 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 16 იანვარი, 2016 |
მე,ვამბობ,რომ ცა სულ არ არის ცასავით შორი, რომ თქვენ, უბრალოდ გეზარებათ ხელების გაშლა, ფიქრი ლანდივით აედევნა ოცნების მორევს, ახლა ისე ვარ,ციდან ღრუბლებს მზერითაც წავშლი. დედამიწაზე,დავიღალე- მოსაწყენია, თავისუფალი,ვერ ვიქნები თუ არ გავფრინდი. ფრთებშეკორტნილნი ამ პლანეტას ისევ წყევლიან, და სუიციდიც ამ ბოლო დროს ისე გახშირდა რომ თვითმკვლელობა სასაცილოდ უხერხულია, ხო და ამიტომ მეწერება,ლექსებით ვირჩენ, უიმედობით გამოწვეულ ურწმუნოებას, მივცურავ სადღაც,ხელებს ვიქნევ -ვით დამპალ ნიჩბებს, და არ მაღელვებს ადგილი და გარემოება, მე უნდა ვწერო,ეს პლანეტა რომ დავივიწყო, მე უნდა ვწერო,რომ ტკივილი გავითავისო, ხელს ნუ შემიშლით,ნუ შემიმჩნევთ მე ამას ვითხოვ, და ყველაფერი მოგვარდება მერე თავისით... მე ვამბობ,რომ ცა სულ არ არის ჩასავით შორი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგად იკითხება, სათქმელიც ნათელია... 3 კარგად იკითხება, სათქმელიც ნათელია... 3
4. ხან ხელჩაქნეული, ხან ძლიერი ადამიანსი განწყობაა და ამ მონაცვლეობამ დამაბნია. არის ლიპოსთვის დამახასიათებელი კარგი ფრაზები, მაგრამ ლიპო უფრო მაგარია. ხან ხელჩაქნეული, ხან ძლიერი ადამიანსი განწყობაა და ამ მონაცვლეობამ დამაბნია. არის ლიპოსთვის დამახასიათებელი კარგი ფრაზები, მაგრამ ლიპო უფრო მაგარია.
2. მე უნდა ვწერო,ეს პლანეტა რომ დავივიწყო, მე უნდა ვწერო,რომ ტკივილი გავითავისო,
კარგია. მე უნდა ვწერო,ეს პლანეტა რომ დავივიწყო, მე უნდა ვწერო,რომ ტკივილი გავითავისო,
კარგია.
1. "ახლა ისე ვარ, ციდან ღრუბლებს მზერითაც წავშლი."- ამოსაჩემებელი ფრაზა.
თუმცა, მგონია, რომ ლექსის საერთო განწყობას არ შეესაბამება.
"ახლა ისე ვარ, ციდან ღრუბლებს მზერითაც წავშლი."- ამოსაჩემებელი ფრაზა.
თუმცა, მგონია, რომ ლექსის საერთო განწყობას არ შეესაბამება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|