ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
8 აპრილი, 2016


მნიშვნელოვანი დღე (ეტიუდი)

ხუთეული...
ის ერთადერთი ზურგშექცევით.
დღე შვიდიანით...

დღე დღეზე დაწყობილი, როგორც მადონას სერვიზის ფინჯნები გვერდი-გვერდ მდგარნი სამზარეულო ოთახის მაგიდაზე, რომლებიც მორიგი რუტინული თავშეყრისთვის შეუკაზმავთ.
ეს წარმოსახვა დიდებულ წარსულს ან იქნებ საშინელ, იძულებით, მომავალს ახსენებდა იმ ერთადერთს, სამზარეულოს კედლებს, მაგიდას, სკამებსა და კარადებს შორის ბოლთას მცემელს, რომელსაც საკუთარი დავთარი ხელში გადაშლილი ეჭირა და იხსენებდა გუშინწინდელ დღეს, როცა მან ჩანიშვნა გააკეთა და შვიდი აპრილი მაქსიმალურად დატვირთა შეხვედრებით.
მისი ჩათვლით სულ ექვსნი იქნებოდნენ.
დავთარიდან:
ხუთი აპრილი - „ზარი შემოვიდა მადამ ნიკესგან. შევთანხმდით შეხვედრაზე შვიდი აპრილისთვის. დრო უნდა შევატყობინო.“
ხუთი აპრილი - „მდივანმა შემახსენა შეხვედრა საპრეზიდენტო კანდიდატთან. შევთანხმდით შეხვედრაზე შვიდი აპრილისთვის.“
ხუთი აპრილი - „ჩემი სიმპატიური ბუჰხალტერი! მიყვარს ის! შევთანხმდით შეხვედრაზე შვიდი აპრილისთვის.“
ხუთ აპრილი - „მუსლიმ პარტნიორთან იძულებითი წილობრივ მონაწილეობაზე გასაუბრება. შევთანხმდით შეხვედრაზე შვიდი აპრილისთვის.“
ხუთი აპრილი - „გოსპადი-ნ ივან ვასილევიჩთან საინტერესო თემის განხილვა, რომელიც ეხება... (მეცნიერი). კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. დღემდე ვერ გამირკვევია რას იკვლევს ან ვისთვის იკვლევს?! (იძულებითი). შევთანხმდით შეხვედრაზე შვიდი აპრილისთვის.
ხუთ აპრილს, არც მდივანი იყო ამაღლებულ, სხვისთვის შესაშურ განწყობაზე, რადგან თავი ვერ მოება იმ შეხვედრებისთვის, რომლებიც მის სამუშაო მაგიდაზე მიმოფანტულან პატარა ფერად ფურცლებზე.
გაზაბფხულებულ, აყვავებულ მაგიდას დასცქეროდა და ვერ გადაეწყვიტა გვირგვინი გაეკეთბინა თუ თაიგული? ის კი იცოდა, რომ თუ ვერ შეძლებდა, გვირგვინით თავზე და თაიგულით ხელში აუცილებლად მოუწყობდნენ გაცილებას.
ფანჯრებზე ჟალუზები გადასწია და მზის ენერგიით შემთბარმა გონებამ ლამის გადაწვამდე იმუშავა. შუადღისთვის, იმ ერთადერთმა დავთარი ცხვირწინ ააფარა მდივანს და სთხოვა,რომ შვიდი აპრილისთვის დაგეგმილი ხუთი შეხვედრა დაემატებინა. „ეს ირონიაა!“ - გაიფიქრა მან. „ვიცი რომ ირონიაა, მაგრამ...“ - უპასუხა ფიქრითვე მას.
ზუსტად ერთ საათში მის კაბინეტში ამოჰყო თავი,როგორც მოლუსკებზე მონადირე მყვინთავმა.
მუყაოს ყუთიდან ქაღალდის ხელსახოცი ამოიღო და მდივანს შუბლიდან ზღვის ცრემლები მოსწმინდა.
შვიდი აპრილისთვის განაწილებულ განრიგს დახედა... უდიდესი ტკივილისგან, ტანჯვისგან განცდილი ხმით, უფრო მართებულად ვთვლი ვთქვა, წართმეული ხმით უთხრა: „ხუთ შეხვედრა ერთ დროს, შვიდში შვიდ საათზე?!“ „დიახ! დანარჩნი თხუთმეტი შეხვედრა უკვე განაწილებული გახლდათ და შეთანხმებული.“
იმ ერთადერთის კაბინეტში ორპირმა დაუბერა...

***
გრილ ამინდს ოდნავი სევდით შეფაკლული ლოყები უჩანდა ციდან.
საღამომდე ამაოდ ელოდნენ ღიმილს მზისას. კიდევ ერთმა ცის ბინადარმა გააცილადაღლილი მზე და უტიფრად დაეპატრონა კალათს,რომელშიც მუდამ მონადცვლეობით ბუდობდნენ. ამ წყვილთა ნაშობნი კიაფობდნენ ყოველ ღამე, მაგრამ ის ერთადერთი იყო მისთვის.
ეს ღამე არც იმ ერთადერთისთვის იყო ქარქაშიანი ხმალი. აისისმოსახლეობასთან ერთად ასწია დაღლილი თავი იმ ხუთეულისთვის. გაახსენდა დანარჩენი თხუთმეტიც. ზურგი აქცია შვიდ აპრილს და ძილს მისცა თავი. ის არ იყო მხოლოდ ერთადერთი ათეისტი ქალბატონებიდან,რომლებსაც შეხვედრებს უუქმებდნენ.
ის დღე მხოლოდ ერთადერთისთვის იყო მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანი დღე მარიამისთვის!

***
სასტუმროს ნომერში ტელეფონის ზარის ხმამ გააღვიძა.
- გისმენთ!
- ქალბატონო მარიამ, კლინიკიდან პასუხი მოვიდა. - მორიდებით ფრთხილი ხმით უთხრა მდივანმა.
- გახსენი და წამიკითხე! - მოკლედ მოუჭრა სათქმელი და დაამთქნარა.
- თქვენ ორსულად ხართ ქალბატონო მარიამ!
მარიამმა ყურმილი ბერკეტზე დაკიდა.
- იოსებ, იოსებ!...
- უმმ...
- მე ორსულად ვარ!
ბუჰხალტერმაც დაამთქნარა.

7 აპრილი 2016 წელი
გიგო რიონელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები