 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 28 მარტი, 2016 |
ყვავილი მღერის და ჭკნება ნიავთან ერთად! წითური ბიჭი ხასხასა ფერებში... სულ რაღაც თორმეტი წელი წლებიდან მხოლოდ ციფრი ექვსი... ჟანგისფერ სამყაროში, წითური ბიჭი სხვებთან ერთად ელოდა, ყვავილით ხელში. ელოდა, მაგრამ უფრო გაოცებით - ირგვლივ ყველანი ყვავილებით. წითურს აეროპორტში უზარმაზარ მინაზე მიეჭყლიტა შუბლი, ცხვირი და ტუჩები. მის თვალებთან დაორთქლილ მინას დროდადრო წმენდდა და კვლავ ლოდინის სახეს ადებდა მას. მხოლოდ ერთხელ მიმოიხედა მოსაცდელ დარბაზში, ნათესავებს გაუღიმა, სამას სამოცი გრადუსით ტრიალს შეეშვა, რადგან მიხვდა, რომ სამყაროს რეტი დაესხა. ბავშვური მეამიტობით თავი დახარა და უთხრა: „მაპატიე, დედი“. გუშინ სკოლაში უთხრეს „ოცდაორ აპრილს დედამიწის დღე აღინიშნებაო“ დღეს ოცდაორი აპრილია და ნათესავებისგან ოცდაორი ნაბიჯის მოშორებით იდგა მინასთან აკრული წითური. ერთი, ორი..... ოცდაორი. ერთი, ორი..... ოცდაორი. ერთი, ორი..... ოცდაორი. ითვლიდა წამებს. იღიმოდა, თვალებით ეძებდა თვითმფრინავს, რომელიც ციდან დედა-მიწაზე უნდა დაშვებულიყო - ოცნებას ჰგავდა ეს ყველაფერი. ოცნებობდა, იხენებდა, ენატრებოდა, უნდოდა, ჩქარობდა. მოუსვენრად ცქმუტავდა ტუჩებს მინაზე და უცნაურ ხაზებს ტოვებდა მასზე. ხელები უკან წაეღო, „ყვავილი არ გამიფუჭდესო“ - ფიქრობდა. შინდისფერი იყო და მხოლოდ ერთი ცალი. მამას კალთაში თაიგული ძევს - დიდი და უფაქიზესად გამშვენიერებული, მამა კი ინვალიდის ეტლში. - მამა, მამა... უკვე მალე? - მიირბინა მამასთან წითურმა, რომელმაც დაორთქლილი სახე ტყვედ დაუტოვა მინას. - ჰო შვილო, უკვე მალე, ძალიან მალე!... - ძალიან კარგი! მინდა რომ ყვავილს ცოცხალს მოუსწროს. მე მას ხომ უკვე ოცდამეორე დღეაა ვინახავ. კესო დედიას ეზოში, მოვიპარე და შენ მიერ მოტანილი ნაკურთხი წყლით ვაცოცხლებდი. - ... - არა მამა, შენ თავს ვფიცავარ, კესო დეიდამ დამინახა და არაფერი უთქვამს. - ჰო შვილო, არაფერს გეტყოდა. მას ხომ უყვარხარ?! - კი, ვუყვარვარ, თან ძალიან, როგორც დედას! - რათქმაუნდა ჩემო ვეფხვო! - მამა, მე შენ მიყვარხარ, დედაც, დედას შენ უყვარხარ და მეც. შენ დედა გიყვარს და მეც. ასე რატომ ხდება? აი, კესო დეიდას შვილი კი ამბობს: „მამის სიყვარული არ ვიცი რას ნიშნავსო?!“ ე.ი. მამამისს არ უყვარს შალვა და კესო დეიდა, არც შალვას მამამისი. - სამაგიეროდ, შალვას ხომ უყვარს კესო დეიდა და კესო დეიდას შალვას მამა? - კესო დეიდას უყვარს?! შეიძლება, მაგრამ... - ალბათ, შენ დაგავიწყდა, რომ კესო დეიდა და შალვა ყოველ კვირა დღეს სად დადიან?... - სად? - შალვას მამასთან, სასაფლაოზე. ის ხომ იქ არის, დედამიწიდან აფრენილთა სამყაროში. - მეც მინდა გაფრენა მამა, ისე როგორც ჩვენი თვითმფრინავი, მაგრამ დაშვებაც ხო კარგია არა, მიწაზე? აი ფრენა თუ არ იცი, ალბათ ვერც დაშვებას ისწავლი, ხო მამა? - გეთანხმები, ჩემო ვეფხვო! - მამა,მაინც რა არის სიყვარული? - ხომ გსმენია შვილო, ყველაზე მძიმე ტვირთი ცოდვაა, მაგრამ არაფერი გსმენია ტვირთზე, რომელიც სატარებლად მჩატეა - ის სიყვარულია! იმდენად მჩატეა, რომ სიმსუბუქისგან არაფერზე ამბობ უარს, თვით ფრენაზე, რომელიც ასე სწადიათ ადამიანებს! - ე.ი. სიყვარული ფრენაა? - ჰო, შვილო, თან „ვერტიკალური“ - მძიმე თვალებიდან აციმციმდა თითქოს შვება და ტუჩებიდან ოდნავი ღიმილი. - ჩამოფრინდა მამა, ჩამოფრიიინდააააა......... - წითურმა გაარღვია ჟანგისფერი მოსაცდელი, სადაც: ელოდნენ, მიფრინავდნენ და მოფრინავდნენ. მუჭში მოქცეული ყვავილის ეკლიანი ღერო. ყვავილი აწეული თავით. ირგვლივ ღიმილი და მონატრება. წითურის ირგვლივ კვლავ მიწას რეტი დაეხსა. გონდაკარგული... დედა დაკარგული იმ დღეს დედამიწას, ვინ იცის რამდენი წელი შეურსულდა წითური ხომ თორმეტი წლის ხდებოდა ოცდასამ აპრილს ყვავილი მღერის და ჭკნება ნიავთან ერთად! წითური ბიჭი ჟანგის ფერებში... და დედამიწა ხასხასა მოსასხამით. სულ რაღაც თორმეტი წელი. წლებიდან მხოლოდ ექვსი წელი - შენთან დედა! *** - იცი მამა, მე არასოდეს ვიტყვი, რომ: „დედის სიყვარული არ ვიცი რას ნიშნავსთქო!“ - ჰო, შვილო... წავიდეთ სახლში! - კესო დეიდა, წავიდეთ სახლში. - წითურის ხმა ისეთივე ჩუმი იყო, როგორც საფლავთა მიწისა. - შალვა, წამოდი! *** მას შემდეგ ათი წელი... დღეს ოცდაორი აპრილია და დედამიწის დღე. კვლავ ჟანგისფერია ირგვლივ ყველაფერი. შალვაც წითურია... დაბადება - როდის სიკვდილი? უცნაურია ეკალი, რომელიც მეათე წელია წითურის ეზოში ყვავილობს!
გიგო რიონელი 27 მარტი 2016 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მოგიკითხე მეც თბილად გიგო ბატონო...:-* ვახ... ინსტრუქცია უნდა მოაყოლო ხოლმე შენ ნაწერებს...:)) კომენტარების მერე მეც რაღაცას მივხვდი...თუ სწორად მივხვდი თვითმფრინავი აფეთქდა... წერა გიყვარს...იცი...და გამოგდის კიდეც...:-* ეს შენი სტილია...:) მოგიკითხე მეც თბილად გიგო ბატონო...:-* ვახ... ინსტრუქცია უნდა მოაყოლო ხოლმე შენ ნაწერებს...:)) კომენტარების მერე მეც რაღაცას მივხვდი...თუ სწორად მივხვდი თვითმფრინავი აფეთქდა... წერა გიყვარს...იცი...და გამოგდის კიდეც...:-* ეს შენი სტილია...:)
5. აფეთქება მოხდა აეროპორტში?! ასე ჩაიფიქრა ავტორმა, ან იქნებ, მკითხველის არჩევანია როგორ გაიგებს? :) თუ მეორეა, მაშინ უფრო მეტი აპლოდისმენტები.
აფეთქება მოხდა აეროპორტში?! ასე ჩაიფიქრა ავტორმა, ან იქნებ, მკითხველის არჩევანია როგორ გაიგებს? :) თუ მეორეა, მაშინ უფრო მეტი აპლოდისმენტები.
4. ძალიან მაგარია. ბრავო! 5.
ძალიან მაგარია. ბრავო! 5.
3. ჯონათან, თოლიავ... დიდხანს ჰყავდე თავისუფლების ეტალონად შენ შვილსა!!! იდღეგრძელეთ მარად!!!
ჯონათან, თოლიავ... დიდხანს ჰყავდე თავისუფლების ეტალონად შენ შვილსა!!! იდღეგრძელეთ მარად!!!
2. უცნაურია ეკალი, რომელიც მეათე წელია წითურის ეზოში ყვავილობს!
სასწაულია! უცნაურია ეკალი, რომელიც მეათე წელია წითურის ეზოში ყვავილობს!
სასწაულია!
1. არ ვიცი, მე ვერ ჩავწვდი ბოლომდე სათქმელს თუ ...
ვერ მივხვდი, რა მოხდა.
23 აპრილი მიყვარს- ჩემი შვილის დაბადების დღეა :)
არ ვიცი, მე ვერ ჩავწვდი ბოლომდე სათქმელს თუ ...
ვერ მივხვდი, რა მოხდა.
23 აპრილი მიყვარს- ჩემი შვილის დაბადების დღეა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|