 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 12 მარტი, 2016 |
(ინსტრუქცია ცოცხლად დარჩენილთათვის).
რომ არსებობდეს მიწის ზემოთ მკვდრების ქალაქი, მიასვენებდა შესასვლელთან ყველა თავის მკვდარს, მერე - ისინი ჩაიბარებდნენ. უპატრონებდნენ ახლად მოსულს. მიუჩენდნენ ბოლო სამყოფელს.
ზოგს ალბათ ეზოც ექნებოდა. გამოვიდოდა თვალდახუჭული, დაიწყებდა აალებას მიწის პირიდან, ჩრდილებიდან ცოცხლების ყნოსვას. ზოგჯერ, ალბათ, ძველ ნაცნობსაც აღმოაჩენდა, საქმიანად რომ მიაბიჯებს. დაუძახებდა. გაუცინებდა მკვდრების უხმო, ჩვეულ სიცილით. გაიხსენებდა, როგორ იყო ცოცხლადყოფნები, როცა თავადაც, თუ შემთხვევით ჩაუვლიდა უხილავ ქალაქს, ქარს მოყოლილივით გაიგებდა საკუთარ სახელს, ტრიალდებოდა მხრებაწურულ გამვლელებისკენ და ფიქრობდა, რომ ალბათ ისევ მოეჩვენა.
ნეტავი იყოს მკვდრების მიწისზედა ქალაქი. ეცდებოდი შესასვლელთან შენით მიხვიდე, შემთხვევით, უცხო სტუმარივით შეერიო სხვის წვეულებას. როცა მკვდარი ხარ, ყველაფერი პირიქითაა- სიხარულია ყველა ახალი მიცვალებული, მონატრებული სხეულების ბოლო შეხვედრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. 5
,,ცოცხლადყოფნები'' , ,,მხრებაწურულ''... ჟადენ, დახვეწეთ თქვენი სიტყვის საუნჯეები ასე : ეს აშკარა გულწრფელობა, ღრმა განცდა, მკვეთრი თავისთავადობა , ძლიერი ბგერა და ნათელი სილურჯე აუცილებლად შეუზავეთ ჰარმონიას, როგორც აგურები - ლექსის ასაშენებლად და ძალიან მაღალი სივრცე გათენდება; იმიტომ ამოხსენით მაგალითები, რომ მიიღოთ მხოლოდ ლექსი; მინდა სწორად მოვიტანო ჩემი კეთილი სურვილი თუ თხოვნა თქვენამდე : თქვენ დამზადებული გაქვთ სახლის საუკეთესო ხარისხის მასალები ცალ-ცალკე - ქვა, სახურავი, ფანჯრები, კარები... და ახლა საკმარისია თქვენი შრომა გამიზნული გახდეს მხოლოდ მთლიანად სახლის-ლექსის ასაშენებლად (არა მხოლოდ რითმის, არა მხოლოდ განცდის, არა მხოლოდ...) და დარწმუნებული ვარ, მიაღწევს მწვერვალს თქვენი სასახლე. წინსვლა. 5
,,ცოცხლადყოფნები`` , ,,მხრებაწურულ``... ჟადენ, დახვეწეთ თქვენი სიტყვის საუნჯეები ასე : ეს აშკარა გულწრფელობა, ღრმა განცდა, მკვეთრი თავისთავადობა , ძლიერი ბგერა და ნათელი სილურჯე აუცილებლად შეუზავეთ ჰარმონიას, როგორც აგურები - ლექსის ასაშენებლად და ძალიან მაღალი სივრცე გათენდება; იმიტომ ამოხსენით მაგალითები, რომ მიიღოთ მხოლოდ ლექსი; მინდა სწორად მოვიტანო ჩემი კეთილი სურვილი თუ თხოვნა თქვენამდე : თქვენ დამზადებული გაქვთ სახლის საუკეთესო ხარისხის მასალები ცალ-ცალკე - ქვა, სახურავი, ფანჯრები, კარები... და ახლა საკმარისია თქვენი შრომა გამიზნული გახდეს მხოლოდ მთლიანად სახლის-ლექსის ასაშენებლად (არა მხოლოდ რითმის, არა მხოლოდ განცდის, არა მხოლოდ...) და დარწმუნებული ვარ, მიაღწევს მწვერვალს თქვენი სასახლე. წინსვლა.
5. ცოცხლადყოფნები...
"როცა მკვდარი ხარ, ყველაფერი პირიქითაა- სიხარულია ყველა ახალი მიცვალებული, მონატრებული სხეულების ბოლო შეხვედრა."
ამ "ბოლო შეხვედრამ" დამაფიქრა, მაგრამ რა ზუსტად გითქვამს.
ცოცხლადყოფნები...
"როცა მკვდარი ხარ, ყველაფერი პირიქითაა- სიხარულია ყველა ახალი მიცვალებული, მონატრებული სხეულების ბოლო შეხვედრა."
ამ "ბოლო შეხვედრამ" დამაფიქრა, მაგრამ რა ზუსტად გითქვამს.
4. მოგიკითე ჟადენ...:-*
სასაფლაოები, ეგ ქალაქები მგონია მე...ყველას თავის გემოვნებით აქვს მილაგებული ეზო-ყურე...ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბი, ზოგიც უბრალოდ უბრალო...:) ჩვენი ქალაქებისგან განსხვავებით , დიდი გარინდება სუფევს იქ...:) 5
მოგიკითე ჟადენ...:-*
სასაფლაოები, ეგ ქალაქები მგონია მე...ყველას თავის გემოვნებით აქვს მილაგებული ეზო-ყურე...ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბი, ზოგიც უბრალოდ უბრალო...:) ჩვენი ქალაქებისგან განსხვავებით , დიდი გარინდება სუფევს იქ...:) 5
3. არა ყველაფერს თავისი მუღამი აქვს მათ შორის სიკვდილს... :)) ნუთუ არ გეცოდება მკვდარი რომელიც სიკვდილის შემდეგ ისევ დედამიწაზე იქნება?? :/) არა ყველაფერს თავისი მუღამი აქვს მათ შორის სიკვდილს... :)) ნუთუ არ გეცოდება მკვდარი რომელიც სიკვდილის შემდეგ ისევ დედამიწაზე იქნება?? :/)
2. რთული უნდა იყოს, თითქმის შეუძლებელი, როგორც ენის მოკვნეტა, თვალების დათხრა, ამათ კიდეც რომ ახერხებდე, უფრო შეუძლებელი უნდა იყოს ამ ქალაქში მოხვედრა...
რთული უნდა იყოს, თითქმის შეუძლებელი, როგორც ენის მოკვნეტა, თვალების დათხრა, ამათ კიდეც რომ ახერხებდე, უფრო შეუძლებელი უნდა იყოს ამ ქალაქში მოხვედრა...
1. მეც ხშირად ვივლიდი სტუმრად მკვდრების მიწისზედა ქალაქში.
ნეტავი იყოს. .
მეც ხშირად ვივლიდი სტუმრად მკვდრების მიწისზედა ქალაქში.
ნეტავი იყოს. .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|