ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2016


მცირე ტექსტები

ზამთარში როცა
პოეზია
ზენიტში დგება-
მზე,იბუდებს.
რადგან მას არაფერი დარჩენია
გარდა იმისა რომ იყოს
მეტაფორა.

21 დეკემბერი 2015.

მწუხარებას,
მახვილი ყური აქვს...
არ იყვირო, რომ: ''ბედნიერი ხარ'',
თორემ
პირველივე
გამოგესარჩლება
ის.
-------------------------------------------
მიყვარს ჩუმი გენიოსები
და
მოლაყბე სულელები.
ისინი ასე ეცნობიან,
გარე
სამყაროს.
-------------------------------
სამი დღეა ვწერ
დედაზე
და სიტყვა,სიტყვას
ვერ მივაბი.
ალბათ დედა ის სიტყვებია -
შეგრძნებებს,რომ იწვევს მხოლოდ
და ურთულესად იღებს ფორმას -
გამოსათქმელად.

-------------------------------------
-''ვინ
ვარ მე''?..
. . . .
მზეც
კი ყოველ ღამით,
დედამიწის
ნახევრისთვის
მნიშვნელობას ჰკარგავს და
თორმეტსაათიან დავიწყებას ეძლევა.
-----------------------------------------------
ვიღაცას ისე ძალიან უყვარს,
თქმის ეშინია...
(იმედები არ ეცვეს
ჯვარზე).
-----------------
მე,
შემიძლია
შენზე ვიდარდო...
ე.ი შენ, უკვე -არსებობ,ჩემთვის.
-------------------------------------
ის ადამიანებიც არსებობენ,
საკუთარ თავისთვის
აშენებულ,
ჩვენივე ხელებით
მოზელილ-
პირობით სამყაროში:
ღამით მშვიდ ძილს,რომ გისურვებენ
და რაც არ უნდა პულსგაყინული დღე გქონოდა-
სისხლი გითბება და მშვიდად იძინებ.
--------------------------------------------
მზემ მიატოვა ზღვა-
და
მე
მარტო
დავრჩი.
------------------
ზაფხული
იქამდე დამქონდა გულით,
სანამ შენს თვალებში
დეკემბერი
არ
დადგა.
---------------
ხანდახან ისე ვარ,მონატრების თავიც არ მაქვს.
ვზივარ ხოლმე ჩემთვის და ვფიქრობ -
ვინ,მოვინატრო?
ლუდის ქილებს ვეკითხები:
იქნებ იცოდეთ თქვენ?
და მე,პასუხს-
მათი ლითონის ცარიელ ფსკერებზე,
ვპოულობ.
-----------------------
მე,შემიძლია სხვისმა ბედნიერებამ
ჩემი მოშხამული დღეები დამავიწყოს. . .
(და
კიდევ
კარგი,რომ ეს შემიძლია).
-------------------------------------
ეს
ამინდებიც
ორსული ქალებივით ჭირვეულობენ...
ზაფხულამდე
რამდენი ზამთარი მაშორებს, ვინ იცის.
ჩემს კედლებს,ყურებთან ერთად,ენაც გამოეზარდათ
ისინი უკვე გამართულად წარმოსთქვამენ, -შენს სახელს.
-----------------------------------------------------------------
შენ,
სულ
უნდა
იღიმოდე. . .
შენი ღიმილი,
ჩიტების
ჭიკჭიკით
დაწყებული
მზიანი დილაა -
ერთკვირიანი
გადაუღებელი
წვიმის შემდეგ . . .
-----------------------------------
მე,
ვიჯექი
ჩემთვის
სანამ მოვიდოდა
ხალხი
და
იმ დუმილისთვის
გამასამართლებდა,
რომელიც ვერაფრით
დავიცავი.

-------------------------------
ჰოდა როცა არაფერი გამოდის
ვდგები და ვსვამ არაყს...
რაღაცას ხომ უნდა დაბრალდეს
ეს უიღბლობა?!
.
როგორ ამოხვალ ზღვიდან მშრალი
წყალგაუმტარ ნაჭერში
თუ არ გაეხვიე...
-----------------------
როცა თოვს გგონია,
რომ:
დედამიწაზე,
წვეთი სისხლი არ დაღვრილა
ადამიანის.
-----------------
თოვლში,
სხვის ნაკვალევს გავყევი
და წავიქეცი.
გასაგებია...
თავიდანვე ჩემი გზით უნდა
მევლო.
-----------------
პირველი ქვა
უცოდველმა მესროლა.
...და ეს იყო მისი პირველი,ცოდვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები