თოვლია, ყინავს მამაჩემო, გარეთ თოვლია ოთახში ნანა ფრთხილად არწევს აკვნის პატარას, თითქოს ქარებმა გრიგალები აიყოლიეს და თებერვალსაც ჭაღარები შემოეპარა.
თოვლია… ყინავს მამაჩემო, ძმათა ომია წრიალებ. ნეტავ რატომ იცვამ ზამთრის ფარაჯას, როცა სიცივემ მწვერვალების თეთრი ბორნიდან ჩუმი მგზავრივით ბარისაკენ გადმოალაჯა.
თოვლია.. ყველა დაიფანტა , ყველგან შიშია შენ სად მიდიხარ მამაჩემო, გარბის ქვეყანა. თითქოს გულიდან ყველაფერი ამოგიშლია რომ შენი თავი სხვა გზისაკენ არ წაგეყვანა.
თოვლია, თოვლი მამაჩემო, საით მიდიხარ, ნუთუ სოფლისკენ , ასე რაღამ დაგაავადა, შენს ძველ ჭისკართან ჰაუბიცა იტეხს იხტიბარს და ძველ ტაბლასთან სიკვდილია მხოლოდ თამადა.
თოვლია.. თითქოს ეს სითეთრე განაჩენია (ტკივილის) რასაც ყველა ელის მისი წინარე, როდესაც მამი ამ ოთახში გადარჩენილი შენ გარდა, უნდა დამიჯერო არავინაა.
თოვლია… ნანა ნელა მირწევს აკვანს პატარას ხდება, ასეა, მხოლოდ ორნი ამ ბედს შევრჩებით , უეცრად ნანას ყლუპი ცრემლი წამოეპარა და წაეშალა შენი კოცნის ანაბეჭდები.
თოვლია ყინავს მამაჩემო, გარეთ თოვლია….
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. კარგი ლექსია! 5 კარგი ლექსია! 5
29. განცდილი, კარგად დაწერილი და ცრემლის მომგვრელიც კია.
კარგია, ნარუტო. განცდილი, კარგად დაწერილი და ცრემლის მომგვრელიც კია.
კარგია, ნარუტო.
28. მადლობა. ბახუტაშვილი რა შუაშია ? მადლობა. ბახუტაშვილი რა შუაშია ?
27. ბახუტაშვილი დიმიტრი ? :დ
ლექსი არ მომეწონა. ბახუტაშვილი დიმიტრი ? :დ
ლექსი არ მომეწონა.
26. მომეწონა. სწორი ემოციაა და ნათელი სურათები მომეწონა. სწორი ემოციაა და ნათელი სურათები
25. მოაქვს ემოცია, ლიტერატურულადაც გამართულია. ++ მოაქვს ემოცია, ლიტერატურულადაც გამართულია. ++
24. უძლიერესია ეს უნდა წამეკითხა მადლობა ავტორს. უძლიერესია ეს უნდა წამეკითხა მადლობა ავტორს.
23. აზიური ქაოსი უფრო მიყვარს, მადლობა პაპუნ :) აზიური ქაოსი უფრო მიყვარს, მადლობა პაპუნ :)
22. იმედი გამიცრუვდა! მეგონა აზიური სიმშვიდე დამხვდებოდა აქ! იმედი გამიცრუვდა! მეგონა აზიური სიმშვიდე დამხვდებოდა აქ!
21. კარგია +3 ერთი წინადადება მაქვს მხოლოდ და რა ვიცი, ავტორი რამდენად დამეთანხმება.
თოვლია… ნანა ნელა მირწევს აკვანს პატარას ხდება, ასეა, მხოლოდ ორნი აშარ ბედს შევრჩით , -> ხდება, ასეა, მხოლოდ ორნი ამ ბედს შევრჩებით უეცრად ნანას ყლუპი ცრემლი წამოეპარა და წაეშალა შენი კოცნის ანაბეჭდები.
მეორე სტრიქონი ამგვარად რომ შეიცვალოს, უკეთესი გამოდის.
კარგია +3 ერთი წინადადება მაქვს მხოლოდ და რა ვიცი, ავტორი რამდენად დამეთანხმება.
თოვლია… ნანა ნელა მირწევს აკვანს პატარას ხდება, ასეა, მხოლოდ ორნი აშარ ბედს შევრჩით , -> ხდება, ასეა, მხოლოდ ორნი ამ ბედს შევრჩებით უეცრად ნანას ყლუპი ცრემლი წამოეპარა და წაეშალა შენი კოცნის ანაბეჭდები.
მეორე სტრიქონი ამგვარად რომ შეიცვალოს, უკეთესი გამოდის.
20. აქ კი დამიწერია 5 ქულა, მაგრამ კომენტარი რა დამიტოვებია. მგონი ვიცი ვინცაა ამ ნიკის მიღმა. :)
აქ კი დამიწერია 5 ქულა, მაგრამ კომენტარი რა დამიტოვებია. მგონი ვიცი ვინცაა ამ ნიკის მიღმა. :)
19. აქ ქართულად არაა მიკადრი ახმოვანებს აქ ქართულად არაა მიკადრი ახმოვანებს
18. რა კარგი რამე წავიკითხე. ყურადღება უნდა მიექცეს ამ ნაწერს! :)
რა კარგი რამე წავიკითხე. ყურადღება უნდა მიექცეს ამ ნაწერს! :)
17. http://kinokrad.net/283174-naruto-uragannye-hroniki-15-sezon-2013.html
ამ საიტზე ნახე ყველა სეზონია
http://kinokrad.net/283174-naruto-uragannye-hroniki-15-sezon-2013.html
ამ საიტზე ნახე ყველა სეზონია
16. ამ მულტფილმს ვუყურებ ახლა 12 სეზონზე ვარ ამ მულტფილმს ვუყურებ ახლა 12 სეზონზე ვარ
15. კარგი ლექსია. ვინმემ ამიხსენით ეს სარანგული რას ნიშნავს, ყველგან რომ წერს ეს დიოგენეს საძმო. :) კარგი ლექსია. ვინმემ ამიხსენით ეს სარანგული რას ნიშნავს, ყველგან რომ წერს ეს დიოგენეს საძმო. :)
14. ნაღდად სარანგულია) ნაღდად სარანგულია)
13. იქ თუ არა აქ. . კი არა. ჰო. უნდა მოვნიშნო მე ეს..
ავტორი: ნარუტო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
9 აპრილი, 2016
იქ თუ არა აქ. . კი არა. ჰო. უნდა მოვნიშნო მე ეს..
ავტორი: ნარუტო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
9 აპრილი, 2016
10. თოვლია… ყინავს მამაჩემო, ძმათა ომია
ძმათა ომი. საშინელება. ლექსი კარგია. თოვლია… ყინავს მამაჩემო, ძმათა ომია
ძმათა ომი. საშინელება. ლექსი კარგია.
9. :) ნორმალური ლექსია ++ :) ნორმალური ლექსია ++
8. შაქრის ჯარისკცია! :))
ავტორი ვინაა? შაქრის ჯარისკცია! :))
ავტორი ვინაა?
7. არის მასში ,სევდის მომგვრელიც კი, ნააზრევი. არის მასში ,სევდის მომგვრელიც კი, ნააზრევი.
6. როგორი ლექსია. სულში მიდის პირდაპირ როგორი ლექსია. სულში მიდის პირდაპირ
4. რა ხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს.. კადრებად დავდგი რამდენი რამე.. რა სურათები და რა ემოციაა, მადლობა ავტორს
რა ხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს.. კადრებად დავდგი რამდენი რამე.. რა სურათები და რა ემოციაა, მადლობა ავტორს
3. არ ვიცი ვინ როგორ თქვას ვინმემ ჩემი სათქმელი თოლია, შემომეშველე და მათქმევინე რამე ამ ლექსზე
მშვიდი ომივითაა ჩემთვის არ ვიცი ვინ როგორ თქვას ვინმემ ჩემი სათქმელი თოლია, შემომეშველე და მათქმევინე რამე ამ ლექსზე
მშვიდი ომივითაა ჩემთვის
2. 22 წელი გასულა და მაინც ისეთი ცოცხალი ემოციაა (არამხოლოდ პირველად წაკითხვის გამო)...
გადარჩენილები- რა პირობითი ცნებაა მართლაც.
კარგი ლექსია- ამბადაც, ემოციადაც, პოეზიადაც...
22 წელი გასულა და მაინც ისეთი ცოცხალი ემოციაა (არამხოლოდ პირველად წაკითხვის გამო)...
გადარჩენილები- რა პირობითი ცნებაა მართლაც.
კარგი ლექსია- ამბადაც, ემოციადაც, პოეზიადაც...
1. კარგი ლექსია...ავადგასახსენებელ დროზე...:( 5 კარგი ლექსია...ავადგასახსენებელ დროზე...:( 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|