ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2016


ნოემბრის ყვავილები

ღამეა და შენ კი არ გძინავს ღამეში
შეშლილმა გრიგალმა ქუჩები ალაგა
ავუშვებ ჩემს ფიქრებს შენს თმებზე დაგეშილს
და ყველგან მოგაგნებ სოფლად და ქალაქად

ნოემბრის ბაღებში რა უნდათ ყვავილებს
შენ მაინც დაეძებ ხარ მშვიდი არც ისე
მოვალ და ხელები სათუთად დაგიკრეფს
სულის თეთრ ბაღჩებში ვარდებს და ნარცისებს

მე ვხედავ ნიავში ფრიალებს ბაფთები
შორს გადაიშალა სამოთხის მირაჟი
დავდნები ფიფქებად და გავიფანტები
შენი თმის მცხუნვარე მცხუნვარე ქვიშაში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები