ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 აპრილი, 2016


* * *

ყური დამიგდე  !
რა ხანია არავის ვუსმენ,
გარდა ქარების,
ბნელი ქუჩის მეთოფეების.
სადღაც _ ასვალტზე ტვინგასხმული ყრია ფოთლები.
მე  კი მე
ვწერო იოლია თვითმკვლობაზე,
როცა ვხედავ ცას,
როცა ვხედავ მზეს,
და ვიმეორებ გალაკტიონს _ ,, ,,უსიყვარულოდ"

ყური დამიგდე !
უნდა მიხვდე,  რომ თვალებში ჩამრჩა ბავშვობა ,
გადაყვლეფილი მუხლები და დანასობია.
და მაწევს ზურგზე ,
ორი ყლუპი ცრემლის სიმძიმე
გადაძახილი გორაკიდან :
-თებრო,  თებრონე…

ახლა მე სხვა ვარ,
ყური დამიგდე ,
არაფერს ვიმჩნევ.
დაწყევლილი ვარ
პოეზიით
რით ვერ წამლეკეს,
უძილობამ და მესალბუნე არაშენობამ.
რომ ტკივილშია პოეტისთვის უდაოდ ხიბლი,
ვის დავაჯერო ?!
ვკამათობ თავთან და არასდროს არ ვეთანხმები.

ყური დამიგდე !
არც კი ვიცი რა უნდა მეთქვა,
წერა კი არა
დავიწყებაც ვეღარ ვისწავლე.
ვიფხეკ ჭუჭყივით მოგონებებს
-ასე ექვსისკენ
ვარსკლავთა ჯოგი დაიშლება
და მზეს დათესავ
ცაზე თებრონე…


,,ყური დამიგდე "!
ვიმეორებ
რომ შენს გარდა სულ ყველა მისმენს.
შევბღავი ქუჩის მეთოფეებს
თებრო…
თებრონე…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები