არ მინატრია სამოთხე არც უკვდავების წყალია არც კოშკი ცამდე ასული და არცა ნატვრისთვალია ნეტავი ვიყო შანდალი არ იჯრებოდეს კარია სიცოცხლეს მილამაზებდეს სანთლის ფერი და ალია ვხედავდე როგორ ლოცულობს გაცოცხლებული მკვდარია როგორ ყვავილობს გულებში მარადიული დარია...