ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2016


***

დაგტოვებდი
რომ ვიცოდე შენთან სხვაც არის,
დაგტოვებდი გულდამშვიდებით,
თუ სხვაც შეგიყვარებდა ჩემსავით,
სხვა თუ მოგიდუღებდა ჩაის(შაქრიანს) ,
თუ სხვაც შეძლებდა
შენი ავადმყოფი სხეულის და უფრო სულის მიხედვას…
გულდამშვიდებით დაგტოვებდი, 
რომ ვიცოდე წაგიკითხავდა წიგნებს
და დაგითვლდა ხალებს ბეჭებზე,
აგიჩეჩავდა დავარცხნილ თმებს…
დაგტოვებდი, რომ ვიცოდე საბნად მოგეხვეოდა ყინვით გათოშილს.
მე თავისუფლად დაგტოვებდი,
თუ სხვაც შეძლებდა დილით
შენს პერანგზე ღილების შეკვრას
და საღამოს დათოვლილ აივანზე ჯდომას.
მე დაგტოვებდი გულდამშვიდებით და თავისუფლად,
რომ ვიცოდე შენთან სხვაც არის…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები