ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2016


***(შენ მიხვალ ზღვასთან..)

შენ მიხვალ ზღვასთან.
გახედავ. იტყვი:
-"რა დანანებით ჩადის მზე, გიო?!"
მეც მივალ ზღვასთან.
გავხედავ. ვიტყვი,
რა რთული არის, გადაგეჩვიო.
ის მივა ზღვასთან.
გახედავს ისე,
როგორც გავხედეთ
მე და შენ მაშინ.
შეგეშინდება და დაუძახებ,
არ მომტაცონო ტალღებმა ბავშვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები