| ავტორი: აზგო ჟანრი: თარგმანი 9 თებერვალი, 2016 |
პროექტი „გენეზისი“ (კორპორატიული მიმოწერიდან) გენერალურ დირექტორ იეღოვას მარკეტინგული განყოფილების გამგე გაბრიელისგან
ჩვენი განყოფილების მიერ პროექტ „გენეზისის“ ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს რომ ბაზრისთვის საუკეთესო პერსპექტივა შემდეგ კონფიგურაციას გააჩნია: პლანეტა: 1 ც. რადიუსი: 3000 კმ. სიმძიმის ძალა: 0,5 g. თანაფარდობა ხმელეთი/წყალი: 1:1. ტემპერატურა: +24 ატმოსფერო: ჟანგბადი. ზღვები: მტკნარი წყალი. მდინარეები: რძე, თაფლი. ფაუნა: ბალახისმჭამელი. პერიფერია: მნათობი 2ც (დღე/ღამე), სიჩქარე: 0,0007 RPM (1 ბრუნი დღეღამეში).
„გაეგზავნოს სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილებას ტექნიკური დავალების გასამზადებლად - იეღოვა“
გენერელურ დირექტორ იეღოვას სტრატეგიული დაგეგმარების გამგე მიქელისგან სისტემის თვითღირებულების შესამცირებლად გთავაზობთ ორივე მნათობი მივაერთოთ ენერგიის ერთდაიმავე წყაროს, ხოლო ჟანგბადის ნაცვლად აზოტი ვიხმაროთ.
„50% ჟანგბადი მაინც დავტოვოთ თორემ მომხმარებელი გაიგუდება - ტესტირებისა და ტექდახმარების განყ. გამგე - რაფაილი“
„25%-ც საკმარისი იქნება - იეღოვა“
გენერელურ დირექტორ იეღოვას სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან პროექტ „გენეზისზე“ მუშაობისას (სტადია „იქმნას ნათელი“) გამოაშკარავებულია შემდეგი სირთულეები: არ გაგვაჩია ორ მნათობზე გადანაწილების შესაძლებლობიანი უწყვეტი ნათების კომპატქური წყარო. გთავაზობთ გამოვიყენოთ „წითელი ჯუჯას“ ტიპის სტანდარტული წყარო, ხოლო ღამის მნათობად ვიხმაროთ სარკე.
„ჯობია „ყვითელი ჯუჯა“. თვითღირებულება თითქმის იგივე აქვს და ამ დროს გაცილებით უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება - მრკეტ. განყ. გამგე - გაბრიელი“
„ეგ ხომ სერვერული წყაროა, რად უნდა ცალკეული პლანეტის მომხმერებლს მაგხელა? - ლუციფერი“
„რა უნდა მომხმარებელს და რა არა, ამას რეკლამის განყოფილება აუხსნის მას - გაბრიელი“
„ლუციფერ, დაკავდით თქვენი კომპეტენციის ფარგლებში. ვამტკიცებ „ყვითელ ჯუჯას“ - იეღოვა“
„ამ გახსენებაზე, იმ სიკაშკაშისას, რასაც ყვითელი ჯუჯა იძლევა, სარკის მაგიერ ჩვეულებრივი პლანეტოიდის გამოყენებაც შეიძლება - მიქელი“
„თანახმა ვარ“ - იეღოვა“
გენერელურ დირექტორ იეღოვას სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან ტდ-ში შეტანილი ცვლილებების შედეგად წარმოიშვნენ შემდეგი სირთულეები: უწყვეტი ნათების წყაროს მასა ბევრად აღემატება პლანეტისას, რის გამოც წყაროს არ სურს პლანეტის ირგვლივ ბრუნვა. ამის ნაცვლას პლანეტა ბრუნავს მის ირგვლივ. გარდა ამისა, წყაროს დიდი სიმძლავრის გამო შეინიშნება ტემპერატურის მდგრადი ზრდა ტდ-ში მოთხოვნილთან შედარებით(დაახლოებით ასჯერ). თუ წყარომდე მანძილს გავზრდით მაშინ მნიშვნელოვნად გაიზრდებიან სისტემის გაბარიტებიც.
„დიდი გაბარიტები პრესტიჟის ამბავში კარგიც კია, მაგრამ აი, პერიფერიული მოწყობილობის გარშემო პლანეტის ბრუნვამ მომხმარებელს შეიძლება არასრულფასოვნების შეგრძნება გაუჩინოს. გრავიტაციული მუდმივა ხომ არ შეგვეცვალა? - გაბრიელი“
„გრავიტაციულ მუდმივას თუ შევცვლით მაშინ შეთავსების პრობლემა წარმოიშვება - მიქელი“
„რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისთვის რა რის გარშემო ბრუნავს? მოიფიქროს რეკლამის განყოფილებამ რამე ფარდობითობის თეორია - იეღოვა“
გენერელურ დირექტორ იეღოვას სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან ორბიტის რადიუსის გადიდებისთანავე ტდ-ში მითითებულ სიჩქარემდე პლანეტის აჩქარების მცდელობამ სისტემა დაშალა (პლანეტა კოსმოსში გაფრინდა). სხვათაშორის, ღამის მნათობის მას მიჰყვა.
„არა აქვს მნიშვნელობა რა ხდება სისტემაში - მთავარია რას ხედავს მომხმარებელი. რატომ არე შეიძლება ვაიძულოთ პლანეტა, იბრუნოს თავისი ღერძის გარშემო? მაშინ მომხმარებელს მოეჩვენება რომ მზე და მთვარე მის გარშემო ბრუნავენ ტდ-ში მითითებილი სიხშირით - გაბრიელი“
„მერედა მომხმარებელი ვერ გამოიცნობს ჩვენს ფანდებს? - იეღოვა“
„რომც გამოიცნოს პროექტი იმ დროისთვის დიდი ხნის ჩაბარებული იქნება - გაბრიელი“
„თანახმა ვარ - იეღოვა“.
გენერალურ დირექტორ იეღოვას ტესტირებისა და ტექდახმარების განყ. გამგე რაფაილისგან სისტემის პირველადმა ტესტირებამ შემდეგი ხარვეზები გამოავლინა: 1) შეინიშნება მდგრადი გადახურება. 2) ბრუნვის ღერძი 23 გრდუსით გადაიხარა ვერტიკალისგან რის გამოც წარმოიშვნენ ციკლური ტემპერატურული ანომალიები. 3) მდინარეთა გამტარიანობა არ შეესაბამება დაპროეტებულს. 4) ბალახისმჭამელნი გაქრნენ. 5) ორბიტა არასტაბილურია, პლანეტას მზეზე დაცემის მიდრეკილება აქვს.
გენერელურ დირექტორ იეღოვას სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან 1) აბა რას ელოდით ხმელეთი/წყალი-ს ამნაირი თანაფარდობისას? ოპტიმალური გაგრილებისთვის სადღაც 1:3 – 1:4 -ზეა საჭირო. 2) მაგ საკითხზე ვმუშაობთ. 3) იმიტომ რომ რძე მჟავდება ხოლო თაფლი ჩაშაქრდა. 4) ბალახისმჭმელთ ბალახი სჭირდებათ, ის კი არ ხარობს ამისთანა სიცხეში და უწყლოდ. გთვაზობთ მდინარეებში წყალი გავუშვათ, ამავდროულად ნომერ 3 პრობლემასაც გადავჭრით. 5) გრავიტაციულ საპირწონედ გარეგან ორბიტაზე კიდევ ერთ პლანეტას განვათავსებთ.
„ხმელეთს ვეღარ შევკუმშვათ, ზღვათა ფართობის გაზრდა მოგვიწევს. ეს კი მოცულობისა და სიმძიმის ძალის გაზრდაა. და კიდევ ეს ზედმეტი პლანეტა... - მიქელი“
„არა უშვას, მომხმარებელი ჩაყლაპავს. ზედმეტ პლანეტას სამკაულად გავაფორმებთ. აი, რძე და თაფლი კი უკვე დავაანონსეთ. ყველაზე შესამჩნევ მდინარეებში მათი დატოვება მოგვიწევს - გაბრიელი“
„შეგახსენებთ რომ ვადა იწურება თქვენი კი ჯერაც ნაცარს ქექავთ. ამ გახსნებაზე, დიზაინერებს ჯერაც არ წარმოუდგენიათ ცხენის პროექტი, ჯერ ისევ დინოზავრებს უჩხიკინებენ. ვის უნდა ეს დინოზავრები? - იეღოვა“
„კაცმა რომ თქვას, მომხმარებელს მოსწონს დინოზავრები - გაბრიელი“
„კარგი, მაგრამ ცხენიც აუცილებლად იყოს - იეღოვა“
გენერელურ დირექტორ იეღოვას ტესტირებისა და ტექდახმარების განყ. გამგე რაფაილისგან 1) ღერძთან დაკავშირებულ ჯერაც გადაუჭრელ პრობლემებთან ერთად ახლა პლანეტას კოსმოსში გაფრენის ტენდენცია გაუჩნდა. 2) ბალახისმჭამელნი ისევ არ გვყავს.
გენერელურ დირექტორ იეღოვას სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან 1) კიდევ ერთ საპირწონეს შევქმნით, ამჯერად შიდა ორბიტაზე. 2) ფაუნა გამრავლდა, ჩახეთქა მთელი ბალახი და გაფშიკა ფეხი.
„საბოლოოდ რამდენი საპირწონეა საჭირო? - მიქელი“
„მოკლედ, შესატყვისობის სამუშაოთა ჩატარების შემდეგ, სისტემის სტაბილიზაცია ცხარზე მოხერხდა - ლუციფერი“
„ხომ არ მომეყურა? ერთის ნაცვლად მომხმარებელი 9 პლანეტას მიიღებს? - იეღოვა“
„მომხმარებლისთვის მაგის ცოდნა არაა სავალდებულო. ამ პლანეტების ნახევარს ტელესკოპის გარეშე ვერც დაინახავ. გთავაზობთ მომხმარებლის ინსტრუქციას დავამატოთ მე-11- ე მცნება: „არ გამოიგონო ტელესკოპი“ - გაბრიელი.
„არ ღირს. მაშინ ნამდვილად გამოიგონებენ - იეღოვა“
„სხვათაშორის, ორბიტის რადიუსის გადიდების მერე, ღამის მნათობის სიკაშკაშე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა. გთავაზობთ მის ნაცვლად სარკის ინსტალირებას - რაფაილი.
„აქამდე სად იყავით? ძლივს გავაწონასწორეთ სისტემა! ყველაფრის თავიდან გასწორება გინდათ? - ლუციფერი“
„არავითარი თავიდან! პროექტის ჩაბარებამდე ექვსი დღეა დარჩენილი. ლუციფერ, ან თქვენ ამ ყველფერს აამუშავებთ, ან გადაგიყვანთ ჩამოქვეითებით! - იეღოვა“ გენერელურ დირექტორ იეღოვას სისტემური ტექნიკის განყ. გამგე ლუციფერისგან ჩემი რა ბრალია როცა თავიდანვე ვერ მომცეს წესიერი ტდ? ერთი სიტყვით, ასეა: ღერძის დახრილობა როგორცაა ახლა, ისე დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ედემის ბაღში +24 იქნება, ხოლო თუ მომხმარებელი სადღაც სხვაგან გაბოდიალდება ეს უკვე მისი პრობლემაა. დინოზავრებს ვეღარ ვასწრებთ მაგრამ ცხენებს აუცილებლად გავაკეთებთ. რძის და თაფლის მხრივ არაფერი გამოვიდა, მდინარეებში წყალი გავუშვით, თუმცა მას მარილი ჩააქვს ზღვაში. ბალახისმჭამელებმა რომ მთლიანად არ ჩათქვლიფონ რესურსები, მტაცებელთა დასტა გამოვუშვით, თუმცა მომხმარებლისა და ბალახისმჭამელის გასარჩევი პროგრამის ჩადგმას ვეღარ ვასწრებთ მათში. მოკლედ, რაღაცნაირად იმუშავებს.
„კარგია ძლიერ - იეღოვა“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ვიხუმრე, ნეფერტარი. სინამდვილეში კი იმას ვფიქრობ რომ ანეკდოტისთვის ასეც კარგია. ვიხუმრე, ნეფერტარი. სინამდვილეში კი იმას ვფიქრობ რომ ანეკდოტისთვის ასეც კარგია.
12. აზრი აქვს, "შერცხვენილი" ღირსების აღდგენა ყოველთვის შეიძლება, ისევე როგორც სამართლიანობის აღდეგენა. გაასწორებ და მორჩა. თანაც, შენ ხომ ბმული არ დაგიდია დედნის, აქ კიდევ ისეთი კატეგორიაა, ინტერნეტში არ დაუწყებდა ძებნას დედანს, ასე რომ მაგ ამბავს ნახევარი "გრუზია" ვერ გაიგებს... :)) აზრი აქვს, "შერცხვენილი" ღირსების აღდგენა ყოველთვის შეიძლება, ისევე როგორც სამართლიანობის აღდეგენა. გაასწორებ და მორჩა. თანაც, შენ ხომ ბმული არ დაგიდია დედნის, აქ კიდევ ისეთი კატეგორიაა, ინტერნეტში არ დაუწყებდა ძებნას დედანს, ასე რომ მაგ ამბავს ნახევარი "გრუზია" ვერ გაიგებს... :))
11. რა აზრი აქვს,ნეფერტარი? ხომ უკვე შევრცხვი! რა აზრი აქვს,ნეფერტარი? ხომ უკვე შევრცხვი!
10. რას იზამ და გაასწორებ რედაქტირების რეჟიმის მეშვეობით... :))
რას იზამ და გაასწორებ რედაქტირების რეჟიმის მეშვეობით... :))
9. აირინი, იმედია ჩემი "უსაზღვროა შენი ინტერესი სამეცნიერო ფანტასტიკაში" რაღაცა კარგს ნიშნავს. საიტყვა "გამგის" ამოღება ნამდვილად არ მეწყინება, როგორც გენებოს, "მტაცებელთა დასტა" რაა და ასე რომ ვთქვათ, მოკლე თარგმანი. ორიგინალში იყო "პატჩ ხიშჩნიკოვ". ეს "პატჩი" ინგლისურია და აქ იმ მნიშვნელობითაა ნახმარი, როგორც კომპიუტერული პროგრამა, რომელიც პროგრამისტის მიერ თავისსავე სხვა პროგრამაში აღმოჩენილ შეცდომებს ასწორებს. ხედავ, აირინი, თავად ამ სიტყვის განმარტება გამოდის დანარჩენ ტექსტზე არანაკლები სიდიდის. მეც ავიღე და მოკლე გზით გავიარე. ალბათ ნაჩქარევადაც. არცაა გასაკვირი, ისე მოხდა რომ როცა ამ ტექსტს წავაწყდი, გამეცინა, ხელადვე გადავთარგმნე და აქ გამოვდე. მეტის სიდინჯე რომ გამომეჩინა ალბათ უფრო ზუსტად ვთარგმნიდი, მაგარამ ახლა რაღას ვიზამ? აირინი, იმედია ჩემი "უსაზღვროა შენი ინტერესი სამეცნიერო ფანტასტიკაში" რაღაცა კარგს ნიშნავს. საიტყვა "გამგის" ამოღება ნამდვილად არ მეწყინება, როგორც გენებოს, "მტაცებელთა დასტა" რაა და ასე რომ ვთქვათ, მოკლე თარგმანი. ორიგინალში იყო "პატჩ ხიშჩნიკოვ". ეს "პატჩი" ინგლისურია და აქ იმ მნიშვნელობითაა ნახმარი, როგორც კომპიუტერული პროგრამა, რომელიც პროგრამისტის მიერ თავისსავე სხვა პროგრამაში აღმოჩენილ შეცდომებს ასწორებს. ხედავ, აირინი, თავად ამ სიტყვის განმარტება გამოდის დანარჩენ ტექსტზე არანაკლები სიდიდის. მეც ავიღე და მოკლე გზით გავიარე. ალბათ ნაჩქარევადაც. არცაა გასაკვირი, ისე მოხდა რომ როცა ამ ტექსტს წავაწყდი, გამეცინა, ხელადვე გადავთარგმნე და აქ გამოვდე. მეტის სიდინჯე რომ გამომეჩინა ალბათ უფრო ზუსტად ვთარგმნიდი, მაგარამ ახლა რაღას ვიზამ?
8. წავიკითხე. მუხას ვეთანხმები - "უსაზღვროა შენი ინტერესი სამეცნიერო ფანტასტიკაში"
თუ არ გეწყინება, მიმართვის ერთ წინადადებას ასე შევცვლიდი: "მარკეტინგის განყოფილების უფროსის გაბრიელისგან"
ყველა მიმართვაში "გამგეს" ამოვიღებდი.
"მტაცებელთა დასტა" რა არის?
წავიკითხე. მუხას ვეთანხმები - "უსაზღვროა შენი ინტერესი სამეცნიერო ფანტასტიკაში"
თუ არ გეწყინება, მიმართვის ერთ წინადადებას ასე შევცვლიდი: "მარკეტინგის განყოფილების უფროსის გაბრიელისგან"
ყველა მიმართვაში "გამგეს" ამოვიღებდი.
"მტაცებელთა დასტა" რა არის?
7. მუხა და ჭა, მოხრული ვარ თუ თქვენც გაგაცინათ ცოტა. ზუსტად ეგაა მაგ ტექსტის "სამსახურებრივი მოვალეობა". მუხა და ჭა, მოხრული ვარ თუ თქვენც გაგაცინათ ცოტა. ზუსტად ეგაა მაგ ტექსტის "სამსახურებრივი მოვალეობა".
6. დედანს ალბათ ვერც წავიკიხავდი, რომც იდოს...:) მაგრამ ნაწერს ეტყობა რომ კარგი თარგმანია...არ ვიცი როგორ, მაგრამ ემჩნევა... წყალივი მიდის...იუმორიც ... ჩემის მოკლე ჭკუით , კარგი იყო მოკლედ...:)) 5 დედანს ალბათ ვერც წავიკიხავდი, რომც იდოს...:) მაგრამ ნაწერს ეტყობა რომ კარგი თარგმანია...არ ვიცი როგორ, მაგრამ ემჩნევა... წყალივი მიდის...იუმორიც ... ჩემის მოკლე ჭკუით , კარგი იყო მოკლედ...:)) 5
5. „ხმელეთს ვეღარ შევკუმშვათ, ზღვათა ფართობის გაზრდა მოგვიწევს. ეს კი მოცულობისა და სიმძიმის ძალის გაზრდაა. და კიდევ ეს ზედმეტი პლანეტა... - მიქელი“ აზგო ფორმაში ხარ, მომწონს შენი ნათარგმნი. უსაზღვროა შენი ინტერესი სამეცნიერო ფანსტასტიკაში. „ხმელეთს ვეღარ შევკუმშვათ, ზღვათა ფართობის გაზრდა მოგვიწევს. ეს კი მოცულობისა და სიმძიმის ძალის გაზრდაა. და კიდევ ეს ზედმეტი პლანეტა... - მიქელი“ აზგო ფორმაში ხარ, მომწონს შენი ნათარგმნი. უსაზღვროა შენი ინტერესი სამეცნიერო ფანსტასტიკაში.
4. კარგია თუ გაგაცინათ, პატივცემულებო. დედანი რომ სჭიროა ეს კი ვიცი მაგრამ ტექსტი იმდენად ანეკდოტია რომ აღარ შევიწუხე თავი. ამავე დროს, ვისაც მაინც უნდა ორიგინალის ნახვა, ამას ძალიან იოლად მოახერხებს: აკრიფოს რუსულად "პროექტო გენეზისი" გუგლში და ხელადვე ეღირსება სანატრელს. კარგია თუ გაგაცინათ, პატივცემულებო. დედანი რომ სჭიროა ეს კი ვიცი მაგრამ ტექსტი იმდენად ანეკდოტია რომ აღარ შევიწუხე თავი. ამავე დროს, ვისაც მაინც უნდა ორიგინალის ნახვა, ამას ძალიან იოლად მოახერხებს: აკრიფოს რუსულად "პროექტო გენეზისი" გუგლში და ხელადვე ეღირსება სანატრელს.
3. "კარგია ძლიერ - იეღოვა"
ვეთანხმები ჯონათანს ნესტერენკოს იუმორზე :))
ბევრი ტექნიკური დეტალია და კარგად ვიკაიფე
მადლობა აზგოს თარგმანისთვის და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დედანი აუცილებელია
"კარგია ძლიერ - იეღოვა"
ვეთანხმები ჯონათანს ნესტერენკოს იუმორზე :))
ბევრი ტექნიკური დეტალია და კარგად ვიკაიფე
მადლობა აზგოს თარგმანისთვის და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დედანი აუცილებელია
2. საინტერესოა, კარგად არის შესრულებული. საინტერესოა, კარგად არის შესრულებული.
1. მშვენიერი იუმორი ჰქონია ბატონ ნესტერენკოს.
იქნებ დედანიც დაგედოთ ან ბმული მაინც.
ისეთი ტექსტია, დიდი ოსტატობა რომ არ ჭირდება მის თარგმნას.
ვიცი თქვენი ინტერესის შესახებ, სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის, ჰორორის ( ეს სიტყვა თქვენგან გავიგე პირველად, სხვათა შორის ) მიმართ და გასაგებია, რატომაც თარგმნეთ ეს ავტორი.
მადლობის მეტი რა მეთქმის.
მშვენიერი იუმორი ჰქონია ბატონ ნესტერენკოს.
იქნებ დედანიც დაგედოთ ან ბმული მაინც.
ისეთი ტექსტია, დიდი ოსტატობა რომ არ ჭირდება მის თარგმნას.
ვიცი თქვენი ინტერესის შესახებ, სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის, ჰორორის ( ეს სიტყვა თქვენგან გავიგე პირველად, სხვათა შორის ) მიმართ და გასაგებია, რატომაც თარგმნეთ ეს ავტორი.
მადლობის მეტი რა მეთქმის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|