მე ვდგავარ, უბრალოდ, ქარიან, ამინდში, სხეულით, ვირწევი, მანძილი, დიდია, იქ სადაც, ტკივილი, იხრწნება, სიცოცხლედ, და თავად, სიცოცხლეს, დასტებად ყიდიან...
ჰაერი, მძიმდება, ვიხჩობი, საბელით, შეამჩნევს, ვიღაცა, იარებს, მიზეზად, უბრალოდ, მოდი და, უბრალოდ, გაბედე, მითხარი, ეს გრძნობა, რომ გაგიმიზეზდა...
ქარია, სევდიან, იმედზე, დოგმებად, ბაქანზე, პაპიროსს, ჩავაქრობ, მწეველი, ახლავე, მინდა რომ, ჩვენ თავი, მოგვებას, და მერე, თუ გინდა, ვიქნები, მოვალე...
იმდენი, ხანია, დაგეძებ, გნატრულობ, სიოც კი, მგონია, ჩვენს შორის, ღალატი, რაც გინდა მითხარი, მოყევი, შენს თავზე, იცოდე, შენია, ეს გულიც, ღატაკი...
მე ვდგავარ, უბრალოდ, ქარიან, ამინდში, სხეულით, ვირწევი, მანძილი, დიდია, მოდი და, უბრალოდ, ნაბიჯი, გადადგი, რომელიც ჩვენს შორის სულ ბეწვის ხიდია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მომეწონა! ბაბუაჩემი გამახსენა, ისიც ლექსებს ასეთი ფორმით წერდა. მომეწონა! ბაბუაჩემი გამახსენა, ისიც ლექსებს ასეთი ფორმით წერდა.
4. მე ვდგავარ, უბრალოდ, ქარიან, ამინდში, სხეულით, ვირწევი, მანძილი, დიდია, მოდი და, უბრალოდ, ნაბიჯი, გადადგი, რომელიც ჩვენს შორის სულ ბეწვის ხიდია...
სარანგულია) მე ვდგავარ, უბრალოდ, ქარიან, ამინდში, სხეულით, ვირწევი, მანძილი, დიდია, მოდი და, უბრალოდ, ნაბიჯი, გადადგი, რომელიც ჩვენს შორის სულ ბეწვის ხიდია...
სარანგულია)
3. ლექსი მომეწონა. ვეთანხმები 1 კომენტარის ავტორს. ეს ფორმა ლექსს დამღლელს ხდის. ლექსი მომეწონა. ვეთანხმები 1 კომენტარის ავტორს. ეს ფორმა ლექსს დამღლელს ხდის.
2. ვეთანხმები ჯონათანს ფორმაში. ცუდიც არაა, არც სიახლეა )) ვეთანხმები ჯონათანს ფორმაში. ცუდიც არაა, არც სიახლეა ))
1. ამ ფორმამ რამე შეჰმატა ლექსს?
მგონი, პირიქით- თვალი დაღალა კითხვისას.
ისე კი, არაა ცუდი :)
ამ ფორმამ რამე შეჰმატა ლექსს?
მგონი, პირიქით- თვალი დაღალა კითხვისას.
ისე კი, არაა ცუდი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|