ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუნიქს
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2016


სიყვარულის საგალობელი მთვარეს

შენ ხარ სიყვარული ჩემი
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი,
დღეებს შიგან მანათობელი,
მომცემელი სიცოცხლის და განახლებისა.
შენ ხარ სიყვარული ჩემი
გულსა შიგან დანერგილი ვაზი- სრულყოფილებისა
და სადაც არ ვიყო და როგორადაც ვამბობ:
-ძლიერებანი ამაქვეყნისანი დაიფანტება
სიტვები გაუქმდებიან, ფრაზები..
ცისა და მიწის ზღაპარი შეიცვლება ,
დღე და ღამე ერთად გატეხენ სამხარს
ბოროტების და სიკეთის ზღაპარი-
დაივანებს სამოთხეში .და სამოთხე კი შენთან
და შენ გაანათებ მუდმივად...
როგორც ვარსკვლავი მუდმივი
ციხესიმაგრედ ახლოდ და შორეულად ,
შეურყევლად და გახსილად
და მოვლიან მგზავრები და გაუკვირდებათ
სიდიადე შენი და უბრალოება. უცვლელობა და
ცნობა შენი ოდითგანვე ,დიდებულება და სინათლე
დახრიან თავს და იტირებენ
და შეიგრძნობენ ამ ცრემლის ბედნიერებას ყველანი
რადგან ვერ იპოვიან სხვას
ვერსად ხსნას
შენზე ნამდვილს
შეზე უკეთესს
და იტყვიან :
შენ ხარ სიყვარული ჩემი
სიკვდილითა სიკვდილისა დამთგუნველი
დღეებს შიგან მანათობელი ,
როგორც ვარსკვლავი!
მომცემელი სიცოცხლის და განახლებისა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები