 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 12 ივლისი, 2016 |
უკვე ჩაიარეს ქარწვიმებმა, ნატვრას შემოაკლდა სიხატოვნე. წლებმა მომინდომეს დამიწება, კართან აიტუზა სიმარტოვეც... ბებო სულ მეძახდა "ოცნე გოგოს", ცისკენ წამწამები მიფრინავდნენ... ტუჩზე ჰაეროვან კოცნით გადის კადრში - ჩითის კაბა, სიფრიფანა... გრძნობა ჩორთით დამყავს, რა ხანია, სარკეც გავტეხე და სავარცხელიც!!! ხსოვნას სვირინგივით ახატია ჩემი აღმასვლაც და დამარცხებაც... უკვე კარსმომდგარი სიჭარმაგე დადის წინ და უკან მზვერავივით. მე თავს, რა თქმა უნდა, ვიჭერ, მაგრამ, ჯერ გზა მელოდება მზეჩავლილი... ნეტავ, რა იქნება იმის იქით, ნატვრამ რომ გამგზავნა, აუხდენმა. ვზივარ ჩემს ფიქრებში, კომფორტს ვიქმნი, ტანზე ფორიაქის გაუხდელად... 12.07.16
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჯერ გზა მელოდება მზეჩავლილი... რა კარგია, თამ <3 ჯერ გზა მელოდება მზეჩავლილი... რა კარგია, თამ <3
4. დამაგვიანდა ლექსის წაკითხვა, როგორც ყოველთვის , ძალიან გრძნობადია. დამაგვიანდა ლექსის წაკითხვა, როგორც ყოველთვის , ძალიან გრძნობადია.
3. როგორ კარგად მომერგო ეს ლექსი, გაიხარე როგორ კარგად მომერგო ეს ლექსი, გაიხარე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|