ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუშკა ჟერებცოვა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2016


მინდა რომ მყავდეს შეყვარებული

მინდა რომ მყავდეს შეყვარებული,
მინდა რომ მიყვარდეს ყველა ემოციით,
მიყვარდეს ყველა განშტოებით, გადამეტებით მიყვარდეს,
მიყვარდეს იმაზე მეტადაც ვიდრე მას ეგონება რომ მიყვარს,
და ვიარო მასთან ერთად ხელი-ხელში მოქცეული,
ვიარო მჭშვიდად, უშიშად და თავდაჯერებით.
მინდა ვიეჭიანო მის დედასა და დაზე,
სანამ მეტყვის რომ მისი დედა და მისი და არის,
მინდა სხვა გოგონებზეც ვიეჭვიანო.
მინდა ჩემს გამო შეიცვალოს რელიგია,
დაკარგოს მეგობრები და დაამსხვრიოს იდეოლოგიები,
მინდა ჩემს გამო იჩხუბოს მამასთან
და მიატოვოს საზრდო სახლი.
მინდა მოუნდეს თვითმკვლელობა ჩემით შეშლილს,
მინდა იფიქროს რომ ჩემი კოცნა შეუძლებელია,
მინდა იფიქროს რომ ჯერ ვერაფრით დამიმტკიცა სიყვარული,
მინდა ეცადოს ფრენას რომ ღრუბლებიდან მანახოს ქვედა ღრუბლები,
მინდა ეძებოს ყვავილები ჩემთვის, მაშინ როცა ყვავილები ქრებიან,
მინდა იცეკვოს თოვლში და წვიმაში, წარმოდგენით მესთან,
  როდესაც მე საცეკვაოდ არ გავალ მასთან.
მინდა იმღეროს ჩემს ფანჯრებთან და დამიწეროს პატარა ლექსი,
საბოლოოდ კი მინდა გაბედოს პირველი კოცნა,
გაბედოს ჯერ შუბლის შუბლზე,
მერე ცხვირის ცხვირზე და ბოლოს ტუჩის ტუჩზე მიდება.
მინდა მომხვიოს წელზე ხელი,
და სკვერებში სეირნობისას თვალის ცეცებით ეძებდეს
კოცნისათვის შესაფერ ადგილს.
ამის მერე კი მინდა მოკვდეს,
რომ მის საფლავზე ვეძეებო შთაგონება,
რომ მის სიკვდილზე ვწერო დასასრულამდე,
რომ მის სურათთან ვიტირო შიშველმა,
და ის კი ამას უყურებდეს, მეძახდეს და ვერ მაგონებდეს,
და ერთიანად იბყრობდეს შიში, ფორიაქი და სიმშვიდე,
შიში, უმწეობა და სიამაყე.
შიში, სიძულვილი და სიყვარული.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები