,,-თეთრი, თეთრი ფინლანდია, ოღონდ ჰქონდეს ბურთულა!"- - მოხმიანე ვინ ლანდია, ფიქრს გზა ვინ გაურთულა? ... და ქაშაყის მარინადი ქაშანურის ფიალით, შავი პური, ანდაც მჭადი... ხსოვნა, გულის ფრიალი. სველი ფუნჯი, ფონი ლურჯი, ზედ ფასკუნჯი ნისკარტა. მერამდენედ - ლაპარაკში მოპარება ცისკართა. და სიტყვები - არართული, არაფერი - მორთული. თვალზე რულით დახატული სიყვარული - ფერწერული, სიყვარული - პორტრეტული, არანატურმორტული.
სახელოსნო შენი მუდამ ასე მომაგონდება. მერე შენი აღსასრული, მერე სიმწრით დაისრული გული. ჩვენი გოდება.
ჩვენი რა ვთქვა, გვიდგას სული, მაგრამ ველით გაყურსული, ვის მოუწევს კანჭზე ცელის მოდება. ან იმედი გვქონდეს რისი, ან რას შერჩა რა საზრისი, ან ვის რა გველოდება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ჩვენი რა ვთქვა, გვიდგას სული, მაგრამ ველით გაყურსული, ვის მოუწევს კანჭზე ცელის მოდება.
კარგი ლექსია ქალბატონო ნინო ისევე როგორც კარგია "ფინლანდია"
ცხადია 5 ქულა
ჩვენი რა ვთქვა, გვიდგას სული, მაგრამ ველით გაყურსული, ვის მოუწევს კანჭზე ცელის მოდება.
კარგი ლექსია ქალბატონო ნინო ისევე როგორც კარგია "ფინლანდია"
ცხადია 5 ქულა
12. ნუ ასაკოვანი ავტორებისთვის ზოგადად დამახასიათებელია ლექსისადმი და ზოგადად პოეზიისადმი ასეთი დამოკიდებულება... ნუ ასაკოვანი ავტორებისთვის ზოგადად დამახასიათებელია ლექსისადმი და ზოგადად პოეზიისადმი ასეთი დამოკიდებულება...
11. მსვენიერი მელოდიური ლექსია, მაგრამ რაღაც აკლია რაა,,,, როგორ გითხრა.. ახალგაზრდული სული... ანუ პოეზია რა... მსვენიერი მელოდიური ლექსია, მაგრამ რაღაც აკლია რაა,,,, როგორ გითხრა.. ახალგაზრდული სული... ანუ პოეზია რა...
10. ვისიამოვნე ლექსით. მადლობა ავტორს. ++
ვისიამოვნე ლექსით. მადლობა ავტორს. ++
9. მეც ფინეთი მეგონა თავიდან და იმწამსვე ის გავიფიქრე, რომ თქვენ ფინეთს "ფინლანდიად" არ დაწერდით :)
კარგი ჩანაფიქრია, "კარტის გახსნამდეც" და მერეც :)
მეც ფინეთი მეგონა თავიდან და იმწამსვე ის გავიფიქრე, რომ თქვენ ფინეთს "ფინლანდიად" არ დაწერდით :)
კარგი ჩანაფიქრია, "კარტის გახსნამდეც" და მერეც :)
8. მადლობა, ჩემო კარგებო! :) ფინლანდიასთან ბრჭყალები გრამატიკულად აუცილებელია, მაგრამ ხომ არ დაავიწროებს პირველი სტრიქონის წარმოსახვით, ილუზორულ შთაბეჭდილებას :( თეთრად დათოვლილი ფინეთი - უცხო მხარე) ვიდრე ,,კარტი გაიხსნება"? მადლობა, ჩემო კარგებო! :) ფინლანდიასთან ბრჭყალები გრამატიკულად აუცილებელია, მაგრამ ხომ არ დაავიწროებს პირველი სტრიქონის წარმოსახვით, ილუზორულ შთაბეჭდილებას :( თეთრად დათოვლილი ფინეთი - უცხო მხარე) ვიდრე ,,კარტი გაიხსნება"?
7. არანატურმორტული სიყვარული- საინტერესო ეპითეტია :)
"ფინლანდიას" , მგონი, ბრჭყალები უნდა აქ :)
სასიამოვნო ლექსია.
არანატურმორტული სიყვარული- საინტერესო ეპითეტია :)
"ფინლანდიას" , მგონი, ბრჭყალები უნდა აქ :)
სასიამოვნო ლექსია.
6. ძალიან კარგია...აი, ძალიან.
პატივისცემით.
5 ძალიან კარგია...აი, ძალიან.
პატივისცემით.
5
4. კარგი სათაურია, ქალბატონო ნინო,
ნატირ-გამოტირებული,
ოსტატურად შერჩეული
კარგი სათაურია, ქალბატონო ნინო,
ნატირ-გამოტირებული,
ოსტატურად შერჩეული
3. მადლობა , ბატონო ოთარ :) . რას მირჩევდით, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ლექსიც და სათაურიც, ხომ არ დამერთო ლექსისთვის ასეთი კომენტარი? - ,, ნატურ- მორტი ( გერმ) - ბუნება- მკვდარი" მადლობა , ბატონო ოთარ :) . რას მირჩევდით, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ლექსიც და სათაურიც, ხომ არ დამერთო ლექსისთვის ასეთი კომენტარი? - ,, ნატურ- მორტი ( გერმ) - ბუნება- მკვდარი"
2. მადლობა , ბატონო ოთარ :) . რას მირჩევდით, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ლექსიც და სათაურიც, ხომ არ დამერთო ლექსისთვის ასეთი კომენტარი? - ,, ნატურ- მორტი ( გერმ) - ბუნება- მკვდარი" მადლობა , ბატონო ოთარ :) . რას მირჩევდით, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ლექსიც და სათაურიც, ხომ არ დამერთო ლექსისთვის ასეთი კომენტარი? - ,, ნატურ- მორტი ( გერმ) - ბუნება- მკვდარი"
1. +5!!!
კარგი ლექსი, როგორც ყოველთვის!
+5!!!
კარგი ლექსი, როგორც ყოველთვის!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|