 | ავტორი: ჰეტსონ ჟანრი: პოეზია 5 ივნისი, 2016 |
მე ისევ ისე ძველებურად გიმზადებ ჩაის, უშაქრობა და უშენობა მიხდება ერთობ, შენ ფიქრობ მზეზე და სხივები თითებში ჩაგდის, ანუ ის დროა, დაღამდეს, და ვუყურო ფერდობს,
რომელზეც არ ჩანს შენი კვალი და შენი კაბა. სარეცხის თოკზე ვეკიდები, ნაცვლად სარეცხის. და ზედ წუხილით ნაიმედარ ნაფლეთებს ვაბამ. გელოდები და თვალებს ვხუჭავ, ანუ ღამეს ვცდი.
და მოდის შენი სილუეტი, თეთრი კაბებით. მე ძველებურად გაგიმზადე ჩაი და მკერდთან შეხსნილი ღილის დასაბნევად რაღაც ამბებით, ავწიე ხელი – დასამტვრევი, დამება ენა.
და ვწევარ, თითქოს გაყინული მდინარის ზურგზე, ვუყურებ ცას და ვუერთდები ვარსკვლავთა რბოლას, მესმის ყინულის მტვრევის ხმა და გავრბივარ არსად. გავრბივარ არსად, და ღილშეხსნილ პერანგზე ბოლოს
მე ისევ ისე, ღილის ნაცვლად ვაბნებ ბაგეებს და მავიწყდება სახე შენი თვალებ გახელილს. შენ ფიქრობ მზეზე, და სხივები თითებს მაგებებს რომ ჩაესვენოს საუკუნოდ შენი სახელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მე-2 კომენტარი ზუსტად გადმოცემს იმ ბარიერებს, რომლებიც მკითხველის აღფრთოვანებას ძალიან აბრკოლებს :)))
დასაწყისი და ფინალი ცალკე ერთი ლექსის ტოლფასია! -ვფიქრობ. ჰოდა, 3 ქულა ავანსად და უკეთესის მოლოდინში ვარ. მე-2 კომენტარი ზუსტად გადმოცემს იმ ბარიერებს, რომლებიც მკითხველის აღფრთოვანებას ძალიან აბრკოლებს :)))
დასაწყისი და ფინალი ცალკე ერთი ლექსის ტოლფასია! -ვფიქრობ. ჰოდა, 3 ქულა ავანსად და უკეთესის მოლოდინში ვარ.
6. კარგი ამოსუნთქვა იყო. კარგი ამოსუნთქვა იყო.
3. "მე ძველებურად გაგიმზადე ჩაი და მკერდთან შეხსნილი ღილის დასაბნევად რაღაც ამბებით, ავწიე ხელი – დასამტვრევი, დამება ენა."
შენ ხომ არ გესმის რა გულიანად ვიცინი ახლა : ) ძალიან საყვარელი კადრია *)
"მე ძველებურად გაგიმზადე ჩაი და მკერდთან შეხსნილი ღილის დასაბნევად რაღაც ამბებით, ავწიე ხელი – დასამტვრევი, დამება ენა."
შენ ხომ არ გესმის რა გულიანად ვიცინი ახლა : ) ძალიან საყვარელი კადრია *)
2. უკეთეს ფინალურ ფრაზას ველოდი. გაყინულ მდინარეზე წოლა და სარეცხ თოკზე გადაკიდება ისეთი კარგი გამოხატვა იყო განცდების... საერთოდაც, პირველი და საფინალო ფრაზა ბანალური და სუსტია, დანარჩენი კი დასამახსოვრებელი. მართლა მომეწონა ეს დანარჩენი :) უკეთეს ფინალურ ფრაზას ველოდი. გაყინულ მდინარეზე წოლა და სარეცხ თოკზე გადაკიდება ისეთი კარგი გამოხატვა იყო განცდების... საერთოდაც, პირველი და საფინალო ფრაზა ბანალური და სუსტია, დანარჩენი კი დასამახსოვრებელი. მართლა მომეწონა ეს დანარჩენი :)
1. მშვენივრად მღერის ეს ჰეტსონი :)
კარგი ლექსია, კარგი.
მშვენივრად მღერის ეს ჰეტსონი :)
კარგი ლექსია, კარგი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|