ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2016


ტრიოლეტები

1

მარტოსულობის მიმოედო მადლი მიდამოს,
ფოფინებს სული,
ხანგასული
და ხანდაზმული.
ოდესმე უნდა დარდა დარად გამოიდაროს.
მარტოსულობის მიმოედო მადლი მიდამოს.
დროა ტკივილი შენმა მოსვლამ რომ დამიამოს,
ქარს გაატანოს მარტოობა ტანჯვით კაზმული.
მარტოსულობის მიმოედო მადლი მიდამოს.
ფოფინებს სული,
ხანგასული
და ხანდაზმული.

2

ხალისითა და სიხალასით ხარობს ხეხილი.
ხალვათი ზეცა ხალხთა უტყვი ხარამანტია.
მხოლოდ პოეტის სული გმინავს ფრთა მოტეხილი.
ხალისითა და სიხალასით ხარობს ხეხილი.
დადის გენია, ბრიყვობაში გამოტეხილი
და მოსავს ყველას გაცრეცილი, თეთრი მანტია.
ხალისითა და სიხალასით ხარობს ხეხილი.
ხალვათი ზეცა ხალხთა უტყვი ხარამანტია.


3

კვლავინდებურად მარტოობის კარს ავეკარი
და გავეკარი კუთვნილ ჯვარზე, როგორც წესია.
და, რადგან კონა მზის სხივების ვეღარ შევკარი,
კვლავინდებურად მარტოობის კარს ავეკარი.
სევდის დილეგში ჩამომიჭკნა ყველა ეკალი
და მომავლიდან შეუცნობელ ლექსებს მესვრიან.
კვლავინდებურად მარტოობის კარს ავეკარი
და გავეკარი კუთვნილ ჯვარზე, როგორც წესია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს