ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2016


რაბიდრანათი

პოეტის სული მშობელ ინდოეთს,
როგორც სურია ისე დანათის,
ბენგალში ვიყავ, ერთხელ წვეული
და მმასპინძლობდა რაბიდრანათი,
მშვიდად ვისხედით მის აივანზე,
და ცას ფარავდა წყლის ამანათი,
ვინ არის ღმერთი ვისთვის როგორი,
გამოიწვია ამან კამათი,
შეხედე განგს, ტალღებს აგორებს,
და, რომ ირწევა მათზე კალათი,
ისე ცხოველად ხატავს თაგორი,
უცებ დამისვა რწმენის შამათი,
მერე კი ძველი სიმღერა მითხრა,
შეზავებული ტკბილი ნანათი,
მისი პირიდან სიმშვიდე მოდის,
როგორც გრძნობათა ზღვის კაკანათი,
პოეტის გული სიკეთეს მოკრებს,
მშობლიურ ჰიმნებს, ლექსებს, არაკებს,
რაც კი ხალხშია ზეპირი ოქრო,
პოეტი წიგნის ზოდად ალაგებს,
ვუთხარი: რაბი, არის ჩვენთანაც,
ერთი პოეტი, განძთა მპოველი,
მთის კაცია და მთაშივე ცხოვრობს,
ვით შენთან, მასთან- ცოცხლობს ყოველი,
თაგორის წყნარად ჩაეღიმა და,
ასეთი სიტყვა მითხრა ანაზდად,
როცა ქვეყანად ცოდნამ იმატა,
კაცის გული კი უფრო განაზდა,
მე ვნახე იგი, ბეწვით მოსილი,
და ცხოველებით გარშემორტყმული,
იჯდა ის კრიშნას ანგელოზივით,
გონი კი ზეცას ჰქონდა მორთხმული,
ხელი ხელს მივეც, ასე დამლოცა,
შენ ჩემს ინდოელ ძმას და მეგობარს,
უფლის და ხალხის სიბრძნე, რომ ვზიდეთ,
ჩვენ საცხოვნებლად ისიც გვეყოფა,
მას შემდეგ ფიქრი აღარ მასვენებს,
ნუთუ ყოველი რაც კი მინახავს...
წმინდაა გულის და გონის ცეკვა-
თაგორისთან რომ ვიჯექ ინახად

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები