მოდი, ამ ღამეს, მე ჩუმად ვიქნები, ვეცდები სუნთქვითაც არ ვისუნთქო მხოლოდ , თუ ნებას მომცემ, შენ გიყურებ თვალებში, შენი სულის წაკითხვას შევეცდები მდუმარე. ჩემს გრძნეულ დალალებს მოვიქცევ მარჯვნივ, ჩამოვუშვებ მკერდამდე და წიქარას სავარცხლით ვეცდები კვანძების გახსნას, ისე როგორც ჩემი აბურდნული გზების გახსნას ვცდილობ შენით. ვეცდები დავმუხტო ყოველი ღერი თმა, განვაცალკევო, ცხადად შევიგრძნო თვითოეული, რომ მერე , ჩემმა საყვარელმა ხელებმა, შუათითსა და არათითს შორის მოქცეული დალალი უკეთ წაიკითხოს ძირის-ძირობამდე. მერე კი, ამ ლამაზ დალალებს, მკერდამდე დალალებს, ლამაზ წნულად დავწნი, რომ შენს წაკითხვაში არ შემიშალოს დამუხტულმა თმის ღერებმა ხელი. შენ ხელის შეხება მოგინდება, და ვიცი რომ მოგინდება, შეხება მოგინდება, არა ვნებების გამო, მოგინდება არა იმიტომ რომ გეყვარები, არამედ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ზედმეტად ლამაზი იქნება შენთვის, შენი რეალობისთვის და როგორც ბრმა დილით გაღვიძებისას, ხელების ფათურს მოჰყვები. ხელები ჰაერშივე გაგეყინება, რადგან ფიქრები და აზრები დაუბერავენ საყიუნულიდან და მოაჭთობენ სურვილს ადგომის, მყარად დადგომის, რეალობის... არც საყინულეს არ უნდა იყოს ცივი, უბრალოდ მასზე უფრო მცხუნვარე და ძლიერი ართმევს მას სითბოს. ისიც ეგუება ბედს და მხოლოდ გასაყინად და შესანახად განწირულ გრძნობებს და ფიქრებს ინახავს საკუთარ თავში. მოდი, ამ ღამეს, მე ჩუმად ვიქნები, ვეცდები სუნთქვითაც არ ვისუნთქო მხოლოდ , თუ ნებას მომცემ, შენ გიყურებ თვალებში, შენი სულის წაკითხვას შევეცდები მდუმარე...
მე, შენთვის მოვლენილი, უღრანიტყის შუაგულში, სავსემთვარეობაში, მგლის ყმუილისას, ოჩოპინტრეს ჯადოსნური ჯოხის მოქნევით, კეთილი ბირთვული რეაქვციების შედეგად გაჩენილი, ალებისა და ქაჯების სისხლით შეღებილი , შენთვის დაბადებული, შენთვის მოვლენილი, შენთვის ბედნიერების მოსატანად მოვლენილი, კვლავ მარტო ვრჩები ჩემს ზრახვებთან და ფიქრებთად...
და უკვე ხშირად მიჩნდება სურვილი შინ დაბრუნების.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჟანრი "მისტიკა" რომ გვქონდეს ...
მომწონს.. რაღაც ისეთია.. რომ კითხულობ და ფიქრობ .. იმას გრძნობდა თუ არა ავტორიც რასაც შენ ...
მითო-მისტიკური ჩახლართული ფიქრები..
ჟანრი "მისტიკა" რომ გვქონდეს ...
მომწონს.. რაღაც ისეთია.. რომ კითხულობ და ფიქრობ .. იმას გრძნობდა თუ არა ავტორიც რასაც შენ ...
მითო-მისტიკური ჩახლართული ფიქრები..
4. ძალიან, ძალიან მომეწონა, ძალიან, ძალიან მომეწონა,
3. მადლობა ჯონათან საერთოდ რომ შეამჩნიე ეს ნაწერი. ბირთვულ რეაქციებს ჯადოსნობა არ უშლის ხელს და არც პირიქით :))))) ძველი ნაწერია,ძალიან მიყვარს და დავდე.:))) მადლობა ჯონათან საერთოდ რომ შეამჩნიე ეს ნაწერი. ბირთვულ რეაქციებს ჯადოსნობა არ უშლის ხელს და არც პირიქით :))))) ძველი ნაწერია,ძალიან მიყვარს და დავდე.:)))
2. ოჩოპინტრეები, ალები, ქაჯები და ბირთვული რეაქცია რაღაც არ მოუხდა ერთმანეთს :)
ჟანრი ალბათ შეცდომითაა მითითებული, ხო?
ოჩოპინტრეები, ალები, ქაჯები და ბირთვული რეაქცია რაღაც არ მოუხდა ერთმანეთს :)
ჟანრი ალბათ შეცდომითაა მითითებული, ხო?
1. ეძღვნება იმ გრძნეულ არსებებს, რომლებიც სიხარულის მოსატანად მოავლინა განგებამ, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მათ ხელებგაშლილი ხვებოდნენ, ხელს კრავენ და განდევნიან შეშინებულები :) ეძღვნება იმ გრძნეულ არსებებს, რომლებიც სიხარულის მოსატანად მოავლინა განგებამ, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მათ ხელებგაშლილი ხვებოდნენ, ხელს კრავენ და განდევნიან შეშინებულები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|