუ სადისერტაციო ნაშრომს წერ, წინასაწრ გეკითხებიან ახალ ტერმინს ხომ არ ამკვიდრებო და მთელი სადისერტაციო საბჭო ”კანკალებს” მაგის გამო. მაშინვე დაგეშავენ ხელმძღვანელოს რომ ახალ ტერმინზე ცნებაზე ან განმარტებაზე ხელი აგაღებინონ.
16. აზგო ტავს ვერ დავდებ , გაგანიაზე და ვხვდები რა ქონტექსტიც დევს ნაწარმოებსი , ნუ აი გაქანებული ომის დროს , რომ ვტქვატ ან გაგანი ომისალბატ ერტიდაიგივეა, მაგრამ ხვატი რომ ზალიან მაგრი სიცხეა , მაგაში ვტანხდებიტ და მერე დავინტერსდი და ერტ ადგილას ამომიგდო მარტო მაგის განმარტეან როგორც მაგარი სიცხე , უფრო სწრორედ " გაგანია (ძალიან ცხელი) - ონლაინ ლექსიკონი - VOOV"--არ ვიცი ამ ონლაინ ლექსიკონებს მიტუმეტს ქარტულს ნაკლევაბად ვენდობი მაგარმ მაინც , არ მქონდა სხვაგან გადამოწმების საწუალება, მეერ აუცილებლად ვნახავ, რაც შეეხება სხვა ენიდან ტარგნიმგონია მეტქი რომ ვტქვი , არ მიქტვია ნმადვილად ცუდი გაგებიტ , უბრალოდ როცა ერტ ენახე ხშირად გიწევს საუბარი სენდაუნევურად იყენებ იმ ენის გრამატიკას და სიტყვების წყობას, მაგალიტად მე იმის გამო რომ კარგა ხანია რუსულას )საუბარს ვგულისხმობ) ვერარ ვიყენებ, ვაკვირდება რომ თუ მომიხდა ლაპარკი, ვლაპარკობ რუსული სიტყვებიტ და ქარტული სიტყვატაწყობიტ. მხოლოდ ამის ტქმა მინდოდა, რაც შეხება მსამUსაოს დარწმუნებული ვარ რომ მარტლა დიდი სამUსაო აქვს წინ და წარმებიტ გისურვებ ტავის გარტმევას. აზგო ტავს ვერ დავდებ , გაგანიაზე და ვხვდები რა ქონტექსტიც დევს ნაწარმოებსი , ნუ აი გაქანებული ომის დროს , რომ ვტქვატ ან გაგანი ომისალბატ ერტიდაიგივეა, მაგრამ ხვატი რომ ზალიან მაგრი სიცხეა , მაგაში ვტანხდებიტ და მერე დავინტერსდი და ერტ ადგილას ამომიგდო მარტო მაგის განმარტეან როგორც მაგარი სიცხე , უფრო სწრორედ " გაგანია (ძალიან ცხელი) - ონლაინ ლექსიკონი - VOOV"--არ ვიცი ამ ონლაინ ლექსიკონებს მიტუმეტს ქარტულს ნაკლევაბად ვენდობი მაგარმ მაინც , არ მქონდა სხვაგან გადამოწმების საწუალება, მეერ აუცილებლად ვნახავ, რაც შეეხება სხვა ენიდან ტარგნიმგონია მეტქი რომ ვტქვი , არ მიქტვია ნმადვილად ცუდი გაგებიტ , უბრალოდ როცა ერტ ენახე ხშირად გიწევს საუბარი სენდაუნევურად იყენებ იმ ენის გრამატიკას და სიტყვების წყობას, მაგალიტად მე იმის გამო რომ კარგა ხანია რუსულას )საუბარს ვგულისხმობ) ვერარ ვიყენებ, ვაკვირდება რომ თუ მომიხდა ლაპარკი, ვლაპარკობ რუსული სიტყვებიტ და ქარტული სიტყვატაწყობიტ. მხოლოდ ამის ტქმა მინდოდა, რაც შეხება მსამUსაოს დარწმუნებული ვარ რომ მარტლა დიდი სამUსაო აქვს წინ და წარმებიტ გისურვებ ტავის გარტმევას.
15. ჰარირამა, შენდამი პატივისცემის მიუხედავად უნდა გითხრა რომ გაგანია და ხვატი ერთიდაიგივეაო რომ ამბობ, არაა სწორი. გაგანია შეიძლება ომიც იყოს და სხვა რამეც. ვეჭვობ რომ ტექსტში არსებულ დანარჩენ განსაზღვრებებსაც იგივე ეხება. საქართველოში, მართალია, არ ვცხოვრობ, ხარკოვში ვარ, მაგრამ საკმაოდ ხშირად დავდივარ მაქეთ, საკაიპით და ტელფონითაც ვლაპარაკობ და აქაცაა ხალხი, რომ აღარფერი ვთქვა სკოლაზე და თსუ-ზე. ამიტომ ქართულზე არცერთი ენიდან თარგმნა მე არ მჭირდება. ჩემი სიტყვების წყობა თუ გეტოშება, ეს ალბათ უფრო ინდივიდუალური გემოვნების ამბავია. მე, მაგალითად, წიგნი "დათა თუთაშხია" მომწონს მაგრამ მისი პროზის "სახეობა" არც იმდენად.
თავიდან დასაწერი გექნებაო რომ ამბობ, მაგ მხრივ პრაქტიკულად გეთანხმები. რედაქტირება თითქმის ეგ არაა? მხედველობაში მაქვს რომ კი, 450 გვერდი დაწერილია, მაგრამ ესაა ფაბულა(მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა), მისი განმახორციებელი სიუჟეტი, პერსონაჟთა მოტივაციის მიზეზები, კონფლიქტის განვითარება და ა.შ. ხოლო ამ ყველაფერს ხომ "გალიტერატურება", ანუ რომანად გადაქცევა უნდა? ამიტომ ვფიქრობ ზაფხულში გამოქვეყნებას. იქნებ ვინმეს კი შეუძლია უფრო სწრაფად, ანუ ამ ზომის ტექსტის რამდენიმე თვეში გამზადება, მაგრამ მე ასე ვარ - თითქმის წელიწადი დამეხარჯება ერთ წიგნზე. ბოლო -ბოლო პროფესიონალი მწერალი ხომ არ ვარ.
მიშა, ა ბიჯო კაცი! მაგ ლათინური ფრაზის ამბავი მართლა მძიმე სურათია. მე მინდა რომ ლათინურად იგი ჟღერდეს როგორც წიგნის სათაურია, ანუ "განვითრების სივრცე". იგულისხმება სივრცე, რომელის მეშვეობითაც ისეთი რამ მოხდება რაც კაცობრიობას შემდგომ ევოლუციურ ნაბიჯს გადაადგმევინებს. ანუ სწორი იქნება Spatium pro Evolutionis? ცხადია იმას კი არ გავალებ, ჩემი ტექსტის გამო ტვინი იჭყლიტე მეთქი, მაგრამ თუ იცი და შეგიძლია პირდაპირ "მომახალო", კარგი იქნებოდა. თუ არადა მომიწევს მერე ინეტის ჩხრეკა. ჰარირამა, შენდამი პატივისცემის მიუხედავად უნდა გითხრა რომ გაგანია და ხვატი ერთიდაიგივეაო რომ ამბობ, არაა სწორი. გაგანია შეიძლება ომიც იყოს და სხვა რამეც. ვეჭვობ რომ ტექსტში არსებულ დანარჩენ განსაზღვრებებსაც იგივე ეხება. საქართველოში, მართალია, არ ვცხოვრობ, ხარკოვში ვარ, მაგრამ საკმაოდ ხშირად დავდივარ მაქეთ, საკაიპით და ტელფონითაც ვლაპარაკობ და აქაცაა ხალხი, რომ აღარფერი ვთქვა სკოლაზე და თსუ-ზე. ამიტომ ქართულზე არცერთი ენიდან თარგმნა მე არ მჭირდება. ჩემი სიტყვების წყობა თუ გეტოშება, ეს ალბათ უფრო ინდივიდუალური გემოვნების ამბავია. მე, მაგალითად, წიგნი "დათა თუთაშხია" მომწონს მაგრამ მისი პროზის "სახეობა" არც იმდენად.
თავიდან დასაწერი გექნებაო რომ ამბობ, მაგ მხრივ პრაქტიკულად გეთანხმები. რედაქტირება თითქმის ეგ არაა? მხედველობაში მაქვს რომ კი, 450 გვერდი დაწერილია, მაგრამ ესაა ფაბულა(მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა), მისი განმახორციებელი სიუჟეტი, პერსონაჟთა მოტივაციის მიზეზები, კონფლიქტის განვითარება და ა.შ. ხოლო ამ ყველაფერს ხომ "გალიტერატურება", ანუ რომანად გადაქცევა უნდა? ამიტომ ვფიქრობ ზაფხულში გამოქვეყნებას. იქნებ ვინმეს კი შეუძლია უფრო სწრაფად, ანუ ამ ზომის ტექსტის რამდენიმე თვეში გამზადება, მაგრამ მე ასე ვარ - თითქმის წელიწადი დამეხარჯება ერთ წიგნზე. ბოლო -ბოლო პროფესიონალი მწერალი ხომ არ ვარ.
მიშა, ა ბიჯო კაცი! მაგ ლათინური ფრაზის ამბავი მართლა მძიმე სურათია. მე მინდა რომ ლათინურად იგი ჟღერდეს როგორც წიგნის სათაურია, ანუ "განვითრების სივრცე". იგულისხმება სივრცე, რომელის მეშვეობითაც ისეთი რამ მოხდება რაც კაცობრიობას შემდგომ ევოლუციურ ნაბიჯს გადაადგმევინებს. ანუ სწორი იქნება Spatium pro Evolutionis? ცხადია იმას კი არ გავალებ, ჩემი ტექსტის გამო ტვინი იჭყლიტე მეთქი, მაგრამ თუ იცი და შეგიძლია პირდაპირ "მომახალო", კარგი იქნებოდა. თუ არადა მომიწევს მერე ინეტის ჩხრეკა.
14. რა თქმა უნდა, ჰარი... პროფესია უფრო სწორი ფორმა არ არის და პრინციპში, პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება მიჩნეულ იყოს, როგორც "ხელობის" თარგმანი...
ქართული სიტყვა "ხელობა" არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მხოლოდ იმ საქმეს, სადაც ხელით რაღაცის კეთება გიწევს... ამ არასწორი ლოგიკით ხელმწიფობა და ხელოვნებაც იგივე კატეგორიაში მოექცეოდა.
ხელობა არის ნებისმიერი საქმე, რომლის შესწავლაც ხდება და არ წარმოადგენს შთამომავლობით ან სხვა გზით მიღებულ, უშრომელად მიღწეულ სიკეთეს. ანუ, თუ ქართველს შეიძლება ჰქონდეს მეფის, აზნაურის, გლეხის... წოდება, ამას განსაზღვრავს მისი სოციალური ყოფის წინაპირობა ან რაიმე შემთხვევა. ხოლო ის საქმე, რასაც იგი სწავლობს, იყენებს საქმიანობაში და ასწავლის სხვასაც, ნებისმიერი არის ხელობა (ანუ პროფესია). ქართულ პროზაში, ულაპარაკოდ, ბევრად უკეთესია "ხელობა" ვთქვათ და არა საქმესთან მიმართებაში არ იქნება იგი არასწორი. რა თქმა უნდა, ჰარი... პროფესია უფრო სწორი ფორმა არ არის და პრინციპში, პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება მიჩნეულ იყოს, როგორც "ხელობის" თარგმანი...
ქართული სიტყვა "ხელობა" არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მხოლოდ იმ საქმეს, სადაც ხელით რაღაცის კეთება გიწევს... ამ არასწორი ლოგიკით ხელმწიფობა და ხელოვნებაც იგივე კატეგორიაში მოექცეოდა.
ხელობა არის ნებისმიერი საქმე, რომლის შესწავლაც ხდება და არ წარმოადგენს შთამომავლობით ან სხვა გზით მიღებულ, უშრომელად მიღწეულ სიკეთეს. ანუ, თუ ქართველს შეიძლება ჰქონდეს მეფის, აზნაურის, გლეხის... წოდება, ამას განსაზღვრავს მისი სოციალური ყოფის წინაპირობა ან რაიმე შემთხვევა. ხოლო ის საქმე, რასაც იგი სწავლობს, იყენებს საქმიანობაში და ასწავლის სხვასაც, ნებისმიერი არის ხელობა (ანუ პროფესია). ქართულ პროზაში, ულაპარაკოდ, ბევრად უკეთესია "ხელობა" ვთქვათ და არა საქმესთან მიმართებაში არ იქნება იგი არასწორი.
13. მე მგონი ხვატი და გაგანია , პრინციპსი ოროვე მაგარ სიცხეს ნიშნავს, ამიტომ ერტერტი ამოსაღებია ალბატ, ეს ტავიდანვვე დავწერე რომ მერე არ დამავიწყდეს მეტქი, ბოლოში რომ გავედი მივხვდი რომ მსგავსი რამეები ამ პაზტარ ნაწილილში ტიქმის ყოველ მეორე წინადადებასია, ტქვენ კორექტორისათვის და რედაქტორისათვის გავრიანი ტანხა გექნებათ გადასახდელი, მე მგონი ერხელაც ვქტვი თქვენს ნაწერზე და ეხლაც ვამბობ, მგონია რომ დიდხანს არ იყავით საქრტველოში ან ეხლაც არ ხარტ და სიტყვატა წყობა და უბრალოდ სიტყვებსაც ჯერ იმ ენიდან ტარგმნით რა ენაზეც გიწევტ ამჯამად საუბარი, არ ვიცი სეიძლება ვცდები მაგრამ მარტლა ასე მგონია. ვერფაერს გეტყვით გარდა ერტისა თუ 450 გვრდი ამ დასწყისის მსფავსია , ახლიდან დასაწერი გგქონიატ, აი რაც სეეხება გალაქტიკას ეგ კი ნამდვილად ეგრე უნდა იყოს ანუ "გალაქტიკა" ხელობაც სწორია და არანაირად , არაა პროფესია უფრო სწორი ფორმა. მე წარმატებეს გისურვბთ მაგარმ ამას ყველაფერს თუ არ მიხედეტ , გაგიჭირდებატ მაგის მიღწევა , რა ტქმა უნდა ამ მოტხრობას თუ რომანს ვგულისხმობ და არა სხვა საქმიანობას. წარმატებები
მე მგონი ხვატი და გაგანია , პრინციპსი ოროვე მაგარ სიცხეს ნიშნავს, ამიტომ ერტერტი ამოსაღებია ალბატ, ეს ტავიდანვვე დავწერე რომ მერე არ დამავიწყდეს მეტქი, ბოლოში რომ გავედი მივხვდი რომ მსგავსი რამეები ამ პაზტარ ნაწილილში ტიქმის ყოველ მეორე წინადადებასია, ტქვენ კორექტორისათვის და რედაქტორისათვის გავრიანი ტანხა გექნებათ გადასახდელი, მე მგონი ერხელაც ვქტვი თქვენს ნაწერზე და ეხლაც ვამბობ, მგონია რომ დიდხანს არ იყავით საქრტველოში ან ეხლაც არ ხარტ და სიტყვატა წყობა და უბრალოდ სიტყვებსაც ჯერ იმ ენიდან ტარგმნით რა ენაზეც გიწევტ ამჯამად საუბარი, არ ვიცი სეიძლება ვცდები მაგრამ მარტლა ასე მგონია. ვერფაერს გეტყვით გარდა ერტისა თუ 450 გვრდი ამ დასწყისის მსფავსია , ახლიდან დასაწერი გგქონიატ, აი რაც სეეხება გალაქტიკას ეგ კი ნამდვილად ეგრე უნდა იყოს ანუ "გალაქტიკა" ხელობაც სწორია და არანაირად , არაა პროფესია უფრო სწორი ფორმა. მე წარმატებეს გისურვბთ მაგარმ ამას ყველაფერს თუ არ მიხედეტ , გაგიჭირდებატ მაგის მიღწევა , რა ტქმა უნდა ამ მოტხრობას თუ რომანს ვგულისხმობ და არა სხვა საქმიანობას. წარმატებები
12. არა, აზგო... შენ რომ დავა გქონდა, მაგის გახსენება კი არ მინდოდა... უბრალოდ, ხალისით ვიხსენებ ამ შემთხვევას. ნახევარი ტყუილი კი არა, მართლა იმის ნახევარი მოვყევი, რაც იყო :) :) :)
გეთანხმები, რომ ჟანრს მნიშვნელობა არა აქვს, როცა ტექსტის ავ-კარგიანობაზეა საუბარი. თუ რამეში გამოგადგები, აგერ ვარ და უკვე ვხედავ კიდეც მთავარი დავის საგანს, - სათაურს!
Spatium Ad Evolutionis - ლათინური ტერმინი ვერანაირად იქნება ქართულად "განვითარების სივრცე", რადგან ლათინური ნაწილაკი Ad ქართულივით ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი არ არის და ამდენად არსებითი სახელი "ევოლუცია" ("განვითარება") არ გადაყავს გრამატიკულ ბრუნვაში - "განვითარების".
Ad ნაწილაკს უამრავი გრამატიკული ფუნქცია აკისრია და ერთ-ერთი მათგანია: როცა არსებითი სახელის წინ დართვით, სახელი ხდება ზმნა... ანუ, იწყებს რაღაცაზე მოქმედებას.
შენს შემთხვევაში კი, ევოლიციას თუ წინ Ad ნაწილაკი უზის, ეს ნიშნავს რომ იგი ავითარებს რაღაცას... რაღაცის ევოლუციას ახდენს.
რის? - რის და, სივრცის...
Spatium Ad Evolutionis - პირდაპირ და უწვალებლად ითარგმნება, როგორც "სივრცის განვითარება" ("სივრცის ევოლუცია").
თუმცა მიიჩნევენ იმასაც, რომ მოცემული ფორმა სივრცეში მიმდინარე ევოლუციას ნიშნავს (ევოლუცია სივრცეში), მაგრამ არასწორია... მაშინ ლათინურად უნდა იყოს: In Spatium Ad Evolutionis. არა, აზგო... შენ რომ დავა გქონდა, მაგის გახსენება კი არ მინდოდა... უბრალოდ, ხალისით ვიხსენებ ამ შემთხვევას. ნახევარი ტყუილი კი არა, მართლა იმის ნახევარი მოვყევი, რაც იყო :) :) :)
გეთანხმები, რომ ჟანრს მნიშვნელობა არა აქვს, როცა ტექსტის ავ-კარგიანობაზეა საუბარი. თუ რამეში გამოგადგები, აგერ ვარ და უკვე ვხედავ კიდეც მთავარი დავის საგანს, - სათაურს!
Spatium Ad Evolutionis - ლათინური ტერმინი ვერანაირად იქნება ქართულად "განვითარების სივრცე", რადგან ლათინური ნაწილაკი Ad ქართულივით ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი არ არის და ამდენად არსებითი სახელი "ევოლუცია" ("განვითარება") არ გადაყავს გრამატიკულ ბრუნვაში - "განვითარების".
Ad ნაწილაკს უამრავი გრამატიკული ფუნქცია აკისრია და ერთ-ერთი მათგანია: როცა არსებითი სახელის წინ დართვით, სახელი ხდება ზმნა... ანუ, იწყებს რაღაცაზე მოქმედებას.
შენს შემთხვევაში კი, ევოლიციას თუ წინ Ad ნაწილაკი უზის, ეს ნიშნავს რომ იგი ავითარებს რაღაცას... რაღაცის ევოლუციას ახდენს.
რის? - რის და, სივრცის...
Spatium Ad Evolutionis - პირდაპირ და უწვალებლად ითარგმნება, როგორც "სივრცის განვითარება" ("სივრცის ევოლუცია").
თუმცა მიიჩნევენ იმასაც, რომ მოცემული ფორმა სივრცეში მიმდინარე ევოლუციას ნიშნავს (ევოლუცია სივრცეში), მაგრამ არასწორია... მაშინ ლათინურად უნდა იყოს: In Spatium Ad Evolutionis.
11. მიშა, რა დროს ეგ ამბებია? (ხედავ რა დაუმახსოვრებია?) ჯერ ერთი ნახევარი ტყუილია, კარგი, ეს ჯანდაბას. იმის მოყოლა გინდოდა რომ სადღაც საიტზე ვიღაცასთან დავა მქონდა? მერე მაგის საჩვენებლად ასე შორს რამ წაგიყვანა? უფრო ახლოს მოგეძებნა, მაგალითად აქვე. აქ რა, ნაკლები კამათები მქონდა? ალბათ ყველაზე მეტჯერ ვყავარ ნიკის დანაბლოკი, თუმცა უფრო ზუსტად ცხადია მან იცის. არ გამიკვირდება მეორეზე ნეფერტარი რომ იყოს. (ნეფერტარი ხომ არ გეწყინა რომ ჩამოგაქვეითე და მეორე ადგილზე გაგიშვი?). მოკლედ, თუ მაგისთანა რამეების მოთრევა არ გეზარება, იქექე მათში და იყავი, მე ვერ ვხვდები მაგის მიზანანს. ფანტასტიკა არ მიყვარსო ეს რა შუაშია საერთოდ? აქ ხომ ნაწერთა ხარისხებზეა საუბარი და არა ჟანრებზე? ნებისმიერ ჟანრში შეიძლება კარგი ტექსტის დაწერაც და აბდაუბდისაც.
მასე არ ეთვლება, ნეფერტარი, მსაჯი დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო მაგრამ ეტყობა ვერ მოვხვდით მის განრიგში(ვხუმრობ).
რას გქვია არ მოგკლა? აბა რა გიქნა როცა ამ შესანიშნავ სახელებს და გვარებს გადაეკიდე, რა დაგიშვეს? მერე ეს "ნედეცა" ხომ საერთოდ არ ჰგავს ქართულს, ჩეხურს თუ სხვა რაღაც აღმოსავლეთ ევროპულ გვარს მაგონებს.. "დესპანების" ამბავიც, მართალი გითხრა, სულ სხვანაირადაა. მეორე მხრივ, ჯეიმს ბონდზე ფილმი რომაა: "არსოდეს თქვა "არასოდესო"", იმის არ იყოს, სახელის შეცვლას რა უნდა თუ გინდაც სულ ბოლოში? "კტრლ+ჰ" დავაჭერ და რამდენიმე წამში მეტრიკა გადასწორებულია!
"გალაკტოს", "მილკი ვეი" და ესენი მეც კი ვიცი მაგრამ თუ გადაშლი ქართულ ინტერნეტს ნახავ რომ ყველგან "გალაქტიკა" წერია. მიშა, რა დროს ეგ ამბებია? (ხედავ რა დაუმახსოვრებია?) ჯერ ერთი ნახევარი ტყუილია, კარგი, ეს ჯანდაბას. იმის მოყოლა გინდოდა რომ სადღაც საიტზე ვიღაცასთან დავა მქონდა? მერე მაგის საჩვენებლად ასე შორს რამ წაგიყვანა? უფრო ახლოს მოგეძებნა, მაგალითად აქვე. აქ რა, ნაკლები კამათები მქონდა? ალბათ ყველაზე მეტჯერ ვყავარ ნიკის დანაბლოკი, თუმცა უფრო ზუსტად ცხადია მან იცის. არ გამიკვირდება მეორეზე ნეფერტარი რომ იყოს. (ნეფერტარი ხომ არ გეწყინა რომ ჩამოგაქვეითე და მეორე ადგილზე გაგიშვი?). მოკლედ, თუ მაგისთანა რამეების მოთრევა არ გეზარება, იქექე მათში და იყავი, მე ვერ ვხვდები მაგის მიზანანს. ფანტასტიკა არ მიყვარსო ეს რა შუაშია საერთოდ? აქ ხომ ნაწერთა ხარისხებზეა საუბარი და არა ჟანრებზე? ნებისმიერ ჟანრში შეიძლება კარგი ტექსტის დაწერაც და აბდაუბდისაც.
მასე არ ეთვლება, ნეფერტარი, მსაჯი დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო მაგრამ ეტყობა ვერ მოვხვდით მის განრიგში(ვხუმრობ).
რას გქვია არ მოგკლა? აბა რა გიქნა როცა ამ შესანიშნავ სახელებს და გვარებს გადაეკიდე, რა დაგიშვეს? მერე ეს "ნედეცა" ხომ საერთოდ არ ჰგავს ქართულს, ჩეხურს თუ სხვა რაღაც აღმოსავლეთ ევროპულ გვარს მაგონებს.. "დესპანების" ამბავიც, მართალი გითხრა, სულ სხვანაირადაა. მეორე მხრივ, ჯეიმს ბონდზე ფილმი რომაა: "არსოდეს თქვა "არასოდესო"", იმის არ იყოს, სახელის შეცვლას რა უნდა თუ გინდაც სულ ბოლოში? "კტრლ+ჰ" დავაჭერ და რამდენიმე წამში მეტრიკა გადასწორებულია!
"გალაკტოს", "მილკი ვეი" და ესენი მეც კი ვიცი მაგრამ თუ გადაშლი ქართულ ინტერნეტს ნახავ რომ ყველგან "გალაქტიკა" წერია.
10. ჰო კაი, არც შენი არ ჩემი აზგო, "გაკვეთილებ მონამზდებზე" > ნამეცადინევზე... მე გთავაზობ რაღაცეებს, თუ არ მიიღებ შენი ნება არაა? იცი ასტრონავტის გვარი რატომ არ მომეწონა? ისინი დედამიწის მოქალაქეები არიან, ყველა სახელმწიფოსი ერთად, მთელი კაცობრიობის დესპანები კოსმოსში, ამიტომ გვარი ყველა ენაზე ჯობია ერთნაირად ჟღერდეს, მაგალითად ”ნედეცა” - ხოლო თუ ვინმე ჰკითხავდა შენი გვარი რას ნიშნავსო, ეტყოდა რომ ევროპის ყველაზე მაღალ ადგილზე რომ ხალხი ცხოვრობს, იმათ ენაზე ცისკენ მიმავალ ბილიკს ნიშნავსო... - მაგარი იქნებოდა არა? სვანებს ეგ სიტყვა მაგიტომაც აქვთ რომ თავისი კოშკების ”ფანჯრებიდან” ცისკენ მიმავალ ბილიკს ხედავდნენ... აბა მე რას დავინახავ თბილისიდან... :)
მე ვფიქრობ, როცა კოსმოსის galaktikos („რძიანი“) სივრცეებს ეჭიდები, გვარმა არ უნდა დააკნინოს მთავარი პერსონაჟი, ასტრონავტი და თან ქართველი მამაკაცი, ქართველი მკითხველის თვალში მაინც...
არ მომკლა ახლა ამის გულისთვის. ჯონათან ლივინგსტონიც რომ დამეთანხმოს, შენ ისეთი ჯიუტი ხარ, მაინც არაფერს შეცვლი. :)
ჰო კაი, არც შენი არ ჩემი აზგო, "გაკვეთილებ მონამზდებზე" > ნამეცადინევზე... მე გთავაზობ რაღაცეებს, თუ არ მიიღებ შენი ნება არაა? იცი ასტრონავტის გვარი რატომ არ მომეწონა? ისინი დედამიწის მოქალაქეები არიან, ყველა სახელმწიფოსი ერთად, მთელი კაცობრიობის დესპანები კოსმოსში, ამიტომ გვარი ყველა ენაზე ჯობია ერთნაირად ჟღერდეს, მაგალითად ”ნედეცა” - ხოლო თუ ვინმე ჰკითხავდა შენი გვარი რას ნიშნავსო, ეტყოდა რომ ევროპის ყველაზე მაღალ ადგილზე რომ ხალხი ცხოვრობს, იმათ ენაზე ცისკენ მიმავალ ბილიკს ნიშნავსო... - მაგარი იქნებოდა არა? სვანებს ეგ სიტყვა მაგიტომაც აქვთ რომ თავისი კოშკების ”ფანჯრებიდან” ცისკენ მიმავალ ბილიკს ხედავდნენ... აბა მე რას დავინახავ თბილისიდან... :)
მე ვფიქრობ, როცა კოსმოსის galaktikos („რძიანი“) სივრცეებს ეჭიდები, გვარმა არ უნდა დააკნინოს მთავარი პერსონაჟი, ასტრონავტი და თან ქართველი მამაკაცი, ქართველი მკითხველის თვალში მაინც...
არ მომკლა ახლა ამის გულისთვის. ჯონათან ლივინგსტონიც რომ დამეთანხმოს, შენ ისეთი ჯიუტი ხარ, მაინც არაფერს შეცვლი. :)
9. აზგო, ანეკდოტივითაა და უნდა მოვყვე:
ლიტჯიზე ასეთი წესია, თუ ვიღაც ოხერმა მინუსები დაგიწერა ისე, რომ შენი ქულების რაოდენობა ნულამდე ან ქვემოთ დავიდა, ავტომატურად იშლება ნაწარმოებიც და მისი თანმხლები ყველა კომენტარიც...
მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის მინუსების და პრინციპულად არ ვწერდი... ხშირადაც აღვნიშნავდი ხოლმე ამას, რასაც მეგობარი აზგო კატეგორიულად უარყოფდა და გაფაციცებით ცდილობდა ჩემს გამოჭერას (ახლა, საცხა ერთი-ორჯერ მეც კი დავწერდი ალბათ მინუსს, მთლად ეგრეც კი არ იყო?). მაშინ, როგორც მახსოვს, ფარულად ხდებოდა შეფასება...
ჰოდა, ჩემო ბატონო, აზგომ რაღაც მოთხრობა დადო დაახლოვებით იგივე ჟანრში, რაც აქაური ნაწარმოებია. მახსოვს ვიღაც ინჟინრები და უფალი დავობდნენ რაღაცას ერთმანეთში (არა აქვს ამას მნიშვნელობა)... არ მომეწონა და ჩამოვწერე შენიშვნები. და ნამდვილად წაიკითხა ის შენიშვნები აზგომ. ნაწერის ქულა ნულთან ახლოს იყო ისედაც... ვინმე კომენტატორის ერთი ცალი "-1" ყოფნიდა, რომ წაშლილიყო... ახლა, მე თუ წაშლა მქონდა ჩაფიქრებული, კომენტარის წერაზე რაღას გავირჯებოდი? - ანუ ჩემი მინუსით ჩემს კომენტარსაც წავშლიდი და იმ დონეზე გიჟი თავი არ მაბია, რომ ფეხებისთვის ძალა დამეტანებინა...
მოკლედ, ჩემი კომენტარის მერე, ვიღაცამ გაამინუსა ნაწერი და ყველაფერი წაიშალა. აზგო მე მომდგა, ცხადია... და რომ აიკვიატა მიშამ წაშალაო... ვეღარაფრით გადავარწმუნე. ერთად-ერთი არგუმენტი ისღა მაქვს, რომ - ტყუილად ამხელა კომენტარს რატომ დავწერდი-მეთქი... და არ მშველის! სხვა (მოგონილი) არგუმენტი, - ქულები ჩემია და სადაც მინდა დავწერდი-მეთქი... არც ეს მშველის!
არადა, აზგო კატეგორიულად მთხოვს დავაბრუნო მისი ნაწერი :) :) :) - თითქოს რაღაც ქაღალდები მომეპაროს მისი სამუშაო მაგიდიდან და ვმალავდი...
ცოცხალი თავით არ იღებს არავის შეგონებას, რომ მიშა რატიანს არ შესწევს უნარი, წაშლილი ნაწერი დააბრუნოს... არ უნდა არაფრის გაგება და თავის პირვანდელ ჩვენებას აწვება, - მაიტა ნასოსიო! :) :) :)
იქამდე მიმიყვანა, რომ მართლა დავიწყე ნასოსის ძებნა... ანუ, საიტის ადმინისტრაციისთვის მინდოდა შველა მეთხოვა, რომ როგორმე იქნებ აღედგინათ წაშლილი ნაწერი ბაზიდან. როგორც წესი, ლიტჯის ადმინისტრაცია პრაქტიკულად არ ეკონტაქტებოდა საიტის წევრებს და მე ვინ მიპასუხებდა? თან საიტის გამოცდილმა წევრებმა ამიხსნეს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამგვარი რამის გაკეთება...
ისიც კი ვიფიქრე, - ახალი წაკითხული მაქვს და ხომ არ გავიხსენო დეტალურად და მე დავწერო-მეთქი :) :) :)
მოკლედ, ამფერი წარსული გვაკავშირებს აზგოს და მე...
აზგო ბატონო... სულ პირიქით, - მე არ მინდა თქვენი შეწუხება და ამიტომ არც წამიკითხავს თქვენი ახალი რომანის შესავალი ნაწილი. თან ფანტასტიკაც არ მხიბლავს მაინცა და მაინც. თან თავის ატკიებაც არ მინდა თქვენთან დავით... და ამიტომ მირჩევნია, როცა დაიხვეწება, გასწორდება, დარედაქტირდება და წიგნად გამოვა, მხოლოდ მაშინ გავეცნო სრულ და საბოლოო ვერსიას.
გულწრფელად... წარმატებებს გისურვებ! აზგო, ანეკდოტივითაა და უნდა მოვყვე:

გულწრფელად... წარმატებებს გისურვებ!
8. მოკითხვა ჩემგანც, ბატონო ნიკი.
ნეფერტარი, კარგი, მონაზვნებზე (თუ მონაზონებზე) და იმაზე ვინ ვის მოხიბლავს, საკმარისად ვთქვით მგონი. სახელთა მოდა ვიხუმრე. წელი მაქ 2105- ია რადგან მთვარეზე ადამიანმა ( იუჯინ სერნანმა) ბოლოს 1972 წლის დეკემბერში გაიარა, მაგრამ ეგ არაფერი, შენ მაინც მოესწრები, ვიცი მე მაგი, დაგინახე იქ!
„გალაქტიკა>გალაკტიკა“ - არ ხარ მგონი სწორი, სადაც ვნახე ყველგან ჩემებურად წერია.
დანარჩენ შენს სტილისტურ შენიშვნებზე რას ვიტყვი იცი? უბრალოდ მე ჩემებურად ვწერ და შენებურად ვერასდროს დავწერ, ისევე როგორც შენ ვერ გადაიღებ სხვის სტილს. რაც შეეხება იმას რომ ამ კაცს ხმაური მონატრებული უნდა ჰქონოდაო ( თუ მე სწორად გავიგე შენი მოსაზრება), ვფიქრობ პირიქითაა - როცა ადამიანი რაიმეს მიეჩვევა, მერე იმ ვითრებაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობს ვიდრე სხვანაირში.
„ხელობა“-„პროფესია“- „საქმიანობა“ - ესენი ხომ გარკვეული გაგებით სინონიმებია და მეც მასე ვიყენებ მაგ სიტყვებს.
ბილიკაძე - კი მოგონილი გვარია, ისევე როგორც შენ რომ გაქვს ახლა, იმ წიგნში ყველაა მოგონილი. იქ იმიტომ გამოვიყენე ასეთი „გვარები“ რომ რეალური პიროვნებებისას არ დამთხვეოდნენ. აქ კი, როგორც ადრეც გითხარი, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და რადგან სვანური არ ვიცი, არ ჯობია ჩემთვის გასაგებ ენაზე ვწერო?
რეკომდენდაციებს როგორ არ გავიზიარებ მაგრამ ყველას ხომ ვერა? რომ არ ვიზიარებდე და არ მაინტერსებდეს მაშინ ხომ დებატებსაც არ გაგიმართავდი აქ? მგონი ყველა შენს კითხვას ვუპასუხე თუ არ გამომრჩა რომელიმე.
კი, ჯონათან, ფანტასტიკაა. შთაგონებული ამ საუკუნეში გამოსული სამეცნირო ფანტასტიკური ბლოკბასტერებით (100 მილიონზე მეტ ბიუჯეტიანი) „ავატარი“, „პრომეთეუსი“, „ინტერსტელარი“ ( ვარსკლავთშორისი) და ასევე სულ ახლახანს გამოსული წიგნით - „მარსიელი“ და იმავე სახელწოდების ფილმით. ოღონდ ესაა რომ ჩმოთვლილი ნაწარმოებები უკვე დიდი ხნის წინ მოფიქრებულ იდეებს ეფუძნებიან, ხოლო მე, ჩემი ჭკუით, განსხვავებული მოვიფიქრე ( გაგეცინა ხომ? მეც ვხვდები რომ ამის დაწერით შარში ვყოფ თავს მაგრამ ჯანდაბას). შემდეგ კითხვაზე გიპასუხებ რომ არავითარი ირონია! ხუმრობით მხოლოდ ნეფერტარის ვეხუმრე სახელებზე, ხოლო „სარეცელი“ და „გუბურა“ სრული „პასუხისმგებლობით“ მიწერია. მე ხომ ამ ამბავს ჩემს თანამედროვე მკითხველს ვუყვები და არა მომავლის „ბინადართ“.
ვარსკვლავებიან ცას რომ ყავლი გაუვა მაშინ ალბათ რაღაც მოიშლება და კაი გვარიანადაც, არ გგონია?
ერთი თხოვნაც მაქვს, გაგვირჩიე მე და ნეფერტარის საქმე. რომელია უფრო ლიტერატურასთან ახლოს: „გაკვეთილ მონამზადებზე“ თუ „ნამეცადინებზე“? თუ ორივე აბდაუბდაა? იმიტომ გეკითხები რომ შენ აქ ერთი იმათგანი ხარ, ვისაც იოლად გამოსდის შესაფერისი სიტყვების სწორი თანმიმდევრობით დალაგება. სხვა საქმეა რომ სამწუხაროდ არაფერში იყენებ მაგ უნარს. შენს გარდა აგერ გონიერი მიშა რომ გვყავს, რომ ვუყურებ, ისიც ერკვევა მაგისთანა რამეებში მაგრამ ამხელა წოდების კაცს ხომ ვერ შევაწუხებ ასე უბრალოდ? ნამეტარი დიდი პოსტი გამომივიდა მაგრამ კითხვებზე ხომ უნდა გამეცა პასუხი და რა მექნა?
მოკითხვა ჩემგანც, ბატონო ნიკი.

7. აბა ვნახოთ ერთი შუადღის შესვენების მერე მოვიწადინო უნდა და წავიკითხო
მოგიკითხეთ აზგო ბატონო აბა ვნახოთ ერთი შუადღის შესვენების მერე მოვიწადინო უნდა და წავიკითხო
მოგიკითხეთ აზგო ბატონო
6. აზგო, ის ხომ ჩვეულებრივი კაცი არ არის, ასტრონავტია, ასტრონავტი კი ისეთი ვინმეა ... =)) უცბად მოიხიბლებოდა ნებისმიერი, მონაზონიც კი. მათ გათხოვება კი არ ეკრძალებათ, უბრალოდ მონაზვნურ ცხოვრებას ანებენ თავს მაგრამ ეკლესიის წიაღში რჩებიან. იმ დროში რა სახელები იქნება არც შენ იცი, მაგრამ ჩვენ დღევანდელი გადასახედიდან ვკითხულობ ამ ნაწარმოებს და ჯერ წარსულში ვგრძნობ თავს არამც თუ აწმყოში. 2102 წელი არ ისე შორსაა, მეც კი მოვესწრები . :))
გალაქტიკა>გალაკტიკა; შეცნობა>გაცნობა; ცალ ხელში მას ამ დროისთვის უკვე ცარიელი ჭიქა ეკავა> ხელში უკვე ცარიელი ჭიქა ეჭირა.( თუ ცალ ხელს ახსენებ, მაშინ ისიც უნდა თქვა მეორე ხელში რა ეჭირა...) ; აბოდიშდა> მოიბოდიშა, მოუბოდიშა (უკვე, ერთხელ); ოჯახს შემოსამატებელი მდედრი თავიდან ირჩევოდა ხოლმე. > ოჯახს შემოსამატებელი მდედრი ხელახლა შეირჩეოდა და იწყებოდა დაუსრულებელი განხილვა.
იასე დიდის და პატარას განაჩაღებ, ყურისწამღები გნიასის შუაში მოექცა და მისი ხელობის კაცს ეს სულ არ ეფონებოდა გულზე > იასე, დამსვენებლების და მათი ბავშვების ისეთ ჟრიამულში მოექცა, რომ ყურთასმენა აღარ იყო და მისი პროფესიის კაცს ეს სულაც არ ეფონებოდა გულზე.
აქ სხვა აზრიც მაქვს. ასტრონავტი კოსმოსში დაფრინავს, იქ არის სიჩუმე, ზედმეტიც კი. ხომალდის შიგნით ხმაურიც საკმაოდ ხმადაბალია. ანუ პირიქით, სასიამოვნო უნდა ყოფილიყო მისთვის ზღვის პირი და ჟრიამული / არ მკითხო საიდან იციო და შენ საიდან იცი რომ ღია კოსმოსი ხმაურიანია? მე ბაიკანურზე მაინც ვარ ნამყოფი და იქ რაღაცეები აგვისხსნეს ექსკურსანტებს/.
ხელობა არის ისეთი პროფესია, როცა ადამიანი ხელებით ქმნის რაღაცას, პურისმცხობელი, მეწაღე, იუველირი, მლესავი ან მებათქაშე, ანუ ჟარგონია. "პროფესიაა" სწორი და კორექტული სიტყვა.
ბილიკაძე - ისეთი გვარია რომელიც არ არსებობს, თუ მაინც და მაინც საჭიროა გვარი, რაიმე ისეთი აიღეთ, მაგალითად სვანურ დიალექტზე "ნედეცა" არის ბილიკი ცისკენ, "ქაშან" - საცალფეხო ბილიკი - ასევე სვანურ დიალექტზე. საცა მელიტონია ტასოთი, იქ დიალექტის აღება გვარად გამართლებულია /ალბათ/. თუ არ გაიზიარებ რეკომენდაციებს რა საჭიროა მაშინ რედაქტირება? :)
აზგო, ის ხომ ჩვეულებრივი კაცი არ არის, ასტრონავტია, ასტრონავტი კი ისეთი ვინმეა ... =)) უცბად მოიხიბლებოდა ნებისმიერი, მონაზონიც კი. მათ გათხოვება კი არ ეკრძალებათ, უბრალოდ მონაზვნურ ცხოვრებას ანებენ თავს მაგრამ ეკლესიის წიაღში რჩებიან. იმ დროში რა სახელები იქნება არც შენ იცი, მაგრამ ჩვენ დღევანდელი გადასახედიდან ვკითხულობ ამ ნაწარმოებს და ჯერ წარსულში ვგრძნობ თავს არამც თუ აწმყოში. 2102 წელი არ ისე შორსაა, მეც კი მოვესწრები . :))
გალაქტიკა>გალაკტიკა; შეცნობა>გაცნობა; ცალ ხელში მას ამ დროისთვის უკვე ცარიელი ჭიქა ეკავა> ხელში უკვე ცარიელი ჭიქა ეჭირა.( თუ ცალ ხელს ახსენებ, მაშინ ისიც უნდა თქვა მეორე ხელში რა ეჭირა...) ; აბოდიშდა> მოიბოდიშა, მოუბოდიშა (უკვე, ერთხელ); ოჯახს შემოსამატებელი მდედრი თავიდან ირჩევოდა ხოლმე. > ოჯახს შემოსამატებელი მდედრი ხელახლა შეირჩეოდა და იწყებოდა დაუსრულებელი განხილვა.
იასე დიდის და პატარას განაჩაღებ, ყურისწამღები გნიასის შუაში მოექცა და მისი ხელობის კაცს ეს სულ არ ეფონებოდა გულზე > იასე, დამსვენებლების და მათი ბავშვების ისეთ ჟრიამულში მოექცა, რომ ყურთასმენა აღარ იყო და მისი პროფესიის კაცს ეს სულაც არ ეფონებოდა გულზე.
აქ სხვა აზრიც მაქვს. ასტრონავტი კოსმოსში დაფრინავს, იქ არის სიჩუმე, ზედმეტიც კი. ხომალდის შიგნით ხმაურიც საკმაოდ ხმადაბალია. ანუ პირიქით, სასიამოვნო უნდა ყოფილიყო მისთვის ზღვის პირი და ჟრიამული / არ მკითხო საიდან იციო და შენ საიდან იცი რომ ღია კოსმოსი ხმაურიანია? მე ბაიკანურზე მაინც ვარ ნამყოფი და იქ რაღაცეები აგვისხსნეს ექსკურსანტებს/.
ხელობა არის ისეთი პროფესია, როცა ადამიანი ხელებით ქმნის რაღაცას, პურისმცხობელი, მეწაღე, იუველირი, მლესავი ან მებათქაშე, ანუ ჟარგონია. "პროფესიაა" სწორი და კორექტული სიტყვა.
ბილიკაძე - ისეთი გვარია რომელიც არ არსებობს, თუ მაინც და მაინც საჭიროა გვარი, რაიმე ისეთი აიღეთ, მაგალითად სვანურ დიალექტზე "ნედეცა" არის ბილიკი ცისკენ, "ქაშან" - საცალფეხო ბილიკი - ასევე სვანურ დიალექტზე. საცა მელიტონია ტასოთი, იქ დიალექტის აღება გვარად გამართლებულია /ალბათ/. თუ არ გაიზიარებ რეკომენდაციებს რა საჭიროა მაშინ რედაქტირება? :)
5. რადგან დაურედაქტირებელი ვერსია შემოგვთავაზა ავტორმა, მგონი არ ღირს ელემენტარულ გრამატიკულ შეცდომებზე მითითება- იგულისხმება, რომ ისედაც გაასწორებს მათ.
პირველი რომანის მსგავსად, ესეც ფანტასტიკის სფეროდან უნდა იყოს- სხვა თუ არაფერი, მოვლენები ხომ 2102 წელს მიმდინარეობს. ამიტომ ცოტა ანაქრონიზმად მეჩვენა ტერმინების "სარეცელის" (შეზლონგის ნაცვლად), "გუბურას" (აუზის) გამოყენება, თუმცა , ისიც ვიფიქრე, რომ ირონიულად დაწერა ასე ავტორმა.
როგორც ჩანს, ვარსკვლავებიან ცას არასდროს გადის ყავლი :)
რადგან დაურედაქტირებელი ვერსია შემოგვთავაზა ავტორმა, მგონი არ ღირს ელემენტარულ გრამატიკულ შეცდომებზე მითითება- იგულისხმება, რომ ისედაც გაასწორებს მათ.
პირველი რომანის მსგავსად, ესეც ფანტასტიკის სფეროდან უნდა იყოს- სხვა თუ არაფერი, მოვლენები ხომ 2102 წელს მიმდინარეობს. ამიტომ ცოტა ანაქრონიზმად მეჩვენა ტერმინების "სარეცელის" (შეზლონგის ნაცვლად), "გუბურას" (აუზის) გამოყენება, თუმცა , ისიც ვიფიქრე, რომ ირონიულად დაწერა ასე ავტორმა.
როგორც ჩანს, ვარსკვლავებიან ცას არასდროს გადის ყავლი :)
4. ვა, ეს რაშია საქმე? შენ რას ერჩი მელიტონს და ტასოს? ძალიანაც მშვენიერი სახელებია! და მერეც, შენ რა იცი ამ საუკუნის მეორე ნახევარში რა სახელები იქნება მოდაში? "გაკვეთილ მონამზადებზე" რა გითხრა? შენ ისე მოგწონს, მე ასე... რამე ობიექტური სახაზვი რომ გვქონდეს და ამ ორი გამოთქმის შედარება შეგვეძლოს მისი საშუალებით, მაშინ კიდე ჰო, მაგრამ ახლა რა მდგომარეობაშიც ვართ იმაში ძნელია რომელიმეს უპირატესობის დადგენა. რამდენადაც ვიცი სამისი არის საგანი, რომლიდანაც სითხის დალევა შეიძლება, აუცილებელი არაა ალკოჰოლის. ამისთვის, მართალია, ფიალაც გამოდგება, ყანწიც მაგრამ გამოსადეგია აგრეთვე ჭიქაც, რატომაც არა? აქ უბრლოდ სტერეოტიპი "აგიმუშვდა", ჩვეულებრივი მოვლენაა. აღგზნებული პერსომაჟი არაა იასე, მას უნდა რომ ამ ქალს ოცნება გაუზიაროს და ამიტომაც დაფიქრდა იმაზე, საიდან დაეწყო ასე მნიშვნელოვანი გაულისნადების გამხელა. ხოლო ის რომ ნებისმიერი ქალი მისცემს ასტრონავტს, არც ეგაა ზუსტი განცხდებაა. ნებისმიერ ქალში ხომ შენც შედიხარ, ვიღაცის ცოლიც, მონაზვნად აღკვეცილებიც და უბრალოდ ისეთები, რომლებიც არ არიან ასე იოლმისაწვდომნი და ადვილადგამცემნი.ასე რომ, ყველა ქალის მაგიერ ამისი თქმა არაკორექტულია მგონი. ვა, ეს რაშია საქმე? შენ რას ერჩი მელიტონს და ტასოს? ძალიანაც მშვენიერი სახელებია! და მერეც, შენ რა იცი ამ საუკუნის მეორე ნახევარში რა სახელები იქნება მოდაში? "გაკვეთილ მონამზადებზე" რა გითხრა? შენ ისე მოგწონს, მე ასე... რამე ობიექტური სახაზვი რომ გვქონდეს და ამ ორი გამოთქმის შედარება შეგვეძლოს მისი საშუალებით, მაშინ კიდე ჰო, მაგრამ ახლა რა მდგომარეობაშიც ვართ იმაში ძნელია რომელიმეს უპირატესობის დადგენა. რამდენადაც ვიცი სამისი არის საგანი, რომლიდანაც სითხის დალევა შეიძლება, აუცილებელი არაა ალკოჰოლის. ამისთვის, მართალია, ფიალაც გამოდგება, ყანწიც მაგრამ გამოსადეგია აგრეთვე ჭიქაც, რატომაც არა? აქ უბრლოდ სტერეოტიპი "აგიმუშვდა", ჩვეულებრივი მოვლენაა. აღგზნებული პერსომაჟი არაა იასე, მას უნდა რომ ამ ქალს ოცნება გაუზიაროს და ამიტომაც დაფიქრდა იმაზე, საიდან დაეწყო ასე მნიშვნელოვანი გაულისნადების გამხელა. ხოლო ის რომ ნებისმიერი ქალი მისცემს ასტრონავტს, არც ეგაა ზუსტი განცხდებაა. ნებისმიერ ქალში ხომ შენც შედიხარ, ვიღაცის ცოლიც, მონაზვნად აღკვეცილებიც და უბრალოდ ისეთები, რომლებიც არ არიან ასე იოლმისაწვდომნი და ადვილადგამცემნი.ასე რომ, ყველა ქალის მაგიერ ამისი თქმა არაკორექტულია მგონი.
3. მელიტონმა და ტასომ - ეს რაღაა? მშობლებს რაღას ერჩი, არ შეიძლება მშობლები რომ ახსენო უბრალოდ? :)
კაცს თავადაც მოუნდა რაც შეიძლება მალე შეეცნო ეს ქალი. - აქ რას გულისხმობ, იმედია სექსს არა ხომ? თუ ”ხო” მაშინ რატომ გადაისროლე ასე უცბად იასე ბავშვობის მოგონებებში, ეს აღგზნებული პერსონაჟი? მით უმეტეს რომ არცერთი ქალი მთელ მსოფლიოში არ ეტყვის უარს ასტრონავტს სექზე დედამიწის პირობებში. :)
გაკვეთილებ მონამზდებზე - ნამეტანი უშნოდ ჟერს თუ დიალოგის ნაწილი არ არის, ამიტომ არა. ხომ უნდა ვიცოდე ვის ვაწვდი ამ სასმისსო? > სასმისი ”განსხვავებულს” ეთქმის აზარფეშას, ფიალას, ჭინჭილას, ყანწს და არა ხილის წვენიან ჭიქას . არის კიდევ ლაფსუსები მაგრამ ეგ გასწორებადია. მთავარი ახლა სიუჟეტი და დინამიურობაა.
მელიტონმა და ტასომ - ეს რაღაა? მშობლებს რაღას ერჩი, არ შეიძლება მშობლები რომ ახსენო უბრალოდ? :)
კაცს თავადაც მოუნდა რაც შეიძლება მალე შეეცნო ეს ქალი. - აქ რას გულისხმობ, იმედია სექსს არა ხომ? თუ ”ხო” მაშინ რატომ გადაისროლე ასე უცბად იასე ბავშვობის მოგონებებში, ეს აღგზნებული პერსონაჟი? მით უმეტეს რომ არცერთი ქალი მთელ მსოფლიოში არ ეტყვის უარს ასტრონავტს სექზე დედამიწის პირობებში. :)
გაკვეთილებ მონამზდებზე - ნამეტანი უშნოდ ჟერს თუ დიალოგის ნაწილი არ არის, ამიტომ არა. ხომ უნდა ვიცოდე ვის ვაწვდი ამ სასმისსო? > სასმისი ”განსხვავებულს” ეთქმის აზარფეშას, ფიალას, ჭინჭილას, ყანწს და არა ხილის წვენიან ჭიქას . არის კიდევ ლაფსუსები მაგრამ ეგ გასწორებადია. მთავარი ახლა სიუჟეტი და დინამიურობაა.
2. კარგია თუ დინამიურად გეჩვენა, ნეფერტარი. დანარჩენი ყველაფერი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვნია. უფრო სწორად, დანარჩენი ისედაც აუცილებლად უნდა იყოს. სახელ და გვარს არ შევუცვლი, სიმბოლური დატვირთვა აქვს. "მეცადინეობის შემდეგ" - აც შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ მგონი როგორცაა იმასაც არაუშავს. ნორვეგიელი იმიტომაა ეს ქალი რომ იმ გეოგრაფიულ განედებს, სადაც მისი ქვეყანაა განლაგებული, მერე რაღაცა ევლებათ. "კოსმონავტი" და "ასტრონავტი" სინონიმებია, ზოგან ერთს ხმარობენ, ზოგან მეორეს. მეც მასე მორიგეობით მიწერია შემდგომ ტექსტში. გაგრძელების დადება რომ მდომოდა მთელს ტექსტს დავდებდი ხელადვე. ხომ მიწერია ზემოთ, სიუჟეტი მთლიანად დასრულებულია, გარკვეულია ვინ ვის მოკლავს, შეიყვარებს, გადარჩება, რის გამოა ფორიაქი. არის ფინალიც და ეპილოგიც. უბრალოდ რადგან წინა წიგნის დასაწყისი მქონდა აქ გამოტანილი, ასე რომ ვთქვათ, ტრადიცია გავაგრძელე. ასევე მის თანახმად, გამოქვეყნების წინაც დავდებ ერთ თავს. კარგია თუ დინამიურად გეჩვენა, ნეფერტარი. დანარჩენი ყველაფერი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვნია. უფრო სწორად, დანარჩენი ისედაც აუცილებლად უნდა იყოს. სახელ და გვარს არ შევუცვლი, სიმბოლური დატვირთვა აქვს. "მეცადინეობის შემდეგ" - აც შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ მგონი როგორცაა იმასაც არაუშავს. ნორვეგიელი იმიტომაა ეს ქალი რომ იმ გეოგრაფიულ განედებს, სადაც მისი ქვეყანაა განლაგებული, მერე რაღაცა ევლებათ. "კოსმონავტი" და "ასტრონავტი" სინონიმებია, ზოგან ერთს ხმარობენ, ზოგან მეორეს. მეც მასე მორიგეობით მიწერია შემდგომ ტექსტში. გაგრძელების დადება რომ მდომოდა მთელს ტექსტს დავდებდი ხელადვე. ხომ მიწერია ზემოთ, სიუჟეტი მთლიანად დასრულებულია, გარკვეულია ვინ ვის მოკლავს, შეიყვარებს, გადარჩება, რის გამოა ფორიაქი. არის ფინალიც და ეპილოგიც. უბრალოდ რადგან წინა წიგნის დასაწყისი მქონდა აქ გამოტანილი, ასე რომ ვთქვათ, ტრადიცია გავაგრძელე. ასევე მის თანახმად, გამოქვეყნების წინაც დავდებ ერთ თავს.
1. დინამიური თხრობაა. "იასე ბილიკაძე" სად მოიფიქრებ ხოლმე ასეთ სახელს, გვარი შეუცვალე რა.
გაკვეთილებ მონამზდებზე> მეცადინეობის შემდეგ; ეს რაც უცბად შევნიშნე... :)
ნორვეგიელი იურისტი ქალი და ქართველი კოსმონავტი მამაკაცი, თუ ასტრონავტი?
დაველოდები გაგრძელებებს. ჩემსავით ხომ არ დააგვიანებ ხოლმე? :)
დინამიური თხრობაა. "იასე ბილიკაძე" სად მოიფიქრებ ხოლმე ასეთ სახელს, გვარი შეუცვალე რა.
გაკვეთილებ მონამზდებზე> მეცადინეობის შემდეგ; ეს რაც უცბად შევნიშნე... :)
ნორვეგიელი იურისტი ქალი და ქართველი კოსმონავტი მამაკაცი, თუ ასტრონავტი?
დაველოდები გაგრძელებებს. ჩემსავით ხომ არ დააგვიანებ ხოლმე? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|