ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2016


ცისარტყელების ხიდი

მაქვს ეს სხეული სულის ქარქაშად,
და იმედები მაქვს წინანდელი,
ახლა იმ ბოთლს ჰგავს ზეცა კაშკაშა,
ჩვენ რომ ვამწყვდევდით ციცინათელებს.
იმ ღამეების მე ვგრძნობ ოხშივარს,
წვიმიან ზეცამ რომ შეგვიფარა,
მე კვლავ ბავშვობის ფერად ქოხში ვარ,
ყანებში ზოგჯერ სიმინდს ვიპარავ.
და დილით ვდგები ჩანთას ვალაგებ...
ჰო მავიწყდება, რომ ის დასრულდა
შენ დროის ქარო რატომ ალაგმე
ან რატომ მტოვებ მარტო წარსულთან
შორს უკან დარჩა გზები ფერადი,
ხიდები გრძელი, ცისარტყელების
ჯოხის ხმლიანი მოკლეს ბელადი
და გაუკოჭეს ლახტით ხელები.
ვერ მოგვიხსენებს ვიცი ლაჩრებად
ჩვენც დაგვემჩნევა ნაკბენი რკინის
ღმერთო, ჩვენს სულში თუ გადარჩება,
თუ გადარჩება, ჰაკლბერი ფინი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები