ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2016


წლები

მე კალმახივით აღმა მივდივარ,
და ვჩანვარ მიტომ ასე დაღლილი,
აღარ მაშინებს წლების დინება,
თუმცა არაა აჰყვე ადვილი.
წყალიც აიმღვრა სადღაა სუფთა,
თვეების სავალს ვანდომე წლები,
,,მეთევზეც,, ბევრი შემხვდა ამ გზაზე,
რომ დავსხლტომოდი მე ვურტყი წრები.
ხანდახან როცა იცვლება დარი,
მისხლტება ჩემი ფიქრთა სადავე,
ვატყობ ჟანგბადიც აკლდება ჰაერს,
ნეტავ შორსაა კიდევ სათავე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები