ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2016


მუზების მუზეუმი

როგორაც პორტრეტი,ეკიდა ობობა სურათში ესკიზად,
და ქმნიდა ეპიზოდს.
ინტერესს აქსოვდა დღემდე შორს.
არ თმობდა სურათში ჩანაფიქრს.
მხატვარის სიმშვიდეს თავს ესხმის შთაგონი
ობობას სიშმაგით.
მუზების მუზეუმს კითხვები სწვევიან
პასუხებს იწვევენ კამათში.
ჩანაფიქრს ეძებენ,
მან იცის რაც ხდება სურათში.
ობობაც ცხადია არ ურჩევს მუზების მუზეუმს,
პრინციპს და პასუხებს,
ეპიზოდს,
ინტერესს,
შთაგონებს,
ეჩვენონ შეკითხვებს რომლებიც,
დაჩხაპნილ ჰაერზე, მტვერივით ედებათ სურათში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები