 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2016 |
შემოდგომისპირს მწვერვალებე მზე ხომ გინახავს?! როგორ ადნება ცისფერს სივრცეს მწველი მნათობი?! ჩუმი საღამო მივიწყებულ დარდს რომ გინახლებს, და ჭრიჭინებიც ძველებურად რომ ვერ გართობენ, ასე ხარ ახლაც,შეპყრობილი უიმედობით, ღმერთდაკარგულმა,ჩაფერფლილმა მზერამ გაგყიდა, ვერასდიდებით ვერ იჯერებ კაცის ღმერთობას, და მაინც ფიქრობ,რომ დაწყება კვლავ ღირს ახლიდან, ღირს დაბადება,ღირს ბავშვობაც ულუკმაპურო, ღირს გაცრუება არაერთგზის, ყველა იმედის, ღირს სიყვარულიც,ღირს დაკარგვაც,ღირს რომ უყურო დადა საკუთარ ახალშობილს როგორ იმეტებს არგასაზრდელად,ღირს ოცნებაც უკიდეგანო, ღირს ეს სამყარო სანახავად ცოტა ხნით თუნდაც , ღირს არსებობა ღიმილისთვის და იმის გამოც რომ ეს პლანეტა შეიყვარო და მაინც გძულდეს, აქ ყველაფერი,დაწყებული შენი თავიდან, კონტრასტულია განწყობათა მთელი ნაზავი, ღირს ერთ დილასაც ფეხშიშველი გარეთ გახვიდე, და სიკვდილს თბილად ჩაეხუტო-ღვიძლი ძმასავით. ღირს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მომეწონა და მოგიკითხე, ლიპო, ძმობილო :)
მომეწონა და მოგიკითხე, ლიპო, ძმობილო :)
2. ღირს!..:)
დადა...-დედა უნდა იყოს შეცდომაა გაპარული
მომწონს...:-* ღირს!..:)
დადა...-დედა უნდა იყოს შეცდომაა გაპარული
მომწონს...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|