ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2016


უსათაუროდ

ჩემი თვალები მონატრებას
ვერ გიბედავს და
თურმე რა სწრაფად ასნეულებს
სული კიდურებს,
შენ დედამიწა ეჭვიანი თვალით
გხედავს და
მაღიზიანებს ყველა კაცი
ვინც შენ გიყურებს.
___________________________________________

როცა იტყვიან
ყოველ ნაბიჯს ცუდად ვირჩვედი,
როცა უაზროდ ჩამეთვლება
ხალხთან კამათი,
მე სწორედ მაშინ
გვერდით მინდა ვინმე ისეთი,
რომელიც ჩემთან ერთად იტყვის
ერთი მაგათიც ! .
___________________________________________

გადიხარ სახლიდან
ერთობი
კაიფობ,
ბიჭებთან ერთად ქუჩებსაც დაივლი,
მე კიდევ ჭიქაში
ვერ გახსნილ ტაიქოლდს,
ვწრუპავ იმ იმედით რომ
გრიპი გაივლის ! .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები